მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილი - ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება შეუძლებელია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მისი დას­წრე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მსურს გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყო­ველ­თვის წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ და­ვეს­წრე­ბო­დი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და იგი, მი­უ­ხე­და­ვად აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა ქვეყ­ნის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ და მი­უ­ხე­და­ვად აშ­კა­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა.

ვფიქ­რობ­დი, რომ მე და სან­დრა დავ­ხვდე­ბო­დით ახალ პრე­ზი­დენტს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, რო­გორც ეს ხდე­ბა მა­გა­ლი­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ან სხვა დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში, შე­ვუ­ძღვე­ბო­დით მას შე­ნო­ბა­ში და გა­დავ­ცემ­დით არა მარ­ტო შე­ნო­ბას, არა­მედ, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს.

ასე­თი მშვი­დი გა­და­ბა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და სიმ­ბო­ლო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­გრძო­ბი­თო­ბის, და­დას­ტუ­რე­ბა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სი­სა და ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ჩვენ ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ და მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია.

ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ დავ­ტო­ვებ­დი შე­ნო­ბას და წა­ვი­დო­დი ჩემს ოჯახ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად, ან ვი­სა­დი­ლებ­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან და პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად.

ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი და ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ასე და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის 10 წლი­ა­ნი ვადა.

სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის არ­სე­ბულ­მა რე­ა­ლო­ბამ ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და.

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩემ­მა მთავ­რო­ბამ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დას­ცა ახალ მთავ­რო­ბას, ჩვენ იმა­ზე მეტი გა­ვა­კე­თეთ, ვიდ­რე კონ­სტი­ტუ­ცია გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და და ახალ უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­და­ვა­ბა­რეთ ძა­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მინ­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ჩვენ ერ­თგვა­რი ტრე­ნინ­გიც ჩა­ვუ­ტა­რეთ მათ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში კი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი და­ვუ­ტო­ვეთ. მოვ­ლე­ნა­თა სამ­წუ­ხა­რო გან­ვი­თა­რე­ბამ ამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და.

ერთი წლის წინ ჩვენ ვი­ცო­დით, თუ რამ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ჩვენ არ გვქონ­და მად­ლი­ე­რე­ბი­სა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძა­ლის მხრი­დან, გვეს­მო­და, რომ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი შე­ჩერ­დე­ბო­და, ბევ­რი რე­ფორ­მა უკან წა­ვი­დო­და და ზო­გა­დად მათი პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბო­და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის­გან. მაგ­რამ ხალ­ხმა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და ჩვენ ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ჩვე­ნი სა­ერ­თო და უზე­ნა­ე­სი ბა­ტო­ნის, ნე­ბას.

არა, ჩვენ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იმე­დე­ბი გვქონ­და; უბ­რა­ლოდ ვი­მე­დოვ­ნებ­დით, რომ ისი­ნი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­პყრო­ბოდ­ნენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მათ­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა, თავს შე­ი­კა­ვებ­დნენ სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­გან მი­სი­ვე გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის და მო­ახ­დენ­დნენ მთე­ლი ენერ­გი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე და არ მი­ე­ჯაჭ­ვე­ბოდ­ნენ წარ­სულს.

რო­გორც იცით, ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ მოხ­და. მათ და­კი­თხეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ათა­სო­ბით აქ­ტი­ვის­ტი, ასზე მეტ ჩვენს ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს თუ პარ­ტი­ის აქ­ტი­ურ ლი­დერს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბაჩო ახა­ლა­ია და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბის ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­ის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. ისი­ნი ახლა ცი­ხე­ში არი­ან. ამ ვი­თა­რე­ბამ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა, ჩა­შა­ლა, ხოლო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა გა­ურ­კვევ­ლო­ბის დრო­ში გა­და­ის­რო­ლა.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მთა­ვარ იდე­ას ად­გი­ლობ­რივ მმარ­თვე­ლო­ბებ­ში არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ძა­ლა­დობ­რივ­მა შეც­ვლამ აზრი გა­მო­ა­ცა­ლა. ეს ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის უშუ­ა­ლო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ხდე­ბო­და. ამ პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­სა და მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკა­ნო­ნოდ შეც­ვა­ლა 2010 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, და დე ფაქ­ტო წა­შა­ლა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ზღვა­რი ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს შო­რის.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის დე­პუ­ტა­ტებს შე­იძ­ლე­ბა თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ისე, რომ ამას არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოყ­ვე­ბა. მეც, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, ბევ­რჯერ და­მესხნენ თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის გამო სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ დას­ჯი­ლა. ეს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დაც­ვის მთა­ვა­რი იდე­ას საფრ­თხეს უქ­მნის.

და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩემი დას­წრე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე ვერ მო­გა­ტყუ­ებთ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ყვე­ლა­ფე­რი გრძელ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ჩემი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­გრძო­ბი­თო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და დღე არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ირ­გვლივ ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ბოლო კვი­რე­ბი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ აჩ­ვე­ნა, რომ ის უარ­ყოფს გან­გრძო­ბი­თო­ბის მთა­ვარ იდე­ას და რომ მას არ აღელ­ვებს არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან მათ სიმ­ბო­ლუ­რად ამო­ი­ღეს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი, იყე­ნე­ბენ ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა შეც­ვა­ლონ კონ­სტი­ტუ­ცია და პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ი­სი­დან გად­მო­ი­ტა­ნონ. ასე­ვე, უკვე გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ აპი­რე­ბენ გა­ა­უქ­მონ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. არა­და, ამ შე­ნო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ტრა­დი­ცია უკავ­შირ­დე­ბა. აქ ხელი მო­ე­წე­რა დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტებს და სწო­რედ ამ შე­ნო­ბა­ში იყო მოწ­ვე­უ­ლი უფრო მეტი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე.

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ჩვენ ავა­შე­ნეთ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის სა­სახ­ლე, ვი­მე­ო­რებ, სა­სახ­ლე და არა ვი­ღა­ცის რე­ზი­დენ­ცია, სიმ­ბო­ლოდ იმი­სა, რომ ჩვენ ვინ­მეს და­ნა­მა­ტი და ვა­სა­ლი კი არ ვართ, არა­მედ - სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც იც­ნო­ბენ და პა­ტივს სცე­მენ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი მთავ­რო­ბი­სათ­ვის ამ სიმ­ბო­ლოს პა­ტი­ვის­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

ამას დიდი სი­ნა­ნუ­ლით ვწერ, რად­გან მე და­ვეს­წრე­ბო­დი ინა­უ­გუ­რა­ცი­ას იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მთავ­რო­ბამ ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და­წყე­ბუ­ლი ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი შე­ა­ჩე­რა.

ოთხწ­ლი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას­თან, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და ბა­თუმ­ში ახა­ლი ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის გახ­სნით და რო­მე­ლიც ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­მა­ვა­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ერთ წუთ­ში ჩა­შა­ლა.

თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზა, რო­მე­ლიც თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და მას­ზე ასო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა, რო­მელ­საც ჩევ­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე უნდა შთა­ე­ბე­რა, ერთ დღე­ში შე­ა­ჩე­რეს.

კი­დევ ერთი დიდი პრო­ექ­ტი, ჩემი მთა­ვა­რი სი­ა­მა­ყე - ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნამ­დვი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გარ­ღვე­ვა იყო, თით­ქმის ბო­ლომ­დე შე­ჩერ­და, ისე­ვე, რო­გორც ეს მოხ­და თბი­ლი­სის გარ­შე­მო თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ნა­ბი­ჯე­ბია, რო­მე­ლიც ძვი­რად და­უჯ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის უარი გა­მო­ი­ყე­ნოს ტერ­მი­ნი "ოკუ­პა­ცია" ან დაგ­მოს რუ­სუ­ლი აგ­რე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. მთავ­რო­ბას აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა უარი თქვას ამ პრო­ექ­ტებ­ზე.

ის, რა­საც ისი­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ვერ გა­ა­კე­თე­ბენ და რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­ი­ნიღ­ბოს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ის ფსევ­დო-ნორ­მა­ლუ­რო­ბით, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ყე­ნე­ბა, ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­უს­ჯე­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად ქცე­ვა და წინა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი შეც­ვლა.

მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მეყ­ვა­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. უაღ­რე­სად მად­ლი­ე­რი ვარ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­მე­ცა - ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის რან­გში მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია, პა­ტივს ვცემ მათ არ­ჩე­ვანს. ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და მათ მიერ არ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე დრო­ე­ბი­თია. რო­გორც მდი­ნა­რე მი­ან­გრ-მო­ან­გრევს გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს წყალ­დი­დო­ბის დროს და შემ­დეგ ისევ თა­ვის კა­ლა­პოტს და­უბ­რუ­ინ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორვ ვე­რა­ვინ აი­ძუ­ლებს მდი­ნა­რეს დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იდი­ნოს, ასე­ვე ვე­ღა­რა­ვინ და­აბ­რუ­ნებს წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს. იგი აუ­ცი­ლებ­ლად მალე და­უბ­რუნ­დე­ბა იმ სა­ნი­მუ­შო პროგ­რესს, რო­მე­ლიც წინა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და. გან­ვლილ­მა დრომ და­ამ­კვიდ­რა არა ნგრე­ვის, არა­მედ შე­ნე­ბის ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც ვე­ღა­რა­ვინ მის­ცემს და­ვი­წყე­ბას.

ჩემი მთა­ვა­რი იმე­დია ის ახალ­გაზ­რდო­ბა, რო­მელ­საც "მი­შას თა­ო­ბას" უწო­დე­ბენ და რო­მე­ლიც აღა­რას­დროს შე­ე­პუ­ე­ბა მისი ქვეყ­ნის მო­ნო­ბას ან, თუნ­დაც, კლა­სი­კუ­რი პოსტ-საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ვიცი, რომ მთავ­რო­ბა ჩემს ყო­ველ ნა­ბიჯ­სა და გან­ცხა­დე­ბა­ზე ღე­ლავს. მინ­და მა­თაც ვუ­თხრა, რომ ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში, რუ­სუ­ლი ზე­წო­ლის გაძ­ლე­ბა­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ში, რომ­ლის­თვი­საც ჩვენ ამ­დე­ნი ვი­მუ­შა­ვეთ. ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია, რომ მო­ვახ­დი­ნოთ ზი­ა­ნის მი­ნი­მი­ზა­ცია და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ზე უა­რე­სი.

არ ვა­პი­რებ მათ რა­ი­მე ფორ­მით შე­ვუ­შა­ლო ხელი. გუ­შინ და­ვას­რუ­ლე ბოლო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ლი­დე­რებ­თან ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის წინ. პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­ვი­ხი­ლავ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბას წამ­ყვა­ნი უცხო­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჩემს სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე. ვა­პი­რებ, ამ ეტაპ­ზე ამით დავ­კავ­დე და თავი შე­ვი­კა­ვო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­დღი­ურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­თვის მზად ვიქ­ნე­ბი, დავ­დგე ჩემი ხალ­ხის გვერ­დით ნე­ბის­მი­ერ დროს, როცა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და­ვი­ნა­ხავ და ვემ­სა­ხუ­რო ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მიხეილ სააკაშვილი - ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილი - ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება შეუძლებელია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციის ცერემონიაზე მისი დასწრების საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მსურს გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით.

ყოველთვის წარმომედგინა, რომ დავესწრებოდი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა იგი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ქვეყნის მომავლის შესახებ და მიუხედავად აშკარად შეუთავსებელი ღირებულებებისა.

ვფიქრობდი, რომ მე და სანდრა დავხვდებოდით ახალ პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ეს ხდება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა დემოკრატიებში, შევუძღვებოდით მას შენობაში და გადავცემდით არა მარტო შენობას, არამედ, პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ასეთი მშვიდი გადაბარება იქნებოდა სიმბოლო სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის, დადასტურება ჩვენი დემოკრატიის შთამბეჭდავი პროგრესისა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეგვიძლია.

ცერემონიის შემდეგ დავტოვებდი შენობას და წავიდოდი ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ან ვისადილებდი ჩემს მეგობრებთან და პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად.

ეს იქნებოდა ძალიან ნორმალური და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ასე დამესრულებინა ჩემი პრეზიდენტობის 10 წლიანი ვადა.

სამწუხაროდ, ძალაუფლების გადაცემის არსებულმა რეალობამ ამ ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა.

გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩემმა მთავრობამ ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა ახალ მთავრობას, ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე კონსტიტუცია გვავალდებულებდა და ახალ უმრავლესობას გადავაბარეთ ძალოვანი სამინისტროებიც, რომლებიც ამჟამინდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექვემდებარებიან. ჩვენ ერთგვარი ტრენინგიც ჩავუტარეთ მათ ახალ თანამდებობებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში კი რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. მოვლენათა სამწუხარო განვითარებამ ამ ჩვეულებრივი ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა.

ერთი წლის წინ ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად დაძაბული იქნებოდა თანამშრომლობა ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ არ გვქონდა მადლიერებისა და დიდსულოვნების მოლოდინი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ძალის მხრიდან, გვესმოდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებოდა, ბევრი რეფორმა უკან წავიდოდა და ზოგადად მათი პოლიტიკა იქნებოდა სრულიად განსხვავებული ჩვენი პოლიტიკისგან. მაგრამ ხალხმა არჩევანი გააკეთა და ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ქართველი ხალხის, ჩვენი საერთო და უზენაესი ბატონის, ნებას.

არა, ჩვენ მოკრძალებული იმედები გვქონდა; უბრალოდ ვიმედოვნებდით, რომ ისინი პატივისცემით მოეპყრობოდნენ კონსტიტუციას, მათთვის მისაღები იქნებოდა ინსტიტუტებისადმი ლოიალურად განწყობილი ძლიერი ოპოზიციის არსებობა, თავს შეიკავებდნენ სასამართლოს გამოყენებისაგან მისივე განადგურებისთვის და მოახდენდნენ მთელი ენერგიის კონცენტრაციას ჩვენი ქვეყნის მომავალზე და არ მიეჯაჭვებოდნენ წარსულს.

როგორც იცით, ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ მოხდა. მათ დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის ათასობით აქტივისტი, ასზე მეტ ჩვენს ყოფილ თანამდებობის პირს თუ პარტიის აქტიურ ლიდერს ბრალი წაუყენეს, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, კუდიანებზე ნადირობის ირაციონალური პოლიტიის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ახლა ციხეში არიან. ამ ვითარებამ ჩვენი დემოკრატიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაგვებარებინა, ჩაშალა, ხოლო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივა გაურკვევლობის დროში გადაისროლა.

თვითმმართველობის არჩევნების მთავარ იდეას ადგილობრივ მმართველობებში არჩეული თანამდებობის პირების ძალადობრივმა შეცვლამ აზრი გამოაცალა. ეს ცენტრალური მთავრობის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. ამ პროცესმა, რომელიც სასამართლოსა და მასობრივი ძალადობის გამოყენებით მიმდინარეობდა, უკანონოდ შეცვალა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იყო როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და დე ფაქტო წაშალა ინსტიტუციური ზღვარი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს შეიძლება თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ისე, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. მეც, ქვეყნის პრეზიდენტს, ბევრჯერ დამესხნენ თავს ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მართული ჯგუფები. სამწუხაროდ, არჩეულ თანამდებობის პირებზე თავდასხმების გამო სერიოზულად არავინ დასჯილა. ეს ინსტიტუტების დაცვის მთავარი იდეას საფრთხეს უქმნის.

დასახელებული მიზეზების გამო, ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია. მე ვერ მოგატყუებთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ინსტიტუციურად ყველაფერი გრძელდება მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, ჩემი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის გამოხატულება და დღე არსებული ინსტიტუტების ირგვლივ ქვეყნის ერთიანობისა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბევრჯერ აჩვენა, რომ ის უარყოფს განგრძობითობის მთავარ იდეას და რომ მას არ აღელვებს არსებული ინსტიტუტები.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებიდან მათ სიმბოლურად ამოიღეს სამხედრო აღლუმი, იყენებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რათა შეცვალონ კონსტიტუცია და პარლამენტი ქუთაისიდან გადმოიტანონ. ასევე, უკვე გამოაცხადეს, რომ აპირებენ გააუქმონ პრეზიდენტის სასახლე, როგორც სახელმწიფო დაწესებულება. არადა, ამ შენობას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ტრადიცია უკავშირდება. აქ ხელი მოეწერა დიდი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებს და სწორედ ამ შენობაში იყო მოწვეული უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ვიდრე საქართველოს მთელი წინამდებარე ისტორიის მანძილზე.

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ ავაშენეთ ქვეყნის პირველი პირის სასახლე, ვიმეორებ, სასახლე და არა ვიღაცის რეზიდენცია, სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ ვინმეს დანამატი და ვასალი კი არ ვართ, არამედ - სრულფასოვანი სახელმწიფო, რომელსაც იცნობენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ახალი მთავრობისათვის ამ სიმბოლოს პატივისცემა მნიშვნელოვანი არ არის.

ამას დიდი სინანულით ვწერ, რადგან მე დავესწრებოდი ინაუგურაციას იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ჩემი პრეზიდენტობის დროს დაწყებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეაჩერა.

ოთხწლიანი ურთულესი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც წარმატებით დასრულდა ბათუმში ახალი ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნით და რომელიც ჩვენი განათლების სისტემის მომავალი უნდა გამხდარიყო, პრემიერ-მინისტრმა ერთ წუთში ჩაშალა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც თითქმის დასრულებული იყო და მასზე ასობით მილიონი დაიხარჯა, რომელსაც ჩევნი დედაქალაქისთვის ახალი სიცოცხლე უნდა შთაებერა, ერთ დღეში შეაჩერეს.

კიდევ ერთი დიდი პროექტი, ჩემი მთავარი სიამაყე - ქართული სამხედრო წარმოება, რომლის ჩამოყალიბებაც საქართველოსთვის ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა იყო, თითქმის ბოლომდე შეჩერდა, ისევე, როგორც ეს მოხდა თბილისის გარშემო თავდაცვით ნაგებობებთან დაკავშირებით.

ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯებია, რომელიც ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც ახალი პრეზიდენტის უარი გამოიყენოს ტერმინი "ოკუპაცია" ან დაგმოს რუსული აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. მთავრობას აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას ამ პროექტებზე.

ის, რასაც ისინი კონსტიტუციურად ვერ გააკეთებენ და რაც შეუძლებელია, შეინიღბოს ინაუგურაციის ცერემონიის ფსევდო-ნორმალურობით, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენება, ოპოზიციის აქტივისტებისა და წარმომადგენლების დაუსჯელი ძალადობის მსხვერპლად ქცევა და წინა ადგილობრივი არჩევნების შედეგების ძალადობრივი შეცვლა.

მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მეყვარება ქართველი ხალხი. უაღრესად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა - ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტის რანგში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, პატივს ვცემ მათ არჩევანს. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს თანამემამულეებს და მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს.

მტკიცედ მჯერა, რომ ყველა სირთულე დროებითია. როგორც მდინარე მიანგრ-მოანგრევს გარშემო ყველაფერს წყალდიდობის დროს და შემდეგ ისევ თავის კალაპოტს დაუბრუინდება, ისევე, როგორვ ვერავინ აიძულებს მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ იდინოს, ასევე ვეღარავინ დააბრუნებს წარსულში საქართველოს. იგი აუცილებლად მალე დაუბრუნდება იმ სანიმუშო პროგრესს, რომელიც წინა წლების განმავლობაში გვქონდა. განვლილმა დრომ დაამკვიდრა არა ნგრევის, არამედ შენების ტრადიცია, რომელსაც ვეღარავინ მისცემს დავიწყებას.

ჩემი მთავარი იმედია ის ახალგაზრდობა, რომელსაც "მიშას თაობას" უწოდებენ და რომელიც აღარასდროს შეეპუება მისი ქვეყნის მონობას ან, თუნდაც, კლასიკური პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებას.

ვიცი, რომ მთავრობა ჩემს ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი.

არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირის და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა