პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში
რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან: რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­ცთუ ისე კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და შენ ასე ძა­ლი­ან რა­ტომ გა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოო? - კი, მაგ­რამ მე ხომ პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ?! ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუსი ვარ, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა... მე ია­რაღს არ ვაგ­რო­ვებ, არც ტან­კე­ბი მყავს და არც ავ­ტო­მა­ტე­ბი მი­წყვია სახ­ლში. პო­ლი­ტი­კით არას­დროს მი­ცხოვ­რია და ეს სფე­რო არც მა­ინ­ტე­რე­სებს. მე სა­ქარ­თვე­ლო მიყ­ვარს და ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს ვაგ­რო­ვებ. სახ­ლში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის "პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო" მაქვს, რად­გან მიყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი ხალ­ხით, წარ­სუ­ლით, კულ­ტუ­რით, ტრა­დი­ცი­ე­ბით და ამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვას ვერც პო­ლი­ტი­კა და­მიშ­ლის და ვერც - კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი", - ამ­ბობს შუ­ა­ხანს მიღ­წე­უ­ლი "ქარ­თვე­ლო­მა­ნი" (რო­გორც ამას თა­ვად აღ­ნიშ­ნავს), ვიქ­ტორ ანი­სი­მო­ვი.

ის ახლა სოჭ­ში, ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ პლას­ტუნ­კა­ში ცხოვ­რობს. მან ისე­თი სახ­ლი აი­შე­ნა, რო­მე­ლიც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბით არის გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად იქ გა­და­ვი­და... მას ქარ­თველ ხალ­ხთან არა­ნა­ი­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ აქვს და ცხა­დია, მის­გან ასე­თი საქ­ცი­ე­ლი გა­საკ­ვი­რია...

ბა­ტო­ნი ვიქ­ტო­რი თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­და, სა­კუ­თა­რი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ-შექ­მნი­ლი "პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს" ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც მოგ­ვა­წო­და...

- ბავ­შვო­ბა სო­ჭელ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე და ალ­ბათ მა­შინ "მო­ვი­წამ­ლე" თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. ყო­ველ წელს ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, "თბი­ლი­სო­ბას" მიყ­ვარს თქვენ­თან სტუმ­რო­ბა. ამ დღე­სას­წა­ულს ქუ­ჩა­ში ვა­ტა­რებ და "ჩემი" თბი­ლი­სის ხე­დე­ბის ცქე­რით ვტკბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ პე­რი­ოდ­ში ძვე­ლი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი ეწყო­ბა, რო­მელ­თა შე­ძე­ნა-დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც ჩემი სი­სუს­ტეა. თბი­ლი­სი­დან შინ ყო­ველ­თვის დატ­ვირ­თუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვბრუნ­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცია მო­მა­ვალ "თბი­ლი­სო­ბამ­დე" მიმყვე­ბა ხოლ­მე...

- რო­გორც ვიცი, ხში­რად ამ­ბობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­გე­ცათ...

- თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩემს მშობ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ და ყო­ველ ზა­ფხულს, არ­და­დე­გებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი, თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. სკო­ლის ასაკ­ში, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც და შემ­დგო­მაც, ქარ­თვე­ლე­ბის სა­მე­გობ­რო წრე მყავ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რი­ვით ახ­ლო­ბე­ლია... ახ­ლან­დელ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა სამი ძმა: შალ­ვა, ზურა და ირაკ­ლი ბა­ბუ­ხა­დი­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, მათ შო­რის ერთ-ერთი აღარ არის ცო­ცხა­ლი... ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ავ­ტო­რა­ლი­თაც ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. იმ წლებ­ში სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო, მაგ­რამ მე და ჩემი თბი­ლი­სე­ლი, ჩემ­სა­ვით თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი "გაძ­რო­მას" მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით... ჩემი არა­ლე­გა­ლუ­რი "ტრე­ნე­რიც" ქარ­თვე­ლი იყო, გვა­რად ხმე­ლი­ძე. ის პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბას ტკბილ მო­გო­ნე­ბად შე­მორ­ჩა. ჩემი სიყრმის მე­გობ­რე­ბი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ფანტნენ - ზოგი სოჭ­ში ჩა­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ზო­გიც - მოს­კოვ­ში, ზოგი თბი­ლის­ში დარ­ჩა, ზოგი კი სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ქვეყ­ნად აღარ არის... 10 წელი ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში ვი­მუ­შა­ვე და იქაც, ჩემი მე­წყვი­ლე ქარ­თვე­ლი იყო. დე­დას ის ბიჭი სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით უყ­ვარ­და და მა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­და­ჩემ­თან... არ ვიცი, ეს მარ­თლა ბე­დის­წე­რამ და­წე­რა ასე თუ ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით მოხ­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, - ალ­ბათ მეც ქარ­თვე­ლად უნდა დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი-მეთ­ქი...

- ამ­ჟა­მად სოჭ­ში, ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში ცხოვ­რობთ, არა?

- დიახ, ასეა! წლე­ბის წინ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, თა­ნამ­შრომ­ლებს აგა­რა­კებს ური­გებ­დნენ და ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე მი­წის ნაკ­ვე­თი ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ პლას­ტუნ­კა­ში მომ­ცეს... ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბი მყავს და სწო­რედ ამ ფაქ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე სა­ცხოვ­რებ­ლად აქ გად­მო­ვე­დით.

- ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი თუ შე­გიძ­ლი­ათ?

- "საყ­ველ­პუ­როს" რომ ეძა­ხით, ისე­თი ქარ­თუ­ლით ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ ენის არ­ცოდ­ნა, ამ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­ში ხელს ნამ­დვი­ლად არ მიშ­ლის... რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სოჭ­ში, ყვე­ლამ იცის ჩემი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ და "ქარ­თუ­ლი სამ­ყა­როს" შექ­მნა­ში მე­გობ­რე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ვაგ­რო­ვებ ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს: ძვე­ლი თბი­ლი­სის ფო­ტო­ებს, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ სოჭ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის პორ­ტრე­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ ქა­ლაქს აშე­ნებ­დნენ; ფირ­ფი­ტა­ზე ჩა­წე­რილ ქარ­თულ ფოლკ­ლორს და ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს (რა­საც მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვუს­მენ­დი), უძ­ვე­ლეს ნივ­თებს, მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებს, ყვე­ლა­ნა­ირ ჭურ­ჭელს, არ­ყის სახ­დელ ქვაბს, დო­ქი­სა და ფი­ა­ლე­ბის ნა­ტე­ხებ­საც კი. სხვა­თა შო­რის, ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან...

- რო­გორც ვიცი, სახ­ლში თონე გაქვთ...

- დიახ, და ეს თონე სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ქარ­თველ ოს­ტატს გა­ვა­კე­თე­ბი­ნე. მე და ჩემი მე­უღ­ლე პურს სახ­ლში ვა­ცხობთ. სხვა­თა შო­რის, ჩემი სახ­ლი ძველ ქარ­თულ ტა­ძარს წა­ა­გავს. რო­გორც ქარ­თულ სოფ­ლებ­ში, მეც ცალ­კე მაქვს სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­დაც შუ­ა­ცე­ცხლზე ქარ­თულ კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ. მისი ბა­ნე­რი, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით "დუ­ქა­ნი", თბი­ლის­ში და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე და ზედ ძვე­ლი თბი­ლი­სის ფო­ნია, ქა­ლა­ქე­ლი კინ­ტო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი...

- მზა­რე­უ­ლო­ბა გა­მოგ­დით?

- საკ­მა­ოდ კარ­გი მზა­რე­უ­ლი ვარ. კარ­გად ვიცი მწვა­დი­სა და ხინ­კლის მომ­ზა­დე­ბა... სხვა­თა შო­რის, ჭურ­ჭე­ლიც ძველ­ქარ­თუ­ლი გვაქვს. ეზო­ში მაქვს ჭა, სა­ი­და­ნაც წყალს ვი­ღებთ. ერთი სი­ტყვით, შინ "პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო" მაქვს.

- ქარ­თულ ღვი­ნო­საც აყე­ნებთ?

- ეზო­ში მო­შე­ნე­ბუ­ლი მაქვს ვე­ნა­ხი. "ხვან­ჭკა­რა­სა" და "ალექ­სან­დრო­უ­ლის" ჯი­შის ყუ­რძნის­გან ქარ­თუ­ლი, უფრო სწო­რად, კა­ხუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით ვა­ყე­ნებ ღვი­ნოს... მო­სა­ვა­ლი არც ისე ბევ­რია, მაგ­რამ სუფ­თად ვამ­ზა­დებ და კარ­გი ღვი­ნო გა­მომ­დის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს მე­გობ­რებს მოს­წონთ. აქ, სოჭ­ში, არის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, რომ­ლის უფ­რო­სი ქარ­თვე­ლია და მას ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბი თქვე­ნე­ბუ­რი ღვი­ნის სპე­ცი­ფი­კა­ზე. რო­დე­საც ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან სტუმ­რად მო­დი­ან, თუ კარ­გი ამინ­დია, ეზო­ში ვიკ­რი­ბე­ბით, თუ არა და, შუ­ა­ცე­ცხლთან ვშლით სუფ­რას, ვქე­ი­ფობთ. ზოგ­ჯერ პლას­ტუნ­კე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბიც გვსტუმ­რო­ბენ...

- თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას მხო­ლოდ "თბი­ლი­სო­ბას" ახერ­ხებთ ხოლ­მე?

- ბოლო დროს, ძი­რი­თა­დად, ასეა! სხვა­თა შო­რის, "თბი­ლი­სო­ბის" შემ­დეგ მცხე­თას, კა­ხეთს, რა­ჭას ვსტუმ­რობ... დიდი ხა­ნია, ქარ­თულ არ­ღან­ზე ვოც­ნე­ბობ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ძებ­დი, მაგ­რამ ვერ­სად გა­და­ვე­ყა­რე. ბო­ლოს, როცა თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, "მშრალ ხიდ­ზე" გა­ვი­ა­რე და იქ ვი­პო­ვე. იქვე მი­მას­წავ­ლეს ავ­ლაბ­რე­ლი მო­ხუ­ცი ოს­ტა­ტის სახ­ლი, რო­მელ­მაც ჩემი არ­ღა­ნი შე­ა­კე­თა. რო­დე­საც ამ ოს­ტატს ჩემი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი, ბა­ბუ­ა­მი­სის უძ­ვე­ლე­სი ფოტო მა­ჩუ­ქა, რო­მელ­ზეც ულ­ვა­ში­ა­ნი ქარ­თვე­ლი ყა­ლი­ო­ნით ხელ­შია გა­მო­სა­ხუ­ლი. რო­დე­საც გა­ხა­რე­ბულ­მა სა­ჩუ­ქა­რი მან­ქა­ნა­ში ჩავ­დე, გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და (იღი­მის).

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გკი­თხოთ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­შიც გი­თხა­რით, რომ მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და არც მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს... ისე კი, იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია. სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლი ორი­ვე მხა­რეს მიგ­ვი­ძღვის, მაგ­რამ ვის მეტი და ვის - ნაკ­ლე­ბი, ამას ის­ტო­რია გა­არ­ჩევს. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ არის და­კარ­გუ­ლი. მე მეს­მის იმ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც რუ­სებ­ზე ბრა­ზო­ბენ, მაგ­რამ მე, ერ­თმა უბ­რა­ლო რუს­მა, რო­მელ­საც უსა­ზღვროდ და უან­გა­როდ უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, რა და­ვა­შა­ვე? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თებ­დი "ქარ­თულ მუ­ზე­უმს", სხვა არა­ფე­რი შე­მიძ­ლია და ეს არის ჩემი წილი სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა, მო­ფე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­სუ­ხა­დაც იმა­ვეს ვი­ღებ. ასე ვცდი­ლობ, ამო­ვავ­სო ის ნაპ­რა­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კამ გა­ა­ჩი­ნა ქარ­თვე­ლი და რუსი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ცხოვ­რე­ბა ისე­დაც ხან­მოკ­ლეა იმის­თვის, რომ ვი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გამო, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გო ან შე­ი­ძუ­ლო. ისი­ნი ხომ თა­ვი­ანთ საქ­მეს აკე­თე­ბენ, ჰოდა, ჩვენც ჩვე­ნი უნდა გა­ვა­კე­თოთ. მე არ შე­მიძ­ლია, რა­კე­ტა ან ტან­კი და­ვამ­ზა­დო, რათა მერე ვებ­რძო­ლო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შუღლსა და სი­ძულ­ვილს თე­სა­ვენ.

- და­ბო­ლოს, თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ რამე.

- მყავს მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ისი­ნი მეხ­მა­რე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გა­ნან და ჩემ­თან ერ­თად იზი­ა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს. ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ადა­მი­ა­ნურ სიყ­ვა­რულს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა ვა­ყე­ნებთ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში

რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში

"ხშირად მეკითხებიან: რუსეთ-საქართველოს შორის არცთუ ისე კარგი დამოკიდებულებაა და შენ ასე ძალიან რატომ გაინტერესებს საქართველოო? - კი, მაგრამ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ?! ერთი ჩვეულებრივი რუსი ვარ, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველების გარემოცვაში გაატარა... მე იარაღს არ ვაგროვებ, არც ტანკები მყავს და არც ავტომატები მიწყვია სახლში. პოლიტიკით არასდროს მიცხოვრია და ეს სფერო არც მაინტერესებს. მე საქართველო მიყვარს და ყველაფერ ქართულს ვაგროვებ. სახლში გასული საუკუნეების "პატარა საქართველო" მაქვს, რადგან მიყვარს ეს ქვეყანა თავისი ხალხით, წარსულით, კულტურით, ტრადიციებით და ამ სიყვარულის გამოხატვას ვერც პოლიტიკა დამიშლის და ვერც - კონკრეტული პიროვნებები", - ამბობს შუახანს მიღწეული "ქართველომანი" (როგორც ამას თავად აღნიშნავს), ვიქტორ ანისიმოვი.

ის ახლა სოჭში, ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში ცხოვრობს. მან ისეთი სახლი აიშენა, რომელიც ძველი ქართული ტაძრისთვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გალამაზებული და მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად იქ გადავიდა... მას ქართველ ხალხთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს და ცხადია, მისგან ასეთი საქციელი გასაკვირია...

ბატონი ვიქტორი თავად დაგვიკავშირდა, საკუთარი გატაცების შესახებ გვიამბო და წლების განმავლობაში დაგროვილ-შექმნილი "პატარა საქართველოს" ფოტო და ვიდეომასალაც მოგვაწოდა...

- ბავშვობა სოჭელ ქართველებთან ერთად გავატარე და ალბათ მაშინ "მოვიწამლე" თქვენი სიყვარულით. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში, განსაკუთრებით, "თბილისობას" მიყვარს თქვენთან სტუმრობა. ამ დღესასწაულს ქუჩაში ვატარებ და "ჩემი" თბილისის ხედების ცქერით ვტკბები. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ძველი ნივთების გამოფენები ეწყობა, რომელთა შეძენა-დათვალიერებაც ჩემი სისუსტეა. თბილისიდან შინ ყოველთვის დატვირთული და რაც მთავარია, ბედნიერი ვბრუნდები. საქართველოში მიღებული დადებითი ემოცია მომავალ "თბილისობამდე" მიმყვება ხოლმე...

- როგორც ვიცი, ხშირად ამბობთ, რომ საქართველოს სიყვარული მემკვიდრეობით გადმოგეცათ...

- თქვენი ქვეყანა ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ და ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში ჩამოვდიოდით. სკოლის ასაკში, სტუდენტობის პერიოდშიც და შემდგომაც, ქართველების სამეგობრო წრე მყავდა. საქართველოში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ყველაფერი ქართული ჩემთვის მშობლიურივით ახლობელია... ახლანდელ თავისუფლების მოედანზე ხშირად ვიკრიბებოდით. განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა სამი ძმა: შალვა, ზურა და ირაკლი ბაბუხადიები. სამწუხაროდ, მათ შორის ერთ-ერთი აღარ არის ცოცხალი... ახალგაზრდობაში, ავტორალითაც ვიყავი გატაცებული. იმ წლებში სპორტის ეს სახეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, მაგრამ მე და ჩემი თბილისელი, ჩემსავით თავზე ხელაღებული მეგობრები "გაძრომას" მაინც ვახერხებდით... ჩემი არალეგალური "ტრენერიც" ქართველი იყო, გვარად ხმელიძე. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებას ტკბილ მოგონებად შემორჩა. ჩემი სიყრმის მეგობრები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ - ზოგი სოჭში ჩამოვიდა საცხოვრებლად, ზოგიც - მოსკოვში, ზოგი თბილისში დარჩა, ზოგი კი სამწუხაროდ, ამქვეყნად აღარ არის... 10 წელი ძალოვან სტრუქტურაში ვიმუშავე და იქაც, ჩემი მეწყვილე ქართველი იყო. დედას ის ბიჭი საკუთარი შვილივით უყვარდა და მასაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან... არ ვიცი, ეს მართლა ბედისწერამ დაწერა ასე თუ ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხდა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, - ალბათ მეც ქართველად უნდა დავბადებულიყავი-მეთქი...

- ამჟამად სოჭში, ქართველებით დასახლებულ სოფელში ცხოვრობთ, არა?

- დიახ, ასეა! წლების წინ, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის დროს, თანამშრომლებს აგარაკებს ურიგებდნენ და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგე, რომ მე მიწის ნაკვეთი ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში მომცეს... ქართველი მეზობლები მყავს და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად აქ გადმოვედით.

- ქართულად ლაპარაკი თუ შეგიძლიათ?

- "საყველპუროს" რომ ეძახით, ისეთი ქართულით ვსაუბრობ, მაგრამ ენის არცოდნა, ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარულში ხელს ნამდვილად არ მიშლის... როგორც საქართველოში, ისე სოჭში, ყველამ იცის ჩემი გატაცების შესახებ და "ქართული სამყაროს" შექმნაში მეგობრებიც მეხმარებიან. ვაგროვებ ყველაფერ ქართულს: ძველი თბილისის ფოტოებს, საუკუნეების წინ სოჭში მცხოვრები ქართველების პორტრეტებს, რომლებიც ამ ქალაქს აშენებდნენ; ფირფიტაზე ჩაწერილ ქართულ ფოლკლორს და ქალაქურ სიმღერებს (რასაც მთელი ბავშვობა ვუსმენდი), უძველეს ნივთებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ყველანაირ ჭურჭელს, არყის სახდელ ქვაბს, დოქისა და ფიალების ნატეხებსაც კი. სხვათა შორის, ამ საქმეში ქართველების გარდა, სომეხი მეგობრებიც მეხმარებიან...

- როგორც ვიცი, სახლში თონე გაქვთ...

- დიახ, და ეს თონე სპეციალურად საქართველოდან ჩამოყვანილ ქართველ ოსტატს გავაკეთებინე. მე და ჩემი მეუღლე პურს სახლში ვაცხობთ. სხვათა შორის, ჩემი სახლი ძველ ქართულ ტაძარს წააგავს. როგორც ქართულ სოფლებში, მეც ცალკე მაქვს სამზარეულო, სადაც შუაცეცხლზე ქართულ კერძებს ვამზადებთ. მისი ბანერი, ქართული წარწერით "დუქანი", თბილისში დავამზადებინე და ზედ ძველი თბილისის ფონია, ქალაქელი კინტოებია გამოსახული...

- მზარეულობა გამოგდით?

- საკმაოდ კარგი მზარეული ვარ. კარგად ვიცი მწვადისა და ხინკლის მომზადება... სხვათა შორის, ჭურჭელიც ძველქართული გვაქვს. ეზოში მაქვს ჭა, საიდანაც წყალს ვიღებთ. ერთი სიტყვით, შინ "პატარა საქართველო" მაქვს.

- ქართულ ღვინოსაც აყენებთ?

- ეზოში მოშენებული მაქვს ვენახი. "ხვანჭკარასა" და "ალექსანდროულის" ჯიშის ყურძნისგან ქართული, უფრო სწორად, კახური ტექნოლოგიით ვაყენებ ღვინოს... მოსავალი არც ისე ბევრია, მაგრამ სუფთად ვამზადებ და კარგი ღვინო გამომდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეგობრებს მოსწონთ. აქ, სოჭში, არის ღვინის ქარხანა, რომლის უფროსი ქართველია და მას ხშირად ვესაუბრები თქვენებური ღვინის სპეციფიკაზე. როდესაც ჩემი ქართველი მეგობრები ჩემთან სტუმრად მოდიან, თუ კარგი ამინდია, ეზოში ვიკრიბებით, თუ არა და, შუაცეცხლთან ვშლით სუფრას, ვქეიფობთ. ზოგჯერ პლასტუნკელი ქართველი მეზობლებიც გვსტუმრობენ...

- თბილისში ჩამოსვლას მხოლოდ "თბილისობას" ახერხებთ ხოლმე?

- ბოლო დროს, ძირითადად, ასეა! სხვათა შორის, "თბილისობის" შემდეგ მცხეთას, კახეთს, რაჭას ვსტუმრობ... დიდი ხანია, ქართულ არღანზე ვოცნებობ. წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ვერსად გადავეყარე. ბოლოს, როცა თბილისში ვიყავი, "მშრალ ხიდზე" გავიარე და იქ ვიპოვე. იქვე მიმასწავლეს ავლაბრელი მოხუცი ოსტატის სახლი, რომელმაც ჩემი არღანი შეაკეთა. როდესაც ამ ოსტატს ჩემი გატაცების შესახებ მოვუყევი, ბაბუამისის უძველესი ფოტო მაჩუქა, რომელზეც ულვაშიანი ქართველი ყალიონით ხელშია გამოსახული. როდესაც გახარებულმა საჩუქარი მანქანაში ჩავდე, გაოცებული მიყურებდა (იღიმის).

- აუცილებლად უნდა გკითხოთ რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე...

- (მაწყვეტინებს) ინტერვიუს დასაწყისშიც გითხარით, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც მათი ურთიერთობები მაინტერესებს... ისე კი, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია. სიტუაციის არევაში დანაშაული ორივე მხარეს მიგვიძღვის, მაგრამ ვის მეტი და ვის - ნაკლები, ამას ისტორია გაარჩევს. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. მე მესმის იმ გაღიზიანებული ქართველების, რომლებიც რუსებზე ბრაზობენ, მაგრამ მე, ერთმა უბრალო რუსმა, რომელსაც უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარს საქართველო, რა დავაშავე? მთელი ცხოვრება ვაკეთებდი "ქართულ მუზეუმს", სხვა არაფერი შემიძლია და ეს არის ჩემი წილი სიყვარული, პატიების თხოვნა, მოფერება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და საბედნიეროდ, პასუხადაც იმავეს ვიღებ. ასე ვცდილობ, ამოვავსო ის ნაპრალი, რომელიც პოლიტიკამ გააჩინა ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობაში. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკოსების გამო, საყვარელი ადამიანები დაკარგო ან შეიძულო. ისინი ხომ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჰოდა, ჩვენც ჩვენი უნდა გავაკეთოთ. მე არ შემიძლია, რაკეტა ან ტანკი დავამზადო, რათა მერე ვებრძოლო იმ ადამიანებს, რომლებიც შუღლსა და სიძულვილს თესავენ.

- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ რამე.

- მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ისინი მეხმარებიან, ყველაფერში მხარში მიდგანან და ჩემთან ერთად იზიარებენ საქართველოს სიყვარულს. ჩვენ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები ვართ და ადამიანურ სიყვარულს ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია