ინგა გრიგოლია - ხელისუფლების ორდენები ჟურნალისტებს არ სჭირდებათ

ინგა გრიგოლია - ხელისუფლების ორდენები ჟურნალისტებს არ სჭირდებათ

"რატომ მოვხვდი დაჯილდოებულთა სიაში-ამ კითხვას მიშას თავად დავუსვამ",- ასე ეხმაურება "ფეისბუქში" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის მიერ თამარ მეფის ორდენით მის დაჯილდოებას.

"დილით ჟურნალისტმა რომ დამირეკა - რა კომენტარს გააკეთებ პრეზიდენტის ორდენზეო, მეგონა ხუმრობდა.... მერე ვნახე ინფორმაცია. ცნობისთვის - ჩემთან არავის დაურეკავს და არც არანაირი ორდენი არ გადმოუციათ..... რატომ მოვხვდი დაჯილდოებულთა სიაში - ამ კითხვას მიშას თავად დავუსვამ, თუ როდესმე მოვახერხე მასთან ინტერვიუ... მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ორდენები ჟურნალისტებს არ სჭირდებათ, არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში",-წერს ინგა გრიგოლია.

მიხეილ სააკაშვილმა თამარ მეფის ორდენებით ინგა გრიგოლიას გარდა ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქშოუ "პოზიციის" ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქშოუ "პროფილის" ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი თოქშოუ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" ავტორი და წამყვანი ნანა ჟორჟოლიანი დააჯილდოვა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები