თბილისის საზღვრიდან 13 კმ-ში მიწისძვრა დაფიქსირდა

თბილისის საზღვრიდან 13 კმ-ში მიწისძვრა დაფიქსირდა

თბილისის საზღვრიდან 13 კმ-ში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილია ჭავჭავაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრის ეპიცენტრი მარტყოფიდან ჩრდილოეთით დახლოებით 5-8 კმ-ში, სავარაუდოდ, დასახლებულ ადგილზე მდებარეობდა. ბიძგები 16.52 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ბიძგები ადგილზე იგრძნობოდა, თუმცა ამ სიმძლავრის მიწისძვრა ნგრევას არ გამოიწვევდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია