პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს
კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

ბა­ღის სკამ­ზე ერ­თმა­ნეთს ორი მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა. ირ­კვე­ვა, რომ ეს მათი პირ­ვე­ლი და შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა არ არის. მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ რუსი ვე­რა­სა და ქარ­თვე­ლი კონ­სტან­ტი­ნეს რთუ­ლი, დრა­მა­ტუ­ლი და ამა­ვე დროს, კო­მი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ძულ­ვი­ლის, უნ­დობ­ლო­ბი­სა და ტყუ­ი­ლის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის გან­ცდე­ბი იშ­ლე­ბა. არ ვი­ცით, კი­დევ რო­დის და რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან ვერა და კონ­სტან­ტი­ნე და რო­დის გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ღმერ­თმა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ა­ჩი­ნა.

ეს ალექ­სან­დრე გელ­მა­ნის პი­ე­სა - "დეჟა ვიუ" გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი ხა­თუ­ნა მი­ლო­რა­ვა გახ­ლავთ, მას­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი - კოტე თო­ლორ­და­ვა და ნინო ლეჟა­ვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ცოტა ხნის წინ ეს სპექ­ტაკ­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ემ­გზავ­რა. წარ­მოდ­გე­ნა მსა­ხი­ო­ბებ­მა რუ­სულ ენა­ზე ითა­მა­შეს (კოტე ამ როლს ქარ­თულ ენა­ზე თა­მა­შობს, ფეს­ტი­ვა­ლის­თვის როლი რუ­სულ ენა­ზე მო­ამ­ზა­და) და მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს.

თა­თია პაქ­საშ­ვი­ლი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ფეს­ტი­ვა­ლი სა­კონ­კურ­სო გახ­ლავთ, სა­დაც ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით წარ­სდგნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, ქარ­თვე­ლე­ბის თა­მა­ში და ზო­გა­დად წარ­მოდ­გე­ნა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. მსა­ხი­ო­ბე­ბი "პაკ­ლონ­ზე" სამ­ჯერ გა­იყ­ვა­ნეს, ასე­თი შემ­თხვე­ვა ამ ფეს­ტი­ვა­ლის არ­სე­ბო­ბის მნა­ძილ­ზე, ჯერ არ ყო­ფი­ლა... ფეს­ტი­ვა­ლი 20 ნო­ემ­ბერს იხუ­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ კოტე და ნინო უპ­რი­ზოდ არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან...

შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან (მსა­ხი­ო­ბე­ბი და რე­ჟი­სო­რი) პე­ტერ­ბურ­გში გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­მი­წია გა­სა­უბ­რე­ბა. სა­ო­ცა­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა ჰქონ­დათ. ისი­ნი დიდი მონ­დო­მე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ფეს­ტი­ვალ­ზე წა­სას­ვლე­ლად. აი, რა მი­თხრა 10 დღის წინ კოტე თო­ლორ­და­ვამ:

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ არის, რომ პე­ტერ­ბურ­გში მი­ვემ­გზავ­რე­ბით, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო უნდა წარ­მო­ვად­გი­ნოთ. თან, სა­კონ­კურ­სო სპექ­ტაკ­ლია და და­ჯილ­დო­ე­ბაც იქ­ნე­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩვენ­მა თე­ატრმა გას­ტრო­ლებ­ზე გას­ვლა და­ი­წყო. მსა­ხი­ო­ბის­თვის იმა­ზე კარ­გი რა არის, როცა შრო­მას უფა­სე­ბენ. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ნა­ხეს ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი და ისე მიგ­ვიწ­ვი­ეს.

აქ ამ სპექ­ტაკლს პი­რა­დად მე ქარ­თუ­ლად ვთა­მა­შობ, ნი­ნოს რუ­სუ­ლი ტექ­სტი აქვს, ახლა კი პე­ტერ­ბურ­გში რუ­სუ­ლად უნდა ვი­თა­მა­შო, რა­საც ცოტა გან­ვიც­დი, თან, მაგ­რად მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გა­მო­მი­ვა. მდგო­მა­რე­ო­ბას ცოტა ის არ­თუ­ლებს, რომ გამ­გზავ­რე­ბამ­დე ორი დღე გვრჩე­ბა, მე კი ტექ­სტი რუ­სუ­ლად მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი...

P.S. ვუ­ლო­ცავთ წარ­მა­ტე­ბას მსა­ხი­ო­ბებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რი­ზოდ არ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

კოტე თოლორდავასა და ნინო ლეჟავას სიყვარულის ამბავი პეტერბურგშიც გაიგეს

ბაღის სკამზე ერთმანეთს ორი მარტოხელა ადამიანი ხვდება. ირკვევა, რომ ეს მათი პირველი და შემთხვევითი შეხვედრა არ არის. მაყურებლის თვალწინ რუსი ვერასა და ქართველი კონსტანტინეს რთული, დრამატული და ამავე დროს, კომიკური სიყვარულისა და სიძულვილის, უნდობლობისა და ტყუილის, ეჭვიანობისა და მიმტევებლობის განცდები იშლება. არ ვიცით, კიდევ როდის და როგორ შეხვდებიან ვერა და კონსტანტინე და როდის გააცნობიერებენ, რომ ღმერთმა ისინი ერთმანეთის გადასარჩენად გააჩინა.

ეს ალექსანდრე გელმანის პიესა - "დეჟა ვიუ" გახლავთ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარში წარმატებით მიმდინარეობს. სპექტაკლის რეჟისორი ხათუნა მილორავა გახლავთ, მასში პოპულარული მსახიობები - კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა მონაწილეობენ.

ცოტა ხნის წინ ეს სპექტაკლი სანქტ-პეტერბურგში თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა. წარმოდგენა მსახიობებმა რუსულ ენაზე ითამაშეს (კოტე ამ როლს ქართულ ენაზე თამაშობს, ფესტივალისთვის როლი რუსულ ენაზე მოამზადა) და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

თათია პაქსაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- ფესტივალი საკონკურსო გახლავთ, სადაც ჩვენი მსახიობები წარმატებით წარსდგნენ. როგორც გაირკვა, ქართველების თამაში და ზოგადად წარმოდგენა ძალიან მოეწონათ. მსახიობები "პაკლონზე" სამჯერ გაიყვანეს, ასეთი შემთხვევა ამ ფესტივალის არსებობის მნაძილზე, ჯერ არ ყოფილა... ფესტივალი 20 ნოემბერს იხურება და დარწმუნებულები ვართ, რომ კოტე და ნინო უპრიზოდ არ დაბრუნდებიან...

შემოქმედებით ჯგუფთან (მსახიობები და რეჟისორი) პეტერბურგში გამგზავრებამდე მომიწია გასაუბრება. საოცარი განწყობილება ჰქონდათ. ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ ფესტივალზე წასასვლელად. აი, რა მითხრა 10 დღის წინ კოტე თოლორდავამ:

- მნიშვნელოვანია რამ არის, რომ პეტერბურგში მივემგზავრებით, სადაც საქართველო უნდა წარმოვადგინოთ. თან, საკონკურსო სპექტაკლია და დაჯილდოებაც იქნება. მიხარია, რომ ჩვენმა თეატრმა გასტროლებზე გასვლა დაიწყო. მსახიობისთვის იმაზე კარგი რა არის, როცა შრომას უფასებენ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ნახეს ჩვენი სპექტაკლი და ისე მიგვიწვიეს.

აქ ამ სპექტაკლს პირადად მე ქართულად ვთამაშობ, ნინოს რუსული ტექსტი აქვს, ახლა კი პეტერბურგში რუსულად უნდა ვითამაშო, რასაც ცოტა განვიცდი, თან, მაგრად მაინტერესებს, როგორ გამომივა. მდგომარეობას ცოტა ის ართულებს, რომ გამგზავრებამდე ორი დღე გვრჩება, მე კი ტექსტი რუსულად მაქვს გასაკეთებელი...

P.S. ვულოცავთ წარმატებას მსახიობებს და დარწმუნებულები ვართ, საქართველოში უპრიზოდ არ დაგვიბრუნდებიან.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება