ხუთი წლის ბიჭუნას, მაილს სკოტის ოცნება ბეტმენის დამხმარედ ქცევა იყო, რომელიც პარასკევს აუხდინეს. სან-ფრანცისკო ერთი დღით ბეტმენის მშობლიურ ქალაქ გოთემად იქცა - ქალაქის ათასობით მაცხოვრებელი მასშტაბურ სპექტაკლში ჩაერთო.
წარმოდგენა საქველმოქმედო ცენტრმა მოაწყო, რომელიც სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების სურვილების ასრულებით არის დაკავებული. მაილსი ლეიკემიით არის დაავადებული. იგი რამდენიმე წელია მკურნალობის კურსს გადის და ახლა რემისიის სტადიაში იმყოფება.
თავგადასავლების დღე იმით დაიწყო, რომ ბიჭუნამ ტელევიზორში პოლიციის უფროსის განცხადება ნახა, რომელიც პატარა მაილსის მიმართავდა. ამის შემდეგ, "უფროს ბეტმენთან" ერთად პატარა ბეტმენმა, ბოროტმოქმედების მიერ მოტაცებული ქალი დაიხსნა, შეაჩერა ბანკის დაყაჩაღება და ტყვეობიგან იხსნა სან-ფრანცისკოს სიმბოლო - სელაპი.
მას შემდეგ, რაც ყველა დამნაშავე ციხეში ჩასვეს, პატარა ბეტმენს მადლობა თვით ქალაქის მერმა და პოლიციის უფროსმა გადაუხადეს.
ამ ყველაფერის დაგვირგვინება პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართვა იყო, რომელიც მან საკუთარ "ტვიტერზე" განათავსა და უმცროს ბეტმენს წარმატებები უსურვა გოთემის გადარჩენის საქმეში.