ჭარხალი - ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

ჭარხალი - ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

მიირთვით ჭარხალი, თუ გინდათ რომ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში ხედავდეთ - მოგვიწოდებენ კვების სპეციალისტები.

ჭარხალი ცივი სეზონის ბოსტნეულია. ყველაზე ცნობილია მისი წითელი სახეობა, თუმცა არსებობს თეთრი და ყვითელიც. საკვებად ვარგისი ჯიშების გარდა, არსებობს საფურაჟე და შაქრის ჭარხალიც. ძველ დროში ჭარხალს სამედიცინო მიზნით იყენებდნენ, სუფრაზე კი მოგვიანებით გამოჩნდა. საკვებად გამოიყენება ბოლქვიც და ქორფა ფოთლებიც.

ჭარხლის სარგებლიანობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები, ლუტეინი და ბეტალაინი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასაკთან დაკავშირებული პათოლოგიების, მაგალითად კატარაქტის განვითარებას. შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B1, B2, B5, B6, B9, C, D, E და K.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს