"მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი 12 ნოემბერს ინსულტის დიაგნოზით ე.წ. ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი დისგან, მანანა ელიაშვილისგან გახდა ცნობილი.
"ვიყავი ლუბასთან, მიუხედავად იმისა, რომ ძილ-ბურანში იყო და შეიძლებოდა მისი გაღვიძება, არ გავაღვიძე, ვიცი, რომ ასე სჯობს მისთვის და მე კი რამდენიმე დღე კიდევ მოთმინებით დაველოდები მასთან გულიან საუბარს.
ისე კი, რომ გაიგო ჩემი ხმა, დამელაპარაკა, აბსოლუტურად გამართულად, უბრალოდ მე ვთხოვე, მშვიდად იყავი, მე მოგიყვები ამბებს და შენ მხოლოდ მომისმინე-თქო. მოკლედ, ექიმებიც გვაიმედებენ, - კონტაქტურია და აქტიურიო. რასაკვირველია, მჯერა მათი და ვიცი, რომ ყველაფერს მოერევა. აი, ასეა ჩვენი საქმე.
კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მისი სიყვარულისთვის", - წერს მანანა ელიაშვილი.