სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა გათხოვდა. ამის შესახებ ლალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისი რჩეული ირაკლი ჯაფარიძეა. ეს ლალისთვის მეოთხე ქორწინებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოროშკინამ რამდენიმე თვის წინ იქორწინა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
"მაშ ასე,
18 ნოემბერია!!!
1.საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს!
ღირსეული, ჭკვიანი, დინჯი - ჩემი არჩეული პრეზიდენტი!
2. მსოფლიოში ყველაზე ვაჟკაც ადამიანს გავყევი ცოლად!
3. ჩემი დაბადების დღეა...
განა არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ყოველივე ეს რომანტიულ გარემოში, მეუღლესთან ერთად ავღნიშნო?
რამოდენიმე საათში მე და ირაკლი ბებერი ევროპისკენ გავფრინდებით,
თქვენ კი საიმედო ხელში გტოვებთ!
დიდი მადლობა თმენისთვისთვის, გაგებისთვის და მოლოცვებისთვის!!!
ზამთართან ერთად დაგიბრუნდებით...
მიყვარხართ,
მუდამ თქვენი
ლალი მოროშკინა - ჯაფარიძისა", - წერს ლალი.
ფოტო: ნათია გედენიძე