პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში
საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში

2013 წლის 15 ნო­ემ­ბერს კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ და­უშ­ვეს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი თა­ნამ­შრო­მელ­მა, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტმა და პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რატი თა­თხაშ­ვილ­მა, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ნო­ბი­დან გა­ძე­ვე­ბა სცა­და. ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-მა­სა­ლა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­და­ი­ღეს.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" აქ­ტი­ვის­ტის გან­ცხა­დე­ბით, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი სა­ბუ­თი არ წარ­მო­უდ­გე­ნია, აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის საშ­ვი არ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. "აკ­რე­დი­ტა­ცია გავ­ლი­ლი არ გაქვთ და არც საშვს და­ვუშ­ვებთ", - უთხრა ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­თხაშ­ვილ­მა. თუმ­ცა სხდო­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის უფ­როს­მა ვახ­ტანგ პა­პაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სხდო­მა ღია იყო.

კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მე­ბი, (მათ შო­რის ბი­უ­როს და კო­მი­სი­ე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი) ღია და სა­ჯა­როა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ პირს დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. ამ დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი გა­მო­უ­ნა­ხოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა არ შე­ას­რუ­ლეს. "წარ­მო­გე­ნი­ლი ვი­დეო-მა­სა­ლით, აშ­კა­რაა ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტი. კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ჟურ­ნა­ლის­ტის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას სა­ჯა­რო­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუ საკ­რე­ბუ­ლო გა­და­წყვეტ­და სხდო­მის და­ხურ­ვას, ამის შე­სა­ხებ შე­სა­ბი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში უნდა მი­ღე­ბუ­ლი­ყო. ჩვენ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ", - აცხა­დებს "სა­ი­ას" გო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი ბე­ბი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში

საკრებულოს სხდომა და "ჭიდაობა" ჟურნალისტებთან კასპში

2013 წლის 15 ნოემბერს კასპის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. მუნიციპალიტეტი თანამშრომელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტმა და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა რატი თათხაშვილმა, დაცვის პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ჟურნალისტების ფიზიკური ძალის გამოყენებით შენობიდან გაძევება სცადა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებმა გადაიღეს.

"თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტის განცხადებით, რომელსაც არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია, აღნიშნულ სხდომაზე ჟურნალისტებისთვის საშვი არ იყო დაშვებული. "აკრედიტაცია გავლილი არ გაქვთ და არც საშვს დავუშვებთ", - უთხრა ჟურნალისტებს თათხაშვილმა. თუმცა სხდომის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ვახტანგ პაპაშვილმა განაცხადა, რომ სხდომა ღია იყო.

კასპის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომები, (მათ შორის ბიუროს და კომისიების შეხვედრები) ღია და საჯაროა, სადაც ნებისმიერ პირს დასწრების უფლება აქვს. ამ დებულების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია აკრედიტირებულ ჟურნალისტს სხდომაზე სპეციალური ადგილი გამოუნახოს. მიუხედავად ამისა, საკრებულოს თანამშრომლებმა აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულეს. "წარმოგენილი ვიდეო-მასალით, აშკარაა ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. კასპის საკრებულოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის უფლებების დარღვევას საჯაროობის თვალსაზრისით. თუ საკრებულო გადაწყვეტდა სხდომის დახურვას, ამის შესახებ შესაბისი სამართლებრივი აქტი განსაზღვრულ ვადებში უნდა მიღებულიყო. ჩვენ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას მოვახდენთ", - აცხადებს "საიას" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა