საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" გრძელდება. კონკურსი წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს და მას ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით ახორციელებს.
"ოქროს საჭე 2013"-ს საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ქალთა ავტოსპორტის ფედერაციამ ბელიაშვილის ქუჩაზე შეჯიბრი მოაწყო დრიფტ-შოუში, რომლის გამარჯვებულებსაც პრიზები გადაეცათ. ამასთან, შოუს მონაწილეებმა და მაყურებლებმა კონკურს "ოქროს საჭე 2013"-ში ადგილზე მიიღეს მონაწილეობა და მათთვის სასურველი მოდელები აირჩიეს.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში.
რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით - www.autobild.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე "ვისოლის" ვებ გვერდისა და Facebook-ის პროფილის მეშვეობით მიმდინარეობს.