მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაქ ობამა გიორგი მარგველაშვილს ინაუგურაციის დღეს "მხურვალედ ულოცავს"
ბარაქ ობამა გიორგი მარგველაშვილს ინაუგურაციის დღეს "მხურვალედ ულოცავს"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­რაკ ობა­მამ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა.

"ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, რი­თაც აღი­ნიშ­ნე­ბა პირ­ვე­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად. მხურ­ვა­ლედ ვუ­ლო­ცავ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს. ამ დღემ­დე გან­ვლი­ლი გზა­ში, ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში­თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ბევ­რმა შე­სა­ნიშ­ნავ­მა პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რე­მა. მათ შო­რის მი­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ­ლე­ბაც არ­სე­ბი­თი როლი ითა­მა­შეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ჩვენ ვა­ფა­სებთ იმას, რაც ამ ორ ლი­დერ­მა გა­ა­კე­თა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჰყოფ­ნი­სას და ვე­ლო­დე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მათ მემ­კვიდ­რე­ებ­თან, რათა გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, რა­საც ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­ში.

ამას­თან, რო­გორც ბა­რაკ ობა­მა აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, მათ შო­რის არის ღია მთავ­რო­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ქალ­თა და­წი­ნა­უ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე წინსვლა, რაც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გზა­ზეა.

"იმ დროს, რო­დე­საც ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბას, მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს, ერ­თად იმუ­შა­ვონ და გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რათა გა­ამ­ყა­რონ ეს მიღ­წე­ვე­ბი",- ნათ­ქვა­მია ბა­რაკ ობა­მას წე­რილ­ში, რომ­ლის ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ბარაქ ობამა გიორგი მარგველაშვილს ინაუგურაციის დღეს "მხურვალედ ულოცავს"

ბარაქ ობამა გიორგი მარგველაშვილს ინაუგურაციის დღეს "მხურვალედ ულოცავს"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა.

"ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, რითაც აღინიშნება პირველად საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს. ამ დღემდე განვლილი გზაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაშითავისი წვლილი შეიტანა ბევრმა შესანიშნავმა პოლიტიკურ ლიდერემა. მათ შორის მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლებაც არსებითი როლი ითამაშეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ამ ორ ლიდერმა გააკეთა თანამდებობაზე ჰყოფნისას და ველოდებით თანამშრომლობას მათ მემკვიდრეებთან, რათა გავაგრძელოთ ურთიერთობების გაღრმავება, რასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა აშშ-სა და საქართველოს შორის", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

ამასთან, როგორც ბარაკ ობამა აღნიშნავს, საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე, მათ შორის არის ღია მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ქალთა დაწინაურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე წინსვლა, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზეა.

"იმ დროს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ერთად იმუშავონ და გააგრძელონ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გაამყარონ ეს მიღწევები",- ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში, რომლის ინგლისური ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა