საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან
ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან

ივა­ნე გო­ლი­ა­ძე თვით­ნას­წავ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, მაგ­რამ იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვს, რომ რთუ­ლია, მის ნა­მუ­შევ­რებს გულ­გრი­ლად შე­ხე­დო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ფო­ტო­ე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ შიშ­ველ ქალ­ბა­ტო­ნებს იღებს, რე­ა­ლუ­რად მის ფო­ტო­არ­ქივ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი ნუდს (შიშ­ვე­ლი) უკა­ვია. არა­და, სწო­რედ ამის გამო, ბევ­რი სკან­და­ლურ ფო­ტოგ­რა­ფად აღიქ­ვამს, რად­გან მისი ობი­ექ­ტი­ვის წინ გო­გო­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით შიშ­ვლდე­ბი­ან.

- პრო­ფე­სი­ით ტუ­რიზ­მის მენ­ჯე­რი ვარ, მაგ­რამ ამ კუ­თხით არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია. მომ­დევ­ნო წლი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­პი­რებ ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვას. პირ­ვე­ლი ფოტო 12 წლი­სამ გა­და­ვი­ღე. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ერთ-ერთ გა­თა­მ­აშე­ბა­ში მო­ვი­გე. თა­ვი­დან თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ო­დი და მხო­ლოდ ძველ მან­ქა­ნებს ვი­ღებ­დი, პე­ი­ზა­ჟებ­ზე შემ­დეგ გა­და­ვე­დი. მინ­დო­და, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ძვე­ლი მან­ქა­ნა ფო­ტო­ებ­ზე შე­მო­მე­ნა­ხა, რად­გან ვგრძნობ­დი, რომ ქუ­ჩე­ბი­დან მალე გაქ­რე­ბოდ­ნენ. ოჯახ­ში მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, ფო­ტოგ­რა­ფია ჩემი უაზ­რო გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნათ, მაგ­რამ 2006 წელს მა­მას ჰო­ლან­დი­ელ­მა მე­გო­ბარ­მა პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მა­ჩუ­ქა და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და. არა­სო­დეს მიყ­ვარ­და დღე­სას­წა­უ­ლე­ბის გა­და­ღე­ბა და დღემ­დე ასე ვარ. ერთხელ ბი­ძის ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ღე და სუ­რა­თე­ბი იმ­დე­ნად არ მო­ე­წო­ნათ, რომ ლა­მის მე­ო­რედ გა­და­ი­ხა­დეს ქორ­წი­ლი. შემ­დეგ ერთ-ერთ ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და ერთი წლის შემ­დეგ შემ­თხვე­ვით მე­რი­ა­ში ამოვ­ყა­ვი თავი.

- იქაც ფო­ტოგ­რა­ფად მუ­შა­ობ­დით?

- დიახ, პრეს­სამ­სა­ხურ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი და მერ­საც დავ­ყვე­ბო­დი გა­და­ღე­ბებ­ზე. შემ­დეგ საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­და­ვე­დი და იქ ოთხი წელი ვი­მუ­შა­ვე. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქ­მე და ბოლო ერთი წე­ლია, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აღარ მაქვს. და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვე დამ­ჭირ­და, რომ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ამე­ღო და გუ­ლი­ა­ნად და­მე­წყო გა­და­ღე­ბა.

- რო­გორ პო­ზი­რებ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი?

- სა­შინ­ლად... პრე­ზი­დენ­ტთან მუ­შა­ო­ბა­მაც მო­მი­წია. 2008 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე თბი­ლის­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ქა­ლა­ქის მერი დაჰ­ყვე­ბო­და და მა­შინ ვი­ღებ­დი. სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც კარ­გად პო­ზი­რებ­და. გიგი უგუ­ლა­ვა ნაკ­ლე­ბად. გიგი ბოლო დროს, ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ მი­ნა­ხავს, ამ მხრივ შე­და­რე­ბით გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია.

- პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გა­იხ­სე­ნეთ, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად იპო­ზი­ო­რა თქვე­ნი ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის წინ.

- 2007 წელს ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­და­ვი­ღე და მას შემ­დეგ ოთხი წელი სხვა გო­გო­ნას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ფო­ტო­სე­სია არ მქო­ნია. მას არ ვუ­ღებ­დი თა­მამ კად­რებს, მაგ­რამ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მა­ინც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ამის გამო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან კა­მა­თიც მო­მი­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ დავ­შორ­დით, მაგ­რამ ფო­ტო­ე­ბი დარ­ჩა.

- ბევ­რი გუ­ლახ­დი­ლი ფო­ტო­სე­სია გა­და­ი­ღეთ, რო­გორ და­ი­თან­ხმეთ გო­გო­ნე­ბი?

- ადა­მი­ანს, რო­მელ­საც რა­მე­ზე და­თან­ხმე­ბა სჭირ­დე­ბა, ვერ გა­და­ი­ღებ. ხან­და­ხან ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ, შიშ­ვე­ლი გო­გო­ნას გა­და­ღე­ბა სუ­ლაც არ მინ­და და შე­იძ­ლე­ბა, მო­ხუ­ცე­ბი გა­და­ვი­ღო. ჩემს ფო­ტო­ებ­ში სი­შიშ­ვლე ეს­თე­ტი­კუ­რად და ლა­მა­ზად არის გა­და­ღე­ბუ­ლი და მთა­ვა­რი ეს გახ­ლავთ. ჩემ­თვის იდე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ ეთი­კურ ნორ­მებ­ში ჩამ­ჯდა­რი.

- რო­დის იშ­ლე­ბა ზღვა­რი ფო­ტოგ­რაფ­სა და მო­დელს შო­რის გა­და­ღე­ბი­სას...

- გა­აჩ­ნია ვინ პო­ზი­რებს ჩემ წინ და რამ­დე­ნად ახ­ლოს ვიც­ნობ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, "ფე­ის­ბუ­ქით" გაც­ნო­ბი­ლი გო­გო­ნა პირ­ვე­ლი­ვე დღეს შიშ­ვლად გა­და­მი­ღია. შე­იძ­ლე­ბა, დიდ­ხანს იც­ნობ­დე, მაგ­რამ ნელ-ნელა დაძ­ლი­ოს სირ­ცხვი­ლი. ჩემი არ რცხვე­ნი­ათ, ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერი­დე­ბათ. მაქვს ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დროს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, რად­გან თა­ვად მთხო­ვეს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან

ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან

ივანე გოლიაძე თვითნასწავლი ფოტოგრაფია, მაგრამ იმდენად განსხვავებული ხედვა აქვს, რომ რთულია, მის ნამუშევრებს გულგრილად შეხედო. სოციალურ ქსელში მისი ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ შიშველ ქალბატონებს იღებს, რეალურად მის ფოტოარქივში ყველაზე დაბალი პროცენტი ნუდს (შიშველი) უკავია. არადა, სწორედ ამის გამო, ბევრი სკანდალურ ფოტოგრაფად აღიქვამს, რადგან მისი ობიექტივის წინ გოგონები საკუთარი სურვილით შიშვლდებიან.

- პროფესიით ტურიზმის მენჯერი ვარ, მაგრამ ამ კუთხით არასოდეს მიმუშავია. მომდევნო წლიდან სერიოზულად ვაპირებ ამ სფეროში ძალების მოსინჯვას. პირველი ფოტო 12 წლისამ გადავიღე. ფოტოაპარატი ერთ-ერთ გა­თა­მ­აშებაში მოვიგე. თავიდან თბილისის ქუჩებში დავდიოდი და მხოლოდ ძველ მანქანებს ვიღებდი, პეიზაჟებზე შემდეგ გადავედი. მინდოდა, ქალაქში არსებული ყველა ძველი მანქანა ფოტოებზე შემომენახა, რადგან ვგრძნობდი, რომ ქუჩებიდან მალე გაქრებოდნენ. ოჯახში მეჩხუბებოდნენ, ფოტოგრაფია ჩემი უაზრო გატაცება ეგონათ, მაგრამ 2006 წელს მამას ჰოლანდიელმა მეგობარმა პირველი სერიოზული ფოტოაპარატი მაჩუქა და ეს საქმიანობა უფრო საინტერესო გახდა. არასოდეს მიყვარდა დღესასწაულების გადაღება და დღემდე ასე ვარ. ერთხელ ბიძის ქორწილი გადავიღე და სურათები იმდენად არ მოეწონათ, რომ ლამის მეორედ გადაიხადეს ქორწილი. შემდეგ ერთ-ერთ ფოტოატელიეში დავიწყე მუშაობა და ერთი წლის შემდეგ შემთხვევით მერიაში ამოვყავი თავი.

- იქაც ფოტოგრაფად მუშაობდით?

- დიახ, პრესსამსახურთან ვთანამშრომლობდი და მერსაც დავყვებოდი გადაღებებზე. შემდეგ საკრებულოში გადავედი და იქ ოთხი წელი ვიმუშავე. ბოლოს მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და ბოლო ერთი წელია, ოფიციალური სამსახური აღარ მაქვს. დაახლოებით რვა თვე დამჭირდა, რომ ფოტოაპარატი ამეღო და გულიანად დამეწყო გადაღება.

- როგორ პოზირებდნენ პოლიტი­კოსები?

- საშინლად... პრეზიდენტთან მუშაობამაც მომიწია. 2008 წლის არჩევნებზე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქის მერი დაჰყვებოდა და მაშინ ვიღებდი. სააკაშვილი იყო ყველაზე ნორმალური პოლიტიკოსი, რომელიც კარგად პოზირებდა. გიგი უგულავა ნაკლებად. გიგი ბოლო დროს, ტელევიზიით რომ მინახავს, ამ მხრივ შედარებით გამოსწორებულია.

- პირველი ქალბატონი გაიხსენეთ, რომელმაც სერიოზულად იპოზიორა თქვენი ფოტოობიექტივის წინ.

- 2007 წელს ჩემი შეყვარებული გადავიღე და მას შემდეგ ოთხი წელი სხვა გოგონასთან სერიოზული ფოტოსესია არ მქონია. მას არ ვუღებდი თამამ კადრებს, მაგრამ ქართულ რეალობასთან შედარებით, მაინც ასე გამოიყურებოდა და ამის გამო ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ადამიანთან კამათიც მომივიდა. საბოლოოდ დავშორდით, მაგრამ ფოტოები დარჩა.

- ბევრი გულახდილი ფოტოსესია გადაიღეთ, როგორ დაითანხმეთ გოგონები?

- ადამიანს, რომელსაც რამეზე დათანხმება სჭირდება, ვერ გადაიღებ. ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, შიშველი გოგონას გადაღება სულაც არ მინდა და შეიძლება, მოხუცები გადავიღო. ჩემს ფოტოებში სიშიშვლე ესთეტიკურად და ლამაზად არის გადაღებული და მთავარი ეს გახლავთ. ჩემთვის იდეალური სამყარო თავისუფალია, მაგრამ ეთიკურ ნორმებში ჩამჯდარი.

- როდის იშლება ზღვარი ფოტოგრაფსა და მოდელს შორის გადაღებისას...

- გააჩნია ვინ პოზირებს ჩემ წინ და რამდენად ახლოს ვიცნობ. ყოფილა შემთხვევა, "ფეისბუქით" გაცნობილი გოგონა პირველივე დღეს შიშვლად გადამიღია. შეიძლება, დიდხანს იცნობდე, მაგრამ ნელ-ნელა დაძლიოს სირცხვილი. ჩემი არ რცხვენიათ, ძირითადად საზოგადოების ერიდებათ. მაქვს ფოტოები, რომლებსაც არასდროს გამოვაქვეყნებ, რადგან თავად მთხოვეს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება