Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

სო­ფელ ოზურ­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის მო­თხოვ­ნით, ცენ­ტრა­ლუ­რი, ურე­კის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გა­და­კე­ტა. მათი გან­ცხა­დე­ბით, გა­ზის შე­მოყ­ვა­ნას რამ­დე­ნი­მე წე­ლია პირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლია და თუ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნა, აქ­ცი­ე­ბი მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს.

"8 წე­ლია, ვი­თხოვთ გა­ზის შე­მოყ­ვა­ნას. წინა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, სო­ფე­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი გზის ნა­ხე­ვარ და­სახ­ლე­ბას შე­უყ­ვა­ნეს გაზი და ნა­ხე­ვა­რი ისე დაგვტო­ვეს. ეს იმის გამო, რომ ჩვენ პო­ლი­ტი­კურ მომ­ხრე­ე­ბად არ გვთვლიდ­ნენ. იქ­ნებ, ახალ­მა მთავ­რო­ბამ მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ჩვე­ნი თხოვ­ნა. არ და­ვიშ­ლე­ბით, სა­ნამ არ მოვა ოზურ­გე­თის გამ­გე­ბე­ლი და სა­ბო­ლოო სი­ტყვას არ გვე­ტყვის, რო­დის შე­მოგ­ვიყ­ვა­ნენ გაზს", - გა­ნა­ცხა­დეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა.

მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ოზურ­გე­თის გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე შა­რა­შე­ნი­ძე აქ­ცი­ა­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ად­გილ­ზე სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი ვა­ლე­რი­ან ჯინ­ჭა­რა­ძე და სოფ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გია ხუ­ჭუა მი­ვიდ­ნენ. ამ უკა­ნას­კნელ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა, რად­გან შეკ­რე­ბი­ლე­ბი სწო­რედ ხუ­ჭუ­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ სა­კუ­თა­რი სოფ­ლის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ოზურგეთში გაზის გაყვანის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნით, ცენტრალური, ურეკისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. მათი განცხადებით, გაზის შემოყვანას რამდენიმე წელია პირდებიან, თუმცა უშედეგოდ. გამართული აქცია გამაფრთხილებელია და თუ არ დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნა, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს. 

"8 წელია, ვითხოვთ გაზის შემოყვანას. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, სოფელის ცენტრალური გზის ნახევარ დასახლებას შეუყვანეს გაზი და ნახევარი ისე დაგვტოვეს. ეს იმის გამო, რომ ჩვენ პოლიტიკურ მომხრეებად არ გვთვლიდნენ. იქნებ, ახალმა მთავრობამ მაინც გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა. არ დავიშლებით, სანამ არ მოვა ოზურგეთის გამგებელი და საბოლოო სიტყვას არ გვეტყვის, როდის შემოგვიყვანენ გაზს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ოზურგეთის გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აქციაზე არ გამოჩენილა. ადგილზე სოფლის რწმუნებული ვალერიან ჯინჭარაძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გია ხუჭუა მივიდნენ. ამ უკანასკნელსა და მოსახლეობას შორის ხმამაღალი საუბარი შედგა, რადგან შეკრებილები სწორედ ხუჭუას ადანაშაულებდნენ საკუთარი სოფლის მიმართ უყურადღებობაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა