17 ნოემბერს, ინაუგურაციის დასკვნითი ღონისძიება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, სადაც საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელით საზეიმო მიღება მოეწყო. წვეულებამდე რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტი ჩატარდა.
"შერატონ მეტეხი პალასში" გამართული საზეიმო მიღება მედიისთვის დახურული იყო. წვეულებას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.