საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა, უნდა შეშინებოდა"
"თუ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა, უნდა შეშინებოდა"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზებს და ოსებს ეპყრო­ბოდ­ნენ ისე, რო­გორც მა­ნამ­დე რუ­სე­ბი - ქარ­თვე­ლებს და ამის­თვს ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დო­ნო". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე­ვე ით­ქვა, რომ ქარ­თულ მე­დი­ას რო­გორც არა­ერ­თხელ და­მარ­თნია, ამ შემ­თხვე­ვა­შიც არას­წო­რად თარ­გმნეს ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფორ­მით გა­ავ­რცე­ლეს.

პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 20 წლის წინ შეხ­ვედ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ რი­ჩარდ ნორ­ლან­დს, მი­იჩ­ნევს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ელჩს ასე­თი რამ ეთ­ქვა.

გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა:

- ბა­ტო­ნი ნორ­ლან­დი გა­მოც­დი­ლი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტია, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და მოს­კოვ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში სსრ კავ­ში­რის დროს. შემ­დგომ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ებს ლატ­ვი­ა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში. კარ­გად იც­ნობს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კურ კონ­ფლიქ­ტებს. მას კი­დეც რომ ჰქო­ნო­და მი­ზე­ზი, ასეთ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ა­კე­თებ­და, თუ უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბას არ მი­ი­ღებ­და ვა­შინგტო­ნი­დან.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დი გა­ვი­ცა­ნი 1993 წელს, რო­დე­საც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუ­თოს მი­სი­ის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი იყო. მა­შინ მე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­სი­ის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რი ვი­ყა­ვი. ბა­ტო­ნი ნორ­ლან­დი რამ­დენ­ჯერ­მე, ჩემ­თან ოჯახ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად. კარ­გად მახ­სოვს სტუმ­რი­სა და მას­პინ­ძლის, ბა­ბუ­ა­ჩე­მის - დიპ­ლო­მა­ტი­სა და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის მიტრო­ფა­ნე კუ­ჭა­ვას სა­უ­ბა­რი აფხა­ზე­თის თე­მა­ზე. ბა­ბუა 1941-1948 წწ. მუ­შა­ობ­და აფ­ზა­ხეთ­ში ჯერ გაგ­რის რა­ი­კო­მის პირ­ველ მდივ­ნად, შემ­დგომ კი აფხა­ზე­თის კომ­პარ­ტი­ის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის მე­ო­რე მდივ­ნად. ამ წლებს მი­იჩ­ნევ­და სა­უ­კე­თე­სოდ თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­უბ­რი­სას ბა­ტონ­მა რი­ჩარ­დმა ჰკი­თხა ბა­ბუ­ას, რა ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის მისი აფხა­ზეთ­ში მუ­შა­ო­ბის დროს და თუ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და რა­ი­მე შუღ­ლი. ბა­ბუ­ამ მი­უ­გო, რომ ქარ­თველ და აფხაზ ხალ­ხს სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. და­ძა­ბუ­ლო­ბის სიმპტო­მე­ბი კი გაჩ­ნდა 1954 წელს, რო­დე­საც ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცა.

აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვლოს კომ­პარ­ტი­ის მდი­ვა­ნი იდე­ო­ლო­გი­ის დარ­გში დევი სტუ­რუა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს იხ­სე­ნებ­და თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში. ეს მოხ­და 1962 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კპ ცკ პირ­ვე­ლი მდივ­ნის ვა­სი­ლი მჟა­ვა­ნა­ძის კა­ბი­ნეტ­ში მოხ­და. მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზე­თის ობკო­მის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი მი­ქე­ილ ბგაჟ­ბა, რო­მელ­მაც მჟა­ვა­ნა­ძეს ამ­ცნო: "და­მი­ბა­რა ხრუშ­ჩოვ­მა... მა­ი­ძუ­ლებ­და და­მე­წე­რა მო­თხოვ­ნა აფხა­ზე­თის მი­ერ­თე­ბა­ზე კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან.." ისე არ გა­მი­გოთ, რომ მი­მაჩ­ნდეს, თით­ქოს რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა ბა­ბუ­ა­ჩე­მის­გან შე­ი­ტყო აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის რო­ლის და ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

1997 წელს გა­მო­ცე­მულ ნაშ­რომ­ში "გე­ო­პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი" ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი წერს: "შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე რუ­სე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კის აბ­სო­ლუ­ტურ მიზ­ნად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა მოს­კო­ვის სა­ყო­ველ­თაო და შე­უ­ზღუ­და­ვი კონ­ტრო­ლი მთელ მის სიგ­რძე­ზე - უკ­რა­ი­ნი­დან აფხა­ზე­თამ­დე. შე­საძ­ლოა ამ ზო­ნის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ყო­ფა კულ­ტუ­რუ­ლი ნიშ­ნით - მი­ე­ცეს ეთ­ნი­კუ­რი და კონ­ფე­სი­უ­რი ავ­ტო­ნო­მია ყი­რი­მელ მა­ლო­რო­სებს, თათ­რებს, კა­ზა­კებს, აფხა­ზებს, ქარ­თვე­ლებს და ა.შ. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ მოს­კო­ვის მიერ სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ... შავი ზღვის ჩრდი­ლო სა­ნა­პი­რო უნდა იყოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ევ­რა­ზი­უ­ლი და ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს მოს­კოვს".

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თუ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა, უნდა შეშინებოდა"

"თუ ნორლანდის განცხადება რეალური იქნებოდა, ქართველ საზოგადოებას სულ ცოტა, უნდა შეშინებოდა"

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ ისე, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს და ამისთვს ბოდიში უნდა მოიხადონო". მოგვიანებით ასევე ითქვა, რომ ქართულ მედიას როგორც არაერთხელ დამართნია, ამ შემთხვევაშიც არასწორად თარგმნეს ელჩის განცხადება და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გაავრცელეს.

პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ შეხვედრია საქართველოში სტუმრად მყოფ რიჩარდ ნორლანდს, მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ელჩს ასეთი რამ ეთქვა.

გიორგი კუჭავა:

- ბატონი ნორლანდი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური დიპლომატია, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა მოსკოვში აშშ-ს საელჩოში სსრ კავშირის დროს. შემდგომ ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოებს ლატვიაში, ყაზახეთში. კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს. მას კიდეც რომ ჰქონოდა მიზეზი, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა, თუ უშუალო მითითებას არ მიიღებდა ვაშინგტონიდან.

რიჩარდ ნორლანდი გავიცანი 1993 წელს, როდესაც იგი საქართველოში ეუთოს მისიის პირველი მდივანი იყო. მაშინ მე საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვიყავი. ბატონი ნორლანდი რამდენჯერმე, ჩემთან ოჯახშიც იმყოფებოდა სტუმრად. კარგად მახსოვს სტუმრისა და მასპინძლის, ბაბუაჩემის - დიპლომატისა და საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური მოღვაწის მიტროფანე კუჭავას საუბარი აფხაზეთის თემაზე. ბაბუა 1941-1948 წწ. მუშაობდა აფზახეთში ჯერ გაგრის რაიკომის პირველ მდივნად, შემდგომ კი აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად. ამ წლებს მიიჩნევდა საუკეთესოდ თავის ცხოვრებაში. საუბრისას ბატონმა რიჩარდმა ჰკითხა ბაბუას, რა ურთიერთობა იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის მისი აფხაზეთში მუშაობის დროს და თუ შეინიშნებოდა რაიმე შუღლი. ბაბუამ მიუგო, რომ ქართველ და აფხაზ ხალხს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. დაძაბულობის სიმპტომები კი გაჩნდა 1954 წელს, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა უკრაინას გადასცა.

აფხაზეთთან დაკავშირებით საქართვლოს კომპარტიის მდივანი იდეოლოგიის დარგში დევი სტურუა საინტერესო ამბავს იხსენებდა თავის მემუარებში. ეს მოხდა 1962 წლის აგვისტოში, საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის ვასილი მჟავანაძის კაბინეტში მოხდა. მასთან იმყოფებოდა აფხაზეთის ობკომის იმჟამინდელი პირველი მდივანი მიქეილ ბგაჟბა, რომელმაც მჟავანაძეს ამცნო: "დამიბარა ხრუშჩოვმა... მაიძულებდა დამეწერა მოთხოვნა აფხაზეთის მიერთებაზე კრასნოდარის მხარესთან.." ისე არ გამიგოთ, რომ მიმაჩნდეს, თითქოს რიჩარდ ნორლანდმა ბაბუაჩემისგან შეიტყო აფხაზეთში რუსეთის როლის და ქართველებსა და აფხაზებს შორის დამოკიდებულების შესახებ.

1997 წელს გამოცემულ ნაშრომში "გეოპოლიტიკის საფუძვლები" ალექსანდრ დუგინი წერს: "შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის გეოპოლიტიკის აბსოლუტურ მიზნად წარმოგვიდგება მოსკოვის საყოველთაო და შეუზღუდავი კონტროლი მთელ მის სიგრძეზე - უკრაინიდან აფხაზეთამდე. შესაძლოა ამ ზონის რამდენიმე ნაწილად დაყოფა კულტურული ნიშნით - მიეცეს ეთნიკური და კონფესიური ავტონომია ყირიმელ მალოროსებს, თათრებს, კაზაკებს, აფხაზებს, ქართველებს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოსკოვის მიერ სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციაზე აბსოლუტური კონტროლის ქვეშ... შავი ზღვის ჩრდილო სანაპირო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ევრაზიული და ცენტრალიზებულად უნდა ემორჩილებოდეს მოსკოვს".

იხილეთ სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა