პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ
რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, რა ცვლი­ლე­ბე­ბი ელის ქვე­ყა­ნას 17 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ.

გა­და­სა­ხა­დე­ბი ვე­ღარ გა­იზ­რდე­ბა

ახა­ლი სა­ხის გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბის ან არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდის მიზ­ნით მთავ­რო­ბას რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და ამა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­დის 2010 წლის ბო­ლოს მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბა, გარ­და აქ­ცი­ზი­სა, ან არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თის ზედა ზღვრის გაზ­რდა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რე­ფე­რენ­დუ­მის გზით.

ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბად ან ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდად არ ჩა­ით­ვლე­ბა გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა ან ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა ან ანაც­ვლებს მას და ამა­ვე დროს არ ზრდის სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირთს.

სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბად ან ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდად არ ჩა­ით­ვლე­ბა აგ­რეთ­ვე გა­და­სა­ხა­დის სა­ხის მი­ხედ­ვით არ­სე­ბუ­ლი ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თის ცვლი­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩა­ნა­წერს კი­დევ უფ­როს აზუს­ტებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 31 დე­კემ­ბრი­დან უნდა ამოქ­მედ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის დად­გე­ნა­ში. ამას­თან, "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი ამ­ბობს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია, რე­ფე­რენ­დუ­მის სა­გა­ნი იყოს გა­და­სა­ხა­დის პროგ­რე­სუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი ან მე­თო­დო­ლო­გია/სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მო­ი­თხო­ვოს გა­და­სა­ხა­დე­ბის დრო­ე­ბით გაზ­რდა − არა უმე­ტეს 3 წლის ვა­დით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი არ ტარ­დე­ბა.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დოდ

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში მო­სა­მარ­თლე­თა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უვა­დოდ გან­წე­სე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მა შე­დის. ეს იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტმა ჯერ კი­დევ 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ი­ღო და პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მო­მენ­ტი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მო­სა­მარ­თლე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე, უვა­დოდ გან­წეს­დე­ბა. მის უვა­დოდ და­ნიშ­ვნამ­დე კი, შე­იძ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნეს მო­სა­მარ­თლის გან­წე­სე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით - მაგ­რამ არა უმე­ტეს სამი წლი­სა.

გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა მო­სა­მარ­თლის ასა­კი 28 წლი­დან 30 წლამ­დე და ძა­ლა­ში შე­დის ნორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­სა­მარ­თლე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 30 წლის ასა­კი­დან, თუ მას აქვს შე­სა­ბა­მი­სი უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სპე­ცი­ა­ლო­ბით მუ­შა­ო­ბის სულ ცოტა ხუთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა გარ­თულ­დე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბულ და გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ე.წ. უნ­დობ­ლო­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ვო­ტუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ანუ მთავ­რო­ბის მოქ­მე­დი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენ­ტი ნდო­ბას მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს.

ამ ყვე­ლა­ფერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა ჯერ კი­დევ 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ი­ღო და პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­დის.

უნ­დობ­ლო­ბის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ვო­ტუ­მის ფორ­მუ­ლა თა­ვის დრო­ზე­ვე კრი­ტი­კის საგ­ნად იქცა რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, ასე­ვე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მხრი­დან.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბი­სათ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტის წევრთა 2/5-ის უმ­რავ­ლე­სო­ბით და­ის­მე­ბა. უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თე­ბა არა უად­რეს 20 და არა უგ­ვი­ა­ნეს 25 დღი­სა. უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი აღ­ძრუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს პარ­ლა­მენ­ტის სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და­უ­ჭერს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს, პარ­ლა­მენ­ტის იმა­ვე წევ­რებს მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კენ­ჭისყ­რი­დან ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ექ­ნე­ბათ.

"გა­წე­ლი­ლია" უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ვა­დე­ბი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბა სულ მცი­რე ორ თვეს მა­ინც სა­ჭი­რო­ებს. ამას­თან, პარ­ლა­მენტს ძვე­ლი მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, ახ­ლის შექ­მნა მო­უ­წევს.

გარ­და ამი­სა, ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ხდე­ბა, სამი დღის ვა­და­ში და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნოს.

მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­სად­გე­ნად პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­სად­გე­ნად პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრე­ზი­დენტს სა­დღე­ი­სოდ გა­აჩ­ნია, ახალ პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა. კერ­ძოდ, ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, თუ პარ­ლა­მენ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რიშს არ და­ამ­ტკი­ცებს, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს და პარ­ლა­მენტს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე აც­ნო­ბებს. ასე­ვე კონ­სტი­ტუ­ცია პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, თუკი პარ­ლა­მენ­ტი სა­ბი­უ­ჯე­ტო კა­ნონს დად­გე­ნილ ვა­და­ში არ ამ­ტკი­ცებს, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი სა­კუ­თა­რი დეკ­რე­ტით და­ამ­ტკი­ცოს.

მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, თუ პარ­ლა­მენ­ტმა დად­გე­ნი­ლი წე­სის დაც­ვით წარ­დგე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბა სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­და­ა­ყე­ნოს მთავ­რო­ბა ან და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი და და­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი.

2010 წელს მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან შე­დის ძა­ლა­ში, არც ერთი ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს არ ექ­ნე­ბა. ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის ნა­წილ­დე­ბა.

ამ კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტის მიერ ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თუკი პარ­ლა­მენ­ტი ახა­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო წლის და­წყე­ბი­დან ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, ეს მთავ­რო­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იწყე­ბა. ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, თუკი პარ­ლა­მენ­ტი ვერც მთავ­რო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს უნ­დობ­ლო­ბას, პრო­ცეს­ში უკვე პრე­ზი­დენ­ტი ერ­თვე­ბა, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი და და­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი.სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მო­იხ­სნის. მთავ­რო­ბა ამ­ჯე­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არა პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე იხ­სნის, ხოლო ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოხ­დე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერს 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ღე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იწ­ვევს. მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი ფიცს და­დებს, ძა­ლა­ში შე­დის ახა­ლი ფორ­მის მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი და ქვე­ყა­ნა შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მო­დელ­ზე გა­და­დის. ამოქ­მედ­დე­ბა შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა, რო­მელ­საც ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო და ნა­ხევ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დელ­საც უწო­დე­ბენ.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ახა­ლი მთავ­რო­ბა

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ პოს­ტის და­კა­ვე­ბას მთავ­რო­ბის ხე­ლა­ხა­ლი ფორ­მი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, რა დრო­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს წა­რად­გენს არა პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი.

პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სწო­რედ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და­ნიშ­ნოს. კერ­ძოდ კი, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მოხ­სნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ (ასე­თი კი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა") მის­თვის წარ­დგე­ნილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რას წა­მო­ა­ყე­ნებს. თა­ვის მხრივ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი შვი­დი დღის ვა­და­ში შე­არ­ჩევს მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რებს და ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს. პარ­ლა­მენ­ტიც შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით იზ­რდე­ბა მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი და თა­ვად მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მთავ­რო­ბა ხდე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბი­უ­ლი.

მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­უ­წევს მას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბის წევრთა საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და კონ­ტროლს.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მოხ­სნა-და­ნიშ­ვნის­თვის პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, თუკი დღემ­დე პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა მო­ეწ­ვია და მისი თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლი­ყო, ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, ცალ­კე­ულ სა­კი­თხთა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვა მო­ი­თხო­ვოს და ამ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა გარ­თუ­ლე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი

დღე­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა გარ­თუ­ლე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და 2011 წელს მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მა , რომ­ლის თა­ნახ­მად, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას 2/3-ის ნაც­ვლად პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/4 ანუ სულ მცი­რე 113 ხმა დას­ჭირ­დე­ბა.

ქვო­რუ­მის გაზ­რდას­თან ერ­თად რთულ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რაც. თუ დღემ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბა, დღე­ი­დან ეს ორ თან­მიმ­დევ­რულ სე­სი­ა­ზე, სულ ცოტა 3 თვის ინ­ტერ­ვა­ლით უნდა მოხ­დეს.

მმარ­თველ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის მოქ­მე­დი პრო­ცე­დუ­რე­ბით ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა სცა­და და პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცი­ის გამო პრო­ექ­ტის გა­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ნორმები ამოქმედდება. კონკრეტულად, რა ცვლილებები ელის ქვეყანას 17 ნოემბრის შემდეგ.

გადასახადები ვეღარ გაიზრდება

ახალი სახის გადასახადის შემოღების ან არსებული განაკვეთის გაზრდის მიზნით მთავრობას რეფერენდუმის ჩატარება და ამაზე მოსახლეობისგან თანხმობის მიღება მოუწევს. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის 2010 წლის ბოლოს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ჩანაწერს კიდევ უფროს აზუსტებს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი, რომელიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეების თანამონაწილეობა გადასახადების დადგენაში. ამასთან, "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონი ამბობს, რომ დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი. აღნიშნული კანონის მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით, ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

მოსამართლეები უვადოდ

ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკონსტიტუციო ნორმა შედის. ეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილია, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ამოქმედდება.

კონსტიტუციაში ჩადებული ცვლილებების მიხედვით, მოსამართლე თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, უვადოდ განწესდება. მის უვადოდ დანიშვნამდე კი, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით - მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლის ასაკი 28 წლიდან 30 წლამდე და ძალაში შედის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება.

საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება გართულდება

საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ გართულებულ და გაჭიანურებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის საფუძველზე განხორციელდება, ანუ მთავრობის მოქმედი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად, პარლამენტი ნდობას მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადებს.

ამ ყველაფერს საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის.

უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმულა თავის დროზევე კრიტიკის საგნად იქცა როგორც კონსტიტუციონალისტების, არასამთავრობო სექტორის, ასევე ვენეციის კომისიის მხრიდან.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5-ის უმრავლესობით დაისმება. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის იმავე წევრებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესაძლებლობა, კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნებათ.

"გაწელილია" უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროცედურების ვადები, რომლის დასრულება სულ მცირე ორ თვეს მაინც საჭიროებს. ამასთან, პარლამენტს ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად, ახლის შექმნა მოუწევს.

გარდა ამისა, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილი ხდება, სამი დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება

საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება. ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც საბიუჯეტო პროცესთან მიმართებაში პრეზიდენტს სადღეისოდ გააჩნია, ახალ პრეზიდენტს აღარ ექნება. კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს. ასევე კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებას აძლევს, თუკი პარლამენტი საბიუჯეტო კანონს დადგენილ ვადაში არ ამტკიცებს, ბიუჯეტის პროექტი საკუთარი დეკრეტით დაამტკიცოს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა დადგენილი წესის დაცვით წარდგენილი ბიუჯეტის მიღება სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა, პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში, არც ერთი ეს უფლებამოსილება მომავალ პრეზიდენტს არ ექნება. ბიუჯეტთან დაკავშირებული უფლებამოსილები მთლიანად მთავრობასა და პარლამენტს შორის ნაწილდება.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, მოქმედი პარლამენტის მიერ ოქტომბრის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას ვერ მოახერხებს, ეს მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების ამოქმედება იწყება. ამავე ცვლილებებით, თუკი პარლამენტი ვერც მთავრობას გამოუცხადებს უნდობლობას, პროცესში უკვე პრეზიდენტი ერთვება, რომელსაც უფლებამოსილება ეძლევა, ასეთ შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.საქართველოს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. მთავრობა ამჯერად უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე იხსნის, ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.

ამ ყველაფერს 2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება იწვევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შედის ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადადის. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ.

ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობა

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი.

პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია "ქართული ოცნებაა") მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებიული.

მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.

პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის გარეშე მიიღებს.

გარდა ამისა, თუკი დღემდე პრეზიდენტს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა მოეწვია და მისი თავმჯდომარე ყოფილიყო, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული

დღეიდან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა 2011 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა , რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 2/3-ის ნაცვლად პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა დასჭირდება.

ქვორუმის გაზრდასთან ერთად რთულდება კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. თუ დღემდე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 2 კვირის განმავლობაში განხილვა და დამტკიცება, დღეიდან ეს ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა 3 თვის ინტერვალით უნდა მოხდეს.

მმართველმა კოალიციამ კონსტიტუციის გადასინჯვის მოქმედი პროცედურებით ძალაში დატოვება სცადა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კატეგორიულად უარყოფითი პოზიციის გამო პროექტის გატანა ვერ მოხერხდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა