მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...
როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...

ინ­ტერ­ნეტ­ში ბო­რი­ა­ლი­სას, ფსი­ქო­ლო­გის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას გა­და­ვა­წყდი - "სამ­სა­ხუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა". იქვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ქალ­ბა­ტონ ტა­ტი­ა­ნას მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ღირს. ამი­ტომ და­ვე­ხარ­ბე პო­ტენ­ცი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის იქვე გან­თავ­სე­ბულ უფა­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. მით უმე­ტეს, ისეთ თე­მას გვთა­ვა­ზობ­და, ზა­ფხულ­ში უშ­ვე­ბუ­ლე­ბოდ დარ­ჩე­ნილს გული და­სას­ვე­ნებ­ლად რომ მი­გი­წევს და სამ­სა­ხუ­რის­კენ მო­გაბ­რუ­ნებს. თა­ნაც, ავ­ტო­რის მიერ ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ რჩე­ვე­ბი მხო­ლოდ ქა­ლე­ბის­თვი­საა. ჰოდა, და­ვე­წა­ფე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გის უფა­სო რჩე­ვებს და გა­დავ­წყვი­ტე, მკი­თხველ­საც შევ­თა­ვა­ზო, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით.

"მინ­და, სტა­ტი­ა­ში რამ­დე­ნი­მე უბ­რა­ლო(!) და სა­ჭი­რო რჩე­ვა მივ­ცე ქალ­ბა­ტო­ნებს: მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი დღის გრა­ფი­კი­სა, რო­გორ მო­ას­წრონ ყვე­ლა­ფე­რი, მო­ახ­დი­ნონ გან­ტვირ­თვა, საქ­მე და დას­ვე­ნე­ბა რო­გორ შე­უ­ნაც­ვლონ ერ­თმა­ნეთს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხა­ლი­სით გა­ა­კე­თონ და სამ­სა­ხუ­რის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ".

ეს შე­სა­ვა­ლი გახ­ლავთ და და­მე­თან­ხმე­ბით, ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა მსგავ­სი რჩე­ვე­ბი... ვე­რა­ფერს იტყვი, კარ­გი სა­ტყუ­ა­რაა...

ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი დღე იწყე­ბა დი­ლით და ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გიც რჩე­ვე­ბის მო­ცე­მას აქე­დან იწყებს:

დილა

1. ვიდ­რე აბა­ზა­ნა­ში შეხ­ვალთ, 1 ჭიქა ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყალ­ში გახ­სნი­ლი 1 კოვ­ზი თაფ­ლის ნა­ყე­ნი და­ლი­ეთ.

სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვაა და ამას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს დი­ლა­ო­ბით. მათ შო­რის - თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლიც. მშვე­ნივ­რად იწყე­ბა დილა ქალ­ბა­ტონ ტა­ტი­ა­ნას რჩე­ვას­თან ერ­თად. გა­ვაგ­რძე­ლოთ...

2. პი­რის და­ბა­ნის დროს გა­იხ­სე­ნეთ, რო­გო­რი ხა­ლი­სით დგე­ბო­დით ლო­გი­ნი­დან ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც მშობ­ლებს სა­სე­ირ­ნოდ მიჰ­ყავ­დით. გირ­ჩევთ, ეს გან­წყო­ბი­ლე­ბა "ჩა­იც­ვათ" და მო­ირ­გოთ...

გან­წყო­ბი­ლე­ბას "ჩა­ვიც­ვამთ", მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლია, ეჭვი მაქვს, არ მოგ­ვერ­გე­ბა და ისევ "გა­ვიხ­დით". თა­ნაც, მა­შინ ხომ სა­სე­ირ­ნოდ მივ­დი­ო­დით, ახლა - სამ­სა­ხურ­ში... ბავ­შვო­ბა­ში გვა­ქებ­დნენ კი­დეც - კარ­გად რომ გვე­ძი­ნა და "ფიაც" ბო­ლომ­დე რომ შევ­ჭა­მეთ, მაგ­რამ ახლა თაფ­ლი­ან წყალ­საც მი­ვირ­თმევთ და არა­ვი­ნაა მად­ლო­ბე­ლი...

3. აბა­ზა­ნი­დან გა­მოს­ვლამ­დე სარ­კეს რამ­დე­ნი­მე კომ­პლი­მენ­ტი უთხა­რით. თავი დე­დოფ­ლად წარ­მო­იდ­გი­ნეთ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ეს შეგ­რძნე­ბა.

- სარ­კევ, სარ­კევ, მი­თხა­რი, ვი­ნაა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი?

თუ სარ­კე "მოს­ყი­დუ­ლი" არ გყავთ, იმ­დენ ლა­მაზ ქალს ჩა­მოთ­ვლის, რომ სამ­სა­ხურ­ში და­გაგ­ვი­ან­დე­ბათ. ამი­ტომ ჯო­ბია, არა­ფე­რი ჰკი­თხოთ. უბ­რა­ლოდ, გვირ­გვი­ნი (წარ­მო­სახ­ვი­თი, რა თქმა უნდა) შე­ის­წო­რეთ და შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­დით.

4. ისე ისა­უზ­მეთ, თით­ქოს სა­კუ­თარ თავს უმას­პინ­ძლდე­ბით. არ იჩ­ქა­როთ. ორ­გა­ნიზ­მის­თვის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბაა და აცა­დეთ მას სი­ამ­ტკბი­ლო­ბა.

ქალ­ბა­ტო­ნი ფსი­ქო­ლო­გი არა­ფერს ამ­ბობს იმის შე­სა­ხებ, თავ­ზე გვირ­გვი­ნით (შენ ხომ დე­დო­ფა­ლი ხარ და ეს უნდა გახ­სოვ­დეს) სა­უზ­მეს რო­გორ მო­იმ­ზა­დებ. მითი დე­დოფ­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ­ვე და­იმ­სხვრე­ვა, რო­გორც კი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შეხ­ვალ და ტა­ფას ცე­ცხლზე დად­გამ (კვერ­ცხის შე­საწ­ვა­ვად) ან ბუ­ტერბრო­დის მზა­დე­ბას და­ი­წყებ.

5. ჩა­იც­ვით ის, რაც წინა სა­ღა­მოს შე­არ­ჩი­ეთ.

ქალ­ბა­ტო­ნებს გა­ე­ცი­ნე­ბათ, ამას რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, რად­გან ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ სა­ღა­მოს შერ­ჩე­უ­ლი ტა­ნი­სა­მო­სით დი­ლით არა­ვინ გავა სახ­ლი­დან. მი­ნი­მუმ, სამ­ჯერ მა­ინც გა­მო­იც­ვლის, სა­ნამ სა­სურ­ველს არ შე­არ­ჩევს.

6. ში­ნი­დან გა­მოს­ვლი­სას სა­ხე­ზე ღი­მი­ლი შე­ირ­ჩი­ნეთ, თუნ­დაც არ გე­ღი­მე­ბო­დეთ. სა­ხის კუნ­თე­ბი, რო­მე­ლიც ღი­მი­ლა­დაა "და­ლა­გე­ბუ­ლი", მალე შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ.

მოკ­ლედ, ასე: მზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. თაფ­ლი­ა­ნი წყა­ლი მირ­თმე­უ­ლია, გვირ­გვი­ნი გას­წო­რე­ბუ­ლი, სა­უზ­მეც "დაპ­ლუ­სე­ბუ­ლი"... ახლა ისღა დაგ­რჩე­ნი­ათ, სა­ხის კუნ­თე­ბი ღი­მი­ლად "და­ა­ლა­გოთ" და სახ­ლის კარი გა­ი­ხუ­როთ იმ იმე­დით, რომ გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ.

ტრან­სპორ­ტი

1. ტრან­სპორ­ტში შექ­მნილ ჭყლე­ტა­სა და ხალ­ხმრავ­ლო­ბას ისე შე­ხე­დეთ, რო­გორც პინგვი­ნებს - ზო­ო­პარკში. ეს გა­გამ­ხი­ა­რუ­ლებთ და აღარ გა­ღი­ზი­ან­დე­ბით.

ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით რა­ტომ უნდა მგზავ­რობ­დეს დე­დო­ფა­ლი? ხვდე­ბით ალ­ბათ, რომ რო­გორც კი ხალ­ხით გა­ძეძ­გილ ყვი­თელ ავ­ტო­ბუს­ში ახ­ვალთ, დე­დოფ­ლო­ბა­ზე მითი მე­ო­რედ და­იმ­სხვრე­ვა, მაგ­რამ მა­ინც ისე მო­ი­ქე­ცით, რომ ამ ჭყლე­ტა­ში გვირ­გვი­ნი არ და­გი­ვარ­დეთ. ხომ გახ­სოვთ, რომ დე­დო­ფა­ლი ხართ? ღი­მი­ლიც ხომ ისევ გაქვთ შერ­ჩე­ნი­ლი? ჰოდა, წინ მდგომ პინგვი­ნებს ფული გა­და­ა­წო­დეთ, რომ დე­დო­ფალს მო­გემ­სა­ხუ­რონ და ბი­ლე­თი მო­გა­წო­დონ, თო­რემ კონ­ტრო­ლი­ო­რი თუ ამო­ვი­და, და­მი­ჯე­რეთ, ტრე­ნინ­გის დროს მას კარ­გად აუხ­სნეს, რომ ბა­ტონყმო­ბა დიდი ხნის წინ გა­და­ვარ­და, არც მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბი­ლე­ბა გვაქვს, არაფ­რის დი­დე­ბით არ და­ი­ჯე­რებს თქვენს დე­დოფ­ლო­ბას და და­გა­ჯა­რი­მებთ. ამი­ტომ, გამ­ხი­ა­რულ­დით და ბი­ლე­თი აი­ღეთ.

2. თვა­ლით მო­ძებ­ნეთ ის სა­ხე­ე­ბი, რო­მელ­ზეც მზე­რის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ქალ­ბა­ტონ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა ჯერ უნდა აგ­ვიხ­სნას, რო­მელ სა­ხე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა მზე­რის შე­ჩე­რე­ბა. იქ­ნებ იმა­ზე, "პახ­მე­ლი­ას" რომ შე­უ­შუ­პე­ბია? ან იქ­ნებ კონ­ტრო­ლი­ორს არ უნდა გა­უს­წო­რო მზე­რა... ან ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რია რამე... მოკ­ლედ, თუ გა­სა­თხო­ვა­რი ხართ, კარ­გად მო­ავ­ლეთ თვა­ლი მგზავ­რებს და თუ ვინ­მე მო­გე­წო­ნე­ბათ, მზე­რა მას­ზე შე­ა­ჩე­რეთ და მა­ნამ­დე უყუ­რეთ, სა­ნამ არ მო­ნუს­ხავთ.

3. გზად მი­მო­ი­ხე­დეთ. უამ­რავ ლა­მაზ პე­ი­ზაჟს შე­ნიშ­ნავთ, რო­მე­ლიც წი­ნათ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი გრჩე­ბო­დათ.

ახლა მოს­წყვი­ტეთ მზე­რა იმ ადა­მი­ანს! უზ­რდე­ლო­ბაა, ასე რომ მის­ჩე­რე­ბი­ხართ და გა­რეთ გა­ი­ხე­დეთ. გარ­შე­მო თუ ამ­დე­ნი პინგვი­ნია, წე­სით გა­რეთ ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე უნდა იყოს და დატ­კბით.

სა­მუ­შაო დღის და­სა­წყი­სი

1. სამ­სა­ხურ­ში 5 წუ­თით ადრე მი­დით. უმ­ჯო­ბე­სია, თუ 15-20 წუ­თით ადრე მიხ­ვალთ. ოფი­სი სი­ჩუ­მით შეგ­ხვდე­ბათ და მას­თან გან­მარ­ტო­ე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გი­ნარ­ჩუნ­დე­ბათ.

ოფის­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა წა­გად­გე­ბათ. სურ­ნე­ლო­ვა­ნი სან­თლე­ბი აან­თეთ, ოღონდ ზედ­მე­ტი არ მო­გი­ვი­დეთ.

2. შე­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი: საკ­მა­რი­სი სიმ­ყუდ­რო­ვეა? თუ - არა, მა­შინ შეც­ვა­ლეთ სი­ტუ­ა­ცია.

მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დეთ, ოთახ­ში სხვა ად­გი­ლი შე­არ­ჩი­ეთ და მა­გი­და იქ მი­ათ­რი­ეთ (გვირ­გვინს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, არ და­გი­ვარ­დეთ). შო­რი­დან გა­ხე­დეთ... მგო­ნი, ძვე­ლი ად­გი­ლი ჯობ­და... ისევ გად­მო­ათ­რი­ეთ...

3. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ, ეს სა­მუ­შაო დღე რო­მე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. უთხა­რით მას მად­ლო­ბა, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ.

აქ ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლია, სამ­სა­ხურს უნდა გა­და­უ­ხა­დოთ მად­ლო­ბა თუ მა­გი­დას... შეც­დო­მა­ში რომ არ შე­გიყ­ვა­ნოთ, თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ. თუმ­ცა, ორი­ვეს თუ გა­და­უხ­დით, ზედ­მე­ტი არ იქ­ნე­ბა.

4. სას­წრა­ფოდ და­იდ­გით ჭი­ქით წყა­ლი, რად­გან პე­რი­ო­დუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი და­ლე­ვა, თა­ნაც, არა­ნაკ­ლებ 2 ლიტ­რი­სა დღე­ში. ეს ჩვე­ვად გა­ი­ხა­დეთ.

ჭი­ქით წყა­ლი არ დგას მა­გი­და­ზე? აუჰ! ეს რა მოგ­სვლი­ათ?! სირ­ბი­ლით უნდა წახ­ვი­დეთ და სას­წრა­ფოდ მო­ი­ტა­ნოთ (თუ აუზ­ზე მუ­შა­ობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის). უმ­ჯო­ბე­სია, პირ­და­პირ 2-ლიტ­რი­ა­ნი ქი­ლით თუ დად­გამთ. აბა, სა­ნამ მაგ­დენ წყალს ჭი­ქით მო­ზი­დავთ, სა­მუ­შაო დღე გავა.

5. რო­დე­საც სა­მუ­შაო ად­გილს და­ი­კა­ვებთ, ერთი წუთი გო­ნე­ბის მო­საკ­რე­ბად და­ხარ­ჯეთ.

აბა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭეთ... წყა­ლი მო­ტა­ნი­ლია, სიმ­ყუდ­რო­ვე და სა­ხე­ზე ღი­მი­ლი - უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი... თაფ­ლი­ა­ნი წყა­ლიც გეხ­მა­რე­ბათ გო­ნე­ბის მოკ­რე­ბა­ში. "მაშ, ოჯა­ხი სავ­სე ყო­ფი­ლა, დე­და­კა­ცო"... არა, ლუ­არ­სა­ბი და სამ­სა­ხუ­რი რა­ტომ და­ვა­კავ­ში­რე, არ ვიცი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდამ გა­მო­იწ­ვია ეგ ასო­ცი­ა­ცია.

სა­მუ­შაო დღე

1. მა­გი­და­ზე არ და­ტო­ვოთ ის ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სას არ გჭირ­დე­ბათ. ეს კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მა­გი­დი­დან აი­ღეთ სარ­კე, "კოს­მე­ტი­ჩკა" და სა­ერ­თოდ, - ყვე­ლა­ფე­რი. და­ტო­ვეთ მხო­ლოდ ის, რაც იმ წუთ­ში უნდა აკე­თოთ. და­ნარ­ჩე­ნი ნივ­თე­ბი სად წა­ი­ღოთ? ქალ­ბა­ტონ ტა­ტი­ა­ნას ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს და ამი­ტომ ვე­რა­ფერს გირ­ჩევთ.

2. სა­ათ­ში ერთხელ 5 წუ­თით შე­ის­ვე­ნეთ. თუ ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლეთ - 10-15 წუ­თით. ადე­ქით, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეთ და შემ­დეგ და­უბ­რუნ­დით საქ­მეს.

"ჩა­მო­დე­ქი განი, განი, ტაში, ბიჭო, ტა­შიო, გო­გოვ, შენ კი გე­ნაც­ვა­ლე, გავ­ლა-გა­მოვ­ლა­შიო"... (მა­მა­კა­ცე­ბის­თვი­საც თუ არ­სე­ბობს ასე­თი წე­სე­ბი, ნე­ტავ, იქ რა წე­რია?)

3. თუ სას­წრა­ფო საქ­მეს აკე­თებთ, მა­გი­და­ზე წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დე და­დეთ. დაე, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ამ დროს თქვე­ნი შე­წუ­ხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დე სად იყი­დე­ბა, არ ვიცი და შე­საძ­ლოა, არც იშო­ვე­ბო­დეს, თუ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თია. მაგ­რამ მა­გი­დი­დან ყვე­ლა­ფე­რი ალა­გე­ბუ­ლი რომ უნდა გვქონ­დეს, რაც არ გვჭირ­დე­ბა, ეგ "კა­ნო­ნი" სად მთავ­რდე­ბა? რო­გორც ჩანს, წი­თელ სა­ქა­ღალ­დე­ზე არ ვრცელ­დე­ბა. თა­ნაც, ქალ­ბა­ტო­ნი ტა­ტი­ა­ნას რჩე­ვე­ბი ყვე­ლას ხომ არა აქვს წა­კი­თხუ­ლი და ვინ რა იცის, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს წი­თელ სა­ქა­ღალ­დეს? იმ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, სა­დაც მუ­შა­ობთ, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს უნდა გა­ნუ­მარ­ტოს ამის შე­სა­ხებ და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­ჭურ­ვოს სა­ქა­ღალ­დით. ჩა­მო­ივ­ლი (გავ­ლა-გა­მოვ­ლის დროს) და სა­დაც წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დე არ იქ­ნე­ბა, იქ ჩა­მოჯ­დე­ბი სა­ჭო­რა­ოდ.

4. თუ რა­ი­მე არ გა­მოგ­დით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მის გმი­რი. აი­ღეთ მის­გან მა­გა­ლი­თი.

მა­გა­ლი­თად, ტომი ჯე­რის სო­რო­ში დი­ნა­მიტს აა­ფეთ­ქებ­და, რომ კვამ­ლი დამ­დგა­რი­ყო და წრუ­წუ­ნა გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყო... ჰოდა, თუ რამე არ გა­მოგ­დით, დი­ნა­მი­ტი იქო­ნი­ეთ თან... თუ ჩემი იდეა არ მოგ­წონთ, სა­კუ­თარ ფან­ტა­ზი­ას მო­უხ­მეთ. იქ­ნებ თქვენ სხვა "მულ­ტფილ­მი" გიყ­ვართ.

5. თუ რამე გა­ღი­ზი­ა­ნებთ, გა­ი­აზ­რეთ, რა დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნა შე­უძ­ლია მას. მო­ახ­დი­ნეთ მისი აბ­სტრაქ­ცია... შე­ე­ცა­დეთ, ფილ­მად გარ­დაქ­მნათ, სა­კუ­თა­რი თავი კი მა­ყუ­რებ­ლად წარ­მო­იდ­გი­ნეთ.

რო­გორც ვა­ტყობ, ქალ­ბა­ტონ ტა­ტი­ა­ნას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ილუ­ზი­ე­ბით უნდა ვი­ცხოვ­როთ. დე­დო­ფა­ლი... პინგვი­ნე­ბი... მულ­ტფილ­მის გმი­რე­ბი... ახლა კი­დევ - სი­ტუ­ა­ცი­ის ფილ­მად გარ­დაქ­მნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მა­ყუ­რებ­ლად წარ­მოდ­გე­ნა... ანუ - პრო­ცე­სის შო­რი­დან ყუ­რე­ბა. ღი­მი­ლიც კი "მი­ხა­ტუ­ლი" უნდა გვქონ­დეს...

6. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 საქ­მე­ზე მეტი არ და­გეგ­მოთ.

ეს რჩე­ვა მომ­წონს! მხო­ლოდ 2 საქ­მე! ერთი გა­ა­კე­თე, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რე, მე­ო­რე გა­ა­კე­თე და შინ წადი! მორ­ჩა! მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლია! დე­დო­ფალს გა­დაღ­ლა არ შეშ­ვე­ნის...

7. შე­ე­ცა­დეთ, ეკონ­ტაქ­ტოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ესიმ­პა­თი­უ­რე­ბით. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლას შეგ­მა­ტებთ და გან­წყო­ბი­ლე­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ.

მე კი ასე ვი­ტყო­დი: ვი­საც ესიმ­პა­თი­უ­რე­ბით და ვი­საც მა­გი­და­ზე წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დე არ უდევს!

სა­მუ­შაო დღის და­სას­რუ­ლი

1. დროს ნუ ააჩ­ქა­რებთ. ლო­დი­ნი ძა­ლას გა­მო­გაც­ლით და შე­საძ­ლოა, სა­ღა­მოს გეგ­მე­ბი ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

რაღა გეგ­მე­ბი? 2 საქ­მე ხომ უკვე გა­ა­კე­თეთ! ჰოდა, მშვი­დად და­ე­ლო­დეთ დღის ბო­ლოს...

2. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გეგ­მა­ში პლუ­სით აღ­ნიშ­ნეთ და შე­ა­ქეთ სა­კუ­თა­რი თავი ამის გამო.

ყო­ჩაღ, მარი! კარ­გი გოგო ხარ! არა, კარ­გი კი არა, სა­უ­კე­თე­სო! ამ სტა­ტი­ას უკვე ამ­თავ­რებ! ცო­ო­ო­ტა დაგ­რჩა, სულ ცოტა... მა­პა­ტი­ეთ... გა­ვივლ-გა­მო­ვივ­ლი და მო­ვალ...

3. მომ­დევ­ნო დღის გეგ­მა შე­ად­გი­ნეთ და დი­ლით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა აღარ მო­გი­წევთ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ მცი­რე კო­რექ­ტი­ვებს შე­ი­ტანთ.

ხვალ გი­ორ­გი გუ­გა­ვას ინ­ტერ­ვიუ მაქვს გა­სა­შიფ­რი და და­სა­წე­რი... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მა­სა­ლე­ბი წა­სა­კი­თხი, ჟურ­ნა­ლი და­სა­გეგ­მი... არა, ჟურ­ნა­ლის და­გეგ­მვა აღარ გა­მო­ვა! მხო­ლოდ 2 საქ­მე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში! ე.ი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დე მექ­ნე­ბა მა­გი­და­ზე.

4. მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­სა­ხურს. მან თა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცათ. დაე, "და­ი­ძი­ნოს", ხვალ კი დაბ­რუნ­დე­ბით და ისევ "იმე­გობ­რებთ".

მად­ლო­ბა, სამ­სა­ხუ­რო, რომ თა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცი. იძი­ნე მშვი­დად... ხვალ ისევ მო­ვალ ჩემი გვირ­გვი­ნით, წი­თე­ლი სა­ქა­ღალ­დი­თა და სა­ხე­ზე "მი­ხა­ტუ­ლი" ღი­მი­ლით.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...

როგორ შევიყვაროთ სამსახური ანუ "გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"...

ინტერნეტში ბორიალისას, ფსიქოლოგის ოფიციალურ საიტზე საინტერესო სტატიას გადავაწყდი - "სამსახური და პოზიტიური განწყობა". იქვე მითითებულია, რომ ქალბატონ ტატიანას მომსახურება ფასიანია და საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს. ამიტომ დავეხარბე პოტენციური პაციენტებისთვის იქვე განთავსებულ უფასო ინფორმაციას. მით უმეტეს, ისეთ თემას გვთავაზობდა, ზაფხულში უშვებულებოდ დარჩენილს გული დასასვენებლად რომ მიგიწევს და სამსახურისკენ მოგაბრუნებს. თანაც, ავტორის მიერ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რჩევები მხოლოდ ქალებისთვისაა. ჰოდა, დავეწაფე ძვირად ღირებული ფსიქოლოგის უფასო რჩევებს და გადავწყვიტე, მკითხველსაც შევთავაზო, ჩემი მოკრძალებული კომენტარებით.

"მინდა, სტატიაში რამდენიმე უბრალო(!) და საჭირო რჩევა მივცე ქალბატონებს: მიუხედავად დატვირთული დღის გრაფიკისა, როგორ მოასწრონ ყველაფერი, მოახდინონ განტვირთვა, საქმე და დასვენება როგორ შეუნაცვლონ ერთმანეთს, ეს ყველაფერი ხალისით გააკეთონ და სამსახურის მიმართ პოზიტიური განწყობილება შეინარჩუნონ".

ეს შესავალი გახლავთ და დამეთანხმებით, ნამდვილად საჭიროა მსგავსი რჩევები... ვერაფერს იტყვი, კარგი სატყუარაა...

ბუნებრივია, ახალი დღე იწყება დილით და ჩვენი ფსიქოლოგიც რჩევების მოცემას აქედან იწყებს:

დილა

1. ვიდრე აბაზანაში შეხვალთ, 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი 1 კოვზი თაფლის ნაყენი დალიეთ.

სასარგებლო რჩევაა და ამას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს დილაობით. მათ შორის - თქვენი მონა-მორჩილიც. მშვენივრად იწყება დილა ქალბატონ ტატიანას რჩევასთან ერთად. გავაგრძელოთ...

2. პირის დაბანის დროს გაიხსენეთ, როგორი ხალისით დგებოდით ლოგინიდან ბავშვობაში, როდესაც მშობლებს სასეირნოდ მიჰყავდით. გირჩევთ, ეს განწყობილება "ჩაიცვათ" და მოირგოთ...

განწყობილებას "ჩავიცვამთ", მაგრამ ვინაიდან ბავშვობის დროინდელია, ეჭვი მაქვს, არ მოგვერგება და ისევ "გავიხდით". თანაც, მაშინ ხომ სასეირნოდ მივდიოდით, ახლა - სამსახურში... ბავშვობაში გვაქებდნენ კიდეც - კარგად რომ გვეძინა და "ფიაც" ბოლომდე რომ შევჭამეთ, მაგრამ ახლა თაფლიან წყალსაც მივირთმევთ და არავინაა მადლობელი...

3. აბაზანიდან გამოსვლამდე სარკეს რამდენიმე კომპლიმენტი უთხარით. თავი დედოფლად წარმოიდგინეთ და შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება.

- სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინაა ყველაზე ლამაზი?

თუ სარკე "მოსყიდული" არ გყავთ, იმდენ ლამაზ ქალს ჩამოთვლის, რომ სამსახურში დაგაგვიანდებათ. ამიტომ ჯობია, არაფერი ჰკითხოთ. უბრალოდ, გვირგვინი (წარმოსახვითი, რა თქმა უნდა) შეისწორეთ და შემდეგ ეტაპზე გადადით.

4. ისე ისაუზმეთ, თითქოს საკუთარ თავს უმასპინძლდებით. არ იჩქაროთ. ორგანიზმისთვის საკვების მიღება სიამოვნებაა და აცადეთ მას სიამტკბილობა.

ქალბატონი ფსიქოლოგი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თავზე გვირგვინით (შენ ხომ დედოფალი ხარ და ეს უნდა გახსოვდეს) საუზმეს როგორ მოიმზადებ. მითი დედოფლობის შესახებ მაშინვე დაიმსხვრევა, როგორც კი სამზარეულოში შეხვალ და ტაფას ცეცხლზე დადგამ (კვერცხის შესაწვავად) ან ბუტერბროდის მზადებას დაიწყებ.

5. ჩაიცვით ის, რაც წინა საღამოს შეარჩიეთ.

ქალბატონებს გაეცინებათ, ამას რომ წაიკითხავენ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ საღამოს შერჩეული ტანისამოსით დილით არავინ გავა სახლიდან. მინიმუმ, სამჯერ მაინც გამოიცვლის, სანამ სასურველს არ შეარჩევს.

6. შინიდან გამოსვლისას სახეზე ღიმილი შეირჩინეთ, თუნდაც არ გეღიმებოდეთ. სახის კუნთები, რომელიც ღიმილადაა "დალაგებული", მალე შედეგს გამოიღებს და განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.

მოკლედ, ასე: მზადების პირველი ეტაპი დასრულდა. თაფლიანი წყალი მირთმეულია, გვირგვინი გასწორებული, საუზმეც "დაპლუსებული"... ახლა ისღა დაგრჩენიათ, სახის კუნთები ღიმილად "დაალაგოთ" და სახლის კარი გაიხუროთ იმ იმედით, რომ განწყობილება გაგიუმჯობესდებათ.

ტრანსპორტი

1. ტრანსპორტში შექმნილ ჭყლეტასა და ხალხმრავლობას ისე შეხედეთ, როგორც პინგვინებს - ზოოპარკში. ეს გაგამხიარულებთ და აღარ გაღიზიანდებით.

ისე, ჩვენში დარჩეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით რატომ უნდა მგზავრობდეს დედოფალი? ხვდებით ალბათ, რომ როგორც კი ხალხით გაძეძგილ ყვითელ ავტობუსში ახვალთ, დედოფლობაზე მითი მეორედ დაიმსხვრევა, მაგრამ მაინც ისე მოიქეცით, რომ ამ ჭყლეტაში გვირგვინი არ დაგივარდეთ. ხომ გახსოვთ, რომ დედოფალი ხართ? ღიმილიც ხომ ისევ გაქვთ შერჩენილი? ჰოდა, წინ მდგომ პინგვინებს ფული გადააწოდეთ, რომ დედოფალს მოგემსახურონ და ბილეთი მოგაწოდონ, თორემ კონტროლიორი თუ ამოვიდა, დამიჯერეთ, ტრენინგის დროს მას კარგად აუხსნეს, რომ ბატონყმობა დიდი ხნის წინ გადავარდა, არც მონარქიული წყობილება გვაქვს, არაფრის დიდებით არ დაიჯერებს თქვენს დედოფლობას და დაგაჯარიმებთ. ამიტომ, გამხიარულდით და ბილეთი აიღეთ.

2. თვალით მოძებნეთ ის სახეები, რომელზეც მზერის შეჩერება შეიძლება.

ქალბატონმა ფსიქოლოგმა ჯერ უნდა აგვიხსნას, რომელ სახეზე არ შეიძლება მზერის შეჩერება. იქნებ იმაზე, "პახმელიას" რომ შეუშუპებია? ან იქნებ კონტროლიორს არ უნდა გაუსწორო მზერა... ან ასაკობრივი ზღვარია რამე... მოკლედ, თუ გასათხოვარი ხართ, კარგად მოავლეთ თვალი მგზავრებს და თუ ვინმე მოგეწონებათ, მზერა მასზე შეაჩერეთ და მანამდე უყურეთ, სანამ არ მონუსხავთ.

3. გზად მიმოიხედეთ. უამრავ ლამაზ პეიზაჟს შენიშნავთ, რომელიც წინათ შეუმჩნეველი გრჩებოდათ.

ახლა მოსწყვიტეთ მზერა იმ ადამიანს! უზრდელობაა, ასე რომ მისჩერებიხართ და გარეთ გაიხედეთ. გარშემო თუ ამდენი პინგვინია, წესით გარეთ ყინულოვანი ოკეანე უნდა იყოს და დატკბით.

სამუშაო დღის დასაწყისი

1. სამსახურში 5 წუთით ადრე მიდით. უმჯობესია, თუ 15-20 წუთით ადრე მიხვალთ. ოფისი სიჩუმით შეგხვდებათ და მასთან განმარტოების განწყობილება მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ.

ოფისთან ინტიმური ურთიერთობა წაგადგებათ. სურნელოვანი სანთლები აანთეთ, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

2. შეათვალიერეთ საკუთარი სამუშაო ადგილი: საკმარისი სიმყუდროვეა? თუ - არა, მაშინ შეცვალეთ სიტუაცია.

მიიხედ-მოიხედეთ, ოთახში სხვა ადგილი შეარჩიეთ და მაგიდა იქ მიათრიეთ (გვირგვინს ყურადღება მიაქციეთ, არ დაგივარდეთ). შორიდან გახედეთ... მგონი, ძველი ადგილი ჯობდა... ისევ გადმოათრიეთ...

3. გააანალიზეთ, ეს სამუშაო დღე რომელი გლობალური ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. უთხარით მას მადლობა, რომ ამის საშუალებას გაძლევთ.

აქ ცოტა გაურკვეველია, სამსახურს უნდა გადაუხადოთ მადლობა თუ მაგიდას... შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, თავად გადაწყვიტეთ. თუმცა, ორივეს თუ გადაუხდით, ზედმეტი არ იქნება.

4. სასწრაფოდ დაიდგით ჭიქით წყალი, რადგან პერიოდულად აუცილებელია მისი დალევა, თანაც, არანაკლებ 2 ლიტრისა დღეში. ეს ჩვევად გაიხადეთ.

ჭიქით წყალი არ დგას მაგიდაზე? აუჰ! ეს რა მოგსვლიათ?! სირბილით უნდა წახვიდეთ და სასწრაფოდ მოიტანოთ (თუ აუზზე მუშაობთ, აუცილებელი არ არის). უმჯობესია, პირდაპირ 2-ლიტრიანი ქილით თუ დადგამთ. აბა, სანამ მაგდენ წყალს ჭიქით მოზიდავთ, სამუშაო დღე გავა.

5. როდესაც სამუშაო ადგილს დაიკავებთ, ერთი წუთი გონების მოსაკრებად დახარჯეთ.

აბა, თვალები დახუჭეთ... წყალი მოტანილია, სიმყუდროვე და სახეზე ღიმილი - უზრუნველყოფილი... თაფლიანი წყალიც გეხმარებათ გონების მოკრებაში. "მაშ, ოჯახი სავსე ყოფილა, დედაკაცო"... არა, ლუარსაბი და სამსახური რატომ დავაკავშირე, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, თვითკმაყოფილების განცდამ გამოიწვია ეგ ასოციაცია.

სამუშაო დღე

1. მაგიდაზე არ დატოვოთ ის ნივთები, რომელიც კონკრეტული საქმის შესრულებისას არ გჭირდებათ. ეს კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.

მაგიდიდან აიღეთ სარკე, "კოსმეტიჩკა" და საერთოდ, - ყველაფერი. დატოვეთ მხოლოდ ის, რაც იმ წუთში უნდა აკეთოთ. დანარჩენი ნივთები სად წაიღოთ? ქალბატონ ტატიანას ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ამიტომ ვერაფერს გირჩევთ.

2. საათში ერთხელ 5 წუთით შეისვენეთ. თუ ძალიან გადაიღალეთ - 10-15 წუთით. ადექით, გაიარ-გამოიარეთ და შემდეგ დაუბრუნდით საქმეს.

"ჩამოდექი განი, განი, ტაში, ბიჭო, ტაშიო, გოგოვ, შენ კი გენაცვალე, გავლა-გამოვლაშიო"... (მამაკაცებისთვისაც თუ არსებობს ასეთი წესები, ნეტავ, იქ რა წერია?)

3. თუ სასწრაფო საქმეს აკეთებთ, მაგიდაზე წითელი საქაღალდე დადეთ. დაე, ყველამ იცოდეს, რომ ამ დროს თქვენი შეწუხება არ შეიძლება.

წითელი საქაღალდე სად იყიდება, არ ვიცი და შესაძლოა, არც იშოვებოდეს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ნივთია. მაგრამ მაგიდიდან ყველაფერი ალაგებული რომ უნდა გვქონდეს, რაც არ გვჭირდება, ეგ "კანონი" სად მთავრდება? როგორც ჩანს, წითელ საქაღალდეზე არ ვრცელდება. თანაც, ქალბატონი ტატიანას რჩევები ყველას ხომ არა აქვს წაკითხული და ვინ რა იცის, რა დანიშნულება აქვს წითელ საქაღალდეს? იმ კომპანიის ხელმძღვანელობამ, სადაც მუშაობთ, ყველა თანამშრომელს უნდა განუმარტოს ამის შესახებ და თითოეული თანამშრომელი აღჭურვოს საქაღალდით. ჩამოივლი (გავლა-გამოვლის დროს) და სადაც წითელი საქაღალდე არ იქნება, იქ ჩამოჯდები საჭორაოდ.

4. თუ რაიმე არ გამოგდით, წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში თქვენი საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმის გმირი. აიღეთ მისგან მაგალითი.

მაგალითად, ტომი ჯერის სოროში დინამიტს ააფეთქებდა, რომ კვამლი დამდგარიყო და წრუწუნა გარეთ გამოსულიყო... ჰოდა, თუ რამე არ გამოგდით, დინამიტი იქონიეთ თან... თუ ჩემი იდეა არ მოგწონთ, საკუთარ ფანტაზიას მოუხმეთ. იქნებ თქვენ სხვა "მულტფილმი" გიყვართ.

5. თუ რამე გაღიზიანებთ, გაიაზრეთ, რა დისკომფორტის შექმნა შეუძლია მას. მოახდინეთ მისი აბსტრაქცია... შეეცადეთ, ფილმად გარდაქმნათ, საკუთარი თავი კი მაყურებლად წარმოიდგინეთ.

როგორც ვატყობ, ქალბატონ ტატიანას თუ დავუჯერებთ, მთელი დღის განმავლობაში ილუზიებით უნდა ვიცხოვროთ. დედოფალი... პინგვინები... მულტფილმის გმირები... ახლა კიდევ - სიტუაციის ფილმად გარდაქმნა და საკუთარი თავის მაყურებლად წარმოდგენა... ანუ - პროცესის შორიდან ყურება. ღიმილიც კი "მიხატული" უნდა გვქონდეს...

6. დღის განმავლობაში 2 საქმეზე მეტი არ დაგეგმოთ.

ეს რჩევა მომწონს! მხოლოდ 2 საქმე! ერთი გააკეთე, გაიარ-გამოიარე, მეორე გააკეთე და შინ წადი! მორჩა! მისია შესრულებულია! დედოფალს გადაღლა არ შეშვენის...

7. შეეცადეთ, ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, ვისაც ესიმპათიურებით. ასეთი ურთიერთობა ძალას შეგმატებთ და განწყობილებას გაგიუმჯობესებთ.

მე კი ასე ვიტყოდი: ვისაც ესიმპათიურებით და ვისაც მაგიდაზე წითელი საქაღალდე არ უდევს!

სამუშაო დღის დასასრული

1. დროს ნუ ააჩქარებთ. ლოდინი ძალას გამოგაცლით და შესაძლოა, საღამოს გეგმები ვერ განახორციელოთ.

რაღა გეგმები? 2 საქმე ხომ უკვე გააკეთეთ! ჰოდა, მშვიდად დაელოდეთ დღის ბოლოს...

2. შესრულებული სამუშაო გეგმაში პლუსით აღნიშნეთ და შეაქეთ საკუთარი თავი ამის გამო.

ყოჩაღ, მარი! კარგი გოგო ხარ! არა, კარგი კი არა, საუკეთესო! ამ სტატიას უკვე ამთავრებ! ცოოოტა დაგრჩა, სულ ცოტა... მაპატიეთ... გავივლ-გამოვივლი და მოვალ...

3. მომდევნო დღის გეგმა შეადგინეთ და დილით შემოქმედებითი ენერგიის დახარჯვა აღარ მოგიწევთ. საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ მცირე კორექტივებს შეიტანთ.

ხვალ გიორგი გუგავას ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი და დასაწერი... ჟურნალისტების მასალები წასაკითხი, ჟურნალი დასაგეგმი... არა, ჟურნალის დაგეგმვა აღარ გამოვა! მხოლოდ 2 საქმე, დღის განმავლობაში! ე.ი. მთელი დღის განმავლობაში წითელი საქაღალდე მექნება მაგიდაზე.

4. მადლობა გადაუხადეთ სამსახურს. მან თავის გამოჩენისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალება მოგცათ. დაე, "დაიძინოს", ხვალ კი დაბრუნდებით და ისევ "იმეგობრებთ".

მადლობა, სამსახურო, რომ თავის გამოჩენისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალება მომეცი. იძინე მშვიდად... ხვალ ისევ მოვალ ჩემი გვირგვინით, წითელი საქაღალდითა და სახეზე "მიხატული" ღიმილით.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია