საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი სახეები და მხარდამჭერები ეხმაურებიან:
"გადაუჭარბებლად, ეს ხელისუფლება, რასაც ინაუგურაციას ეძახის, ჩემს ბავშვობაში მარშიროვკა ერქვა:)...
ის, რაც დღევანდელ ინაუგურაციას აკეთილშობილებს, სახელმწიფო ჰიმნი და დროშაა, უდაოდ
"მანანა ბერიკაშვილი: "ინაუგურაცია იქნება სადა,ლამაზი და დახვეწილი"
ალბათ ისეთივე, როგორიც თავად ქალბატონი მანანაა:) ", - წერს ეკა ხერხეულიძე.
""მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო!", - ასე დაიწყო პირველი საპრეზიდენტო სპიჩი.
სამართლიანი და ლოგიკურია, ვერაფერს იტყვი...", - წერს გოგა ხაჩიძე.
"სოფლის კლუბი!!!!!
ნერვიულობდა, არადა მხატვრულად ცდილობდა წაეკითხა, შემეცოდა ((((", - წერს მსახიობი გოგოლა კალანდაძე.
"ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვუყურებ ინაუგურაციას და სუბიექტურად არანაირი სურვილი არ მაქვს...
2008-ში პირადად დავესწარი პრეზიდენტის ინაუგურაციას და გულით მჯეროდა დადებული ფიცის. ახლა უბრალოდ სიყალბედ მიმაჩნია ყველაფერი, რაც შეიძლება თქმულიყო... ქვეშევრდომს დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია, ამ დროს ფიციც და ნებისმიერი პირობაც ლიტონი სიტყვებია.
ფიცს ფასი მაშინ აქვს, თუ ის წრფელი გულით, პასუხისმგებლობის აღქმით და დამოუკიდებელი გააზრებით არის წარმოთქმული, ასე რომ - მომავალ ინაუგურაციამდე!", - წერს მარიამ საჯაია.
"1. საშინლად არ მომწონს, როცა საქართველოს პრეზიდენტი ფეხით გადადის საქართველოს გერბზე! 2. საშინლად არ მომწონს, როცა მაკა ჩიჩუა მეორე რიგში ზის პატრიარქის დაცვის გვერდით! 3. ასევე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი ინაუგურაციაზე წარმოსათქმელი სიტყვის კითხვისას უშვებს კითხვის პროცესში შეცდომებს!...
მე მინდა, რომ ჩემ ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული პრეზიდენტი! მე მინდა რომ ქალბატონი, რომელიც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის გვერდითაა (არ აქვს ხელმოწერას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა), იკავებდეს ღირსეულ ადგილს და არ იჯდეს პატრიარქის დაცვის გვერდით პერემიერის და პატრიარქის უკან! მე არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მინიშნავდეს პირველ ლედის ჩემ ქვეყანაში! არ მაინტერესებს, ვის მოგწონთ და ვის არა, ჩემი ქვეყნის პირველი ლედი დღეს არის სწორედ მაკა ჩიჩუა!", - წერს თეა თუთბერიძე.
დღეს პარლამენტის ყოფილი შენობის ეზოში ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.