მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს
რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს

ლე­ვან ახვლე­დი­ა­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" უკვე მე­სა­მე წე­ლია მო­ნა­წი­ლე­ობს, პირ­ველ სე­ზონ­ზე მისი პარტნი­ო­რი მო­დე­ლი - კრის­ტი ყიფ­ში­ძე იყო, შარ­შან მსა­ხი­ო­ბი - ეკა ნი­ჟა­რა­ძე, წელს კი სპორ­ტსმე­ნი - ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე. ვე­რა­ფერს იტყვი, პარტნი­ო­რებ­ში მარ­თლაც უმარ­თლებს.

წელს კი მისი მე­წყვი­ლის - ნანა ნე­ბი­ე­რი­ძის ცეკ­ვა ჟი­უ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოს­წონს და მუდ­მი­ვად შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს... სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რო­გორ აფა­სებს ლე­ვა­ნი თა­ვის პარტნი­ორს და ზო­გა­დად, მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრო­ექ­ტში:

- ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ნანა აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცეკ­ვას­თან ცხოვ­რე­ბა­ში შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია და პრო­ექ­ტში სა­ოც­რე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნა. ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა! მან სა­ცუ­რაო აუ­ზი­დან პარ­კეტ­ზე ას­პა­რე­ზო­ბას მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა თავი. კარ­გად მოძ­რა­ობს და ქება შოუს პირ­ვე­ლი­ვე ცეკ­ვე­ბი­დან და­იმ­სა­ხუ­რა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მას აქვს, ის არის, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან პუნ­ქტუ­ა­ლუ­რია და ჩემ­ზე პუნ­ქტუ­ა­ლუ­რიც. ხან­და­ხან ხდე­ბა, რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვიგ­ვი­ა­ნებ, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს. ბევ­რი მოს­წავ­ლე და ჯგუ­ფი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც ვმუ­შა­ობ და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დრო­უ­ლად მოს­ვლას ვერ ვას­წრებ. არ მინ­და, რომ სად­მე და­მაგ­ვი­ან­დეს, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. ამი­ტომ ნა­ნას­თვის ბო­დი­შის მოხ­და მი­წევს ხოლ­მე.

- ლე­ვან, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 29 წლის.

- უფრო ნაკ­ლე­ბი შე­ხე­დუ­ლე­ბა კი გაქვს...

- ჯერ არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ მალე და­მე­ტყო­ბა, იმ­დენს ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გა­ნაც ჩემ­თვის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მით უმე­ტეს, რომ შოუ პირ­და­პირ ეთერ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს... ისე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, კმა­ყო­ფი­ლი ვარ...

- ე.ი. პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ხომ?

- კი, უკვე 12 წე­ლი­წა­დია, სტუ­დი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი...

- სტუ­დია "თე­ლას" აღ­ზრდი­ლი ხარ?

- არა, სხვა სტუ­დი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვცეკ­ვავ­დი "თე­ლა­ში", მაგ­რამ რო­გორც ვთქვი, 12 წე­ლი­წა­დია, ჩემი სტუ­დია "არტ-დენ­სი" მაქვს.

ამ პრო­ექ­ტამ­დე სპორ­ტულ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, ვას­პა­რე­ზობ­დი კი­დეც. ეს შოუ რომ დას­რულ­დე­ბა, ისევ ვი­ას­პა­რე­ზებ. თან, ისიც მა­ფერ­ხებს, რომ მე­ო­რე შვილს ვე­ლო­დე­ბი, ჩემი მე­უღ­ლე მო­ცეკ­ვა­ვეა და ჩემი პარტნი­ო­რი გახ­ლავთ. მოკ­ლედ, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ორი­ვე ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბით ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას, - შე­ჯიბ­რე­ბას...

- რო­გორც სა­მე­ჯლი­სო-სპორ­ტულ მო­ცეკ­ვა­ვეს რა ტი­ტუ­ლე­ბი გაქვს მი­ღე­ბუ­ლი?

- "კავ­კა­სი­ის თა­სის" ორგზის მფლო­ბე­ლი ვარ. 11-ჯერ თუ მე­ტად არა, ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვის პროგ­რა­მა­ში მქონ­და წარ­მა­ტე­ბა; აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მეშ­ვი­დე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე - მე­სა­მე, მაგ­რამ ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტი­ტუ­ლი ის არის, რომ ჩემს სტუ­დი­ას, 2010 წელს, სპორ­ტულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა "ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი" სტუ­დი­ის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭა... მოკ­ლედ, ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა ამით და­ფას­და.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბა­სა და ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა­ზე ალ­ბათ ფიქ­რობ, არა?

- კი, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე, ვინც ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობს, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ყვე­ლა ფიქ­რობს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს

რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს

ლევან ახვლედიანი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უკვე მესამე წელია მონაწილეობს, პირველ სეზონზე მისი პარტნიორი მოდელი - კრისტი ყიფშიძე იყო, შარშან მსახიობი - ეკა ნიჟარაძე, წელს კი სპორტსმენი - ნანა ნებიერიძე. ვერაფერს იტყვი, პარტნიორებში მართლაც უმართლებს.

წელს კი მისი მეწყვილის - ნანა ნებიერიძის ცეკვა ჟიურის განსაკუთრებულად მოსწონს და მუდმივად შექებას იმსახურებს... საინტერესოა, როგორც პროფესიონალი როგორ აფასებს ლევანი თავის პარტნიორს და ზოგადად, მათ მონაწილეობას პროექტში:

- ჩემდა გასაკვირად, ნანა აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ცეკვასთან ცხოვრებაში შეხება არასდროს ჰქონია და პროექტში საოცრებები მოახდინა. ნამდვილი აღმოჩენაა! მან საცურაო აუზიდან პარკეტზე ასპარეზობას მშვენივრად გაართვა თავი. კარგად მოძრაობს და ქება შოუს პირველივე ცეკვებიდან დაიმსახურა. მნიშვნელოვანი, რაც მას აქვს, ის არის, რომ მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია, ძალიან პუნქტუალურია და ჩემზე პუნქტუალურიც. ხანდახან ხდება, რომ რეპეტიციაზე ვიგვიანებ, რადგანაც საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. ბევრი მოსწავლე და ჯგუფი მყავს, რომლებთანაც ვმუშაობ და რეპეტიციაზე დროულად მოსვლას ვერ ვასწრებ. არ მინდა, რომ სადმე დამაგვიანდეს, მაგრამ არ გამომდის. ამიტომ ნანასთვის ბოდიშის მოხდა მიწევს ხოლმე.

- ლევან, რამდენი წლის ხარ?

- 29 წლის.

- უფრო ნაკლები შეხედულება კი გაქვს...

- ჯერ არ მეტყობა, მაგრამ მალე დამეტყობა, იმდენს ვნერვიულობ, რადგანაც ჩემთვის პროექტში მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ შოუ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს... ისე, ყველაფერი კარგად მიდის, კმაყოფილი ვარ...

- ე.ი. პედაგოგიური საქმიანობითაც ხარ დაკავებული, ხომ?

- კი, უკვე 12 წელიწადია, სტუდიურ საქმიანობაში ვარ ჩართული...

- სტუდია "თელას" აღზრდილი ხარ?

- არა, სხვა სტუდიაში გავიზარდე, მოგვიანებით კი ვცეკვავდი "თელაში", მაგრამ როგორც ვთქვი, 12 წელიწადია, ჩემი სტუდია "არტ-დენსი" მაქვს.

ამ პროექტამდე სპორტულ ფორმაში ვიყავი, ვასპარეზობდი კიდეც. ეს შოუ რომ დასრულდება, ისევ ვიასპარეზებ. თან, ისიც მაფერხებს, რომ მეორე შვილს ველოდები, ჩემი მეუღლე მოცეკვავეა და ჩემი პარტნიორი გახლავთ. მოკლედ, ბავშვის დაბადების შემდეგ ორივე ისევ დავუბრუნდებით ძველ საქმიანობას, - შეჯიბრებას...

- როგორც სამეჯლისო-სპორტულ მოცეკვავეს რა ტიტულები გაქვს მიღებული?

- "კავკასიის თასის" ორგზის მფლობელი ვარ. 11-ჯერ თუ მეტად არა, ევროპული ცეკვის პროგრამაში მქონდა წარმატება; აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დავიკავე, ხოლო საერთაშორისო ჩემპიონატზე - მესამე, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ის არის, რომ ჩემს სტუდიას, 2010 წელს, სპორტულმა დეპარტამენტმა "ყველაზე პროგრესული" სტუდიის სახელი მიანიჭა... მოკლედ, ჩემი მოღვაწეობა ამით დაფასდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებასა და ფინალში მოხვედრაზე ალბათ ფიქრობ, არა?

- კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოცეკვავე, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვებაზე ყველა ფიქრობს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება