პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა ახალ გადასახადებს ხალხის თანხმობის გარეშე ვეღარ დააწესებს
 მთავრობა ახალ გადასახადებს ხალხის თანხმობის გარეშე ვეღარ დააწესებს

ახა­ლი სა­ხის გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბის ან არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდის მიზ­ნით მთავ­რო­ბას რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა და ამა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­დის 2010 წლის ბო­ლოს მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბა, გარ­და აქ­ცი­ზი­სა, ან არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თის ზედა ზღვრის გაზ­რდა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რე­ფე­რენ­დუ­მის გზით.

ამას­თან, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბად ან ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდად არ ჩა­ით­ვლე­ბა გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა ან ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა ან ანაც­ვლებს მას და ამა­ვე დროს არ ზრდის სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირთს.

სა­ერ­თო-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის ახა­ლი სა­ხის შე­მო­ღე­ბად ან ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდად არ ჩა­ით­ვლე­ბა აგ­რეთ­ვე გა­და­სა­ხა­დის სა­ხის მი­ხედ­ვით არ­სე­ბუ­ლი ზღვრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­ხა­დის გა­ნაკ­ვე­თის ცვლი­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩა­ნა­წერს კი­დევ უფ­როს აზუს­ტებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ" ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 31 დე­კემ­ბრი­დან უნდა ამოქ­მედ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის დად­გე­ნა­ში. ამას­თან, "ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი ამ­ბობს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია, რე­ფე­რენ­დუ­მის სა­გა­ნი იყოს გა­და­სა­ხა­დის პროგ­რე­სუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი ან მე­თო­დო­ლო­გია/სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მო­ი­თხო­ვოს გა­და­სა­ხა­დე­ბის დრო­ე­ბით გაზ­რდა − არა უმე­ტეს 3 წლის ვა­დით, ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი არ ტარ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მთავრობა ახალ გადასახადებს ხალხის თანხმობის გარეშე ვეღარ დააწესებს

 მთავრობა ახალ გადასახადებს ხალხის თანხმობის გარეშე ვეღარ დააწესებს

ახალი სახის გადასახადის შემოღების ან არსებული განაკვეთის გაზრდის მიზნით მთავრობას რეფერენდუმის ჩატარება და ამაზე მოსახლეობისგან თანხმობის მიღება მოუწევს. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის 2010 წლის ბოლოს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ჩანაწერს კიდევ უფროს აზუსტებს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი, რომელიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეების თანამონაწილეობა გადასახადების დადგენაში. ამასთან, "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონი ამბობს, რომ დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი. აღნიშნული კანონის მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით, ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა