საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ

ეკ­ლე­სი­ამ სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის­გან გა­ჩე­ნი­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის მო­ნათ­ვლა­ზე უარი უნდა თქვას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნის თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია, ასე­თი ბავ­შვის მო­ნათ­ვლა შეგ­ნე­ბულ ასა­კამ­დე უნდა გა­და­ი­დოს, აცხა­დებს მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვო­ლო­კო­ლამსკის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ო­ნი.

ამას­თან, მიტ­რო­პო­ლი­ტი ილა­რი­ო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ პას­ტო­რა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც "ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლე­ბი­სად­მი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და სუ­რო­გა­ტი დე­დის დახ­მა­რე­ბით გა­ჩე­ნი­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის მო­ნათ­ვლას ეხე­ბა, ძა­ლი­ან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.

"ერთი მხრივ, ნე­ბის­მი­ერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ნათ­ლოს. თა­ვად ახალ­შო­ბი­ლი მისი და­ბა­დე­ბის ხერ­ხზე ცოდ­ვას არ ატა­რებს. მე­ო­რე მხრივ, მისი ქრის­ტი­ა­ნუ­ლად აღ­ზრდა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მშობ­ლე­ბი და ნათ­ლი­ე­ბი ატა­რე­ბენ",-გა­ნა­ცხა­და ილა­რი­ონ­მა.

მან დას­ძი­ნა, რომ "თუ მშობ­ლე­ბი ჩა­დე­ნილს არ ინა­ნი­ე­ბენ, ხოლო ნათ­ლი­ე­ბი თა­ვად სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტით ჩა­დე­ნილ ცოდ­ვას ეთან­ხმე­ბი­ან", მა­შინ მო­მა­ვალ ქრის­ტი­ნულ აღ­ზრდა­ზე ლა­პა­რა­კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში ხომ არ აჯო­ბებს ბავ­შვის მო­ნათ­ვლა მის შეგ­ნე­ბულ ასა­კამ­დე გა­და­ი­დოს? ჩვილ ბავ­შვთა მო­ნათ­ვლა­ზე უა­რის თქმას პირ­ველ რიგ­ში პას­ტო­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და, რად­გან ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ის­გან მი­ი­ღებ­და მკა­ფიო სიგ­ნალს იმის შე­სა­ხებ, რომ სუ­რო­გა­ტი დე­დო­ბის პრაქ­ტი­კა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია",- გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ

ეკლესიამ სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილების მონათვლაზე უარი უნდა თქვას, რადგან აღნიშნული პრაქტიკა ქრისტიანული რწმენის თვალსაზრისით მიუღებელია, ასეთი ბავშვის მონათვლა შეგნებულ ასაკამდე უნდა გადაიდოს, აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.

ამასთან, მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ პასტორალური პრაქტიკის საკითხი, რომელიც "ბიოლოგიურ მშობლებისადმი" დამოკიდებულებასა და სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი ახალშობილების მონათვლას ეხება, ძალიან არაერთგვაროვანია.

"ერთი მხრივ, ნებისმიერ დაბადებული ბავშვი შეიძლება მოინათლოს. თავად ახალშობილი მისი დაბადების ხერხზე ცოდვას არ ატარებს. მეორე მხრივ, მისი ქრისტიანულად აღზრდაზე პასუხისმგებლობას მშობლები და ნათლიები ატარებენ",-განაცხადა ილარიონმა.

მან დასძინა, რომ "თუ მშობლები ჩადენილს არ ინანიებენ, ხოლო ნათლიები თავად საიდუმლოებაში მონაწილეობის ფაქტით ჩადენილ ცოდვას ეთანხმებიან", მაშინ მომავალ ქრისტინულ აღზრდაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

"ამ შემთხვევაში ხომ არ აჯობებს ბავშვის მონათვლა მის შეგნებულ ასაკამდე გადაიდოს? ჩვილ ბავშვთა მონათვლაზე უარის თქმას პირველ რიგში პასტორალური მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან ამით საზოგადოება ეკლესიისგან მიიღებდა მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ სუროგატი დედობის პრაქტიკა ქრისტიანული თვალსაზრისით მიუღებელია",- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა