რუსეთში ახალდაქორწინებული წყვილი შეუღლებას დაღუპულ გმირთა მემორიალურ საფლავებზე აღნიშნავს და სამახსოვრო ფოტოსესიაში უხამსად პოზირებს.
ფეხმძიმე პატარძალი, მთვრალი ნეფე და ასევე ნასვამი მეჯვარეები მემორიალების ფონზე კამერის წინ უხერხულ პოზებს აფიქსირებენ.
გმირთა საფლავების შეურაცხმყოფელი ფოტოსესია ერთ-ერთ ინტერნეტჟურნალში გამოქვეყნდა.
"ამ ხალხს წმინდა აღარაფერი შერჩა. გასაგებია, რომ ქორწილია და მხიარულობენ, სვამენ და "გულაობენ", მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად მემორიალთა ფონზე რატომ უნდა ხდებოდეს?", - ასეთი შინაარსის კომენტარები ერთვის ფოტოებს.