მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციას მთავრობის მხრიდან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაესწრება, - ამის შესახებ განცხადება მოქმედი პრეზიდენტის სახელით ანდრო ბარნოვმა გააკეთა.
"თუ ხვალ, დღის ბოლომდე, ახალი ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას, რომ შეწყვეტენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების წინასწარი პატიმრობების პრაქტიკას და ეს სასახლე შეინარჩუნებს სტატუსს და დარჩება პრეზიდენტის სასახლედ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაესწრება ინაუგურაციას. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის პირობები, რომელთა შესრულება იქნება იმის პირობა, რომ ქვეყანა უკან არ წავა", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.
კოჭებში გატყობ მალე უკრაინაშიც გაიქცევი,მერე იქიდან დევნილი სმეტანა ,,პრეზიდენტთან,, ერთად მალულად ჩამოხვალ 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს და ხინკლის ჭამისას დაგაპატიმრებენ კონსპირაციულ ბინაში. მერე იქნება შიმშილობები რუსთავში და ეპოპეები გლდანსა და გორში პს დამარჩენს 11 წლის მერე დავწერ DDD