შეიძლება კაცებს გონიათ, რომ თუ გოგონას ბიჭი მოსწონს, სისულელეებზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ცდებიან.
გოგონები ინტერნეტში გაგზავნილ მესიჯებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და შესაბამისად რეაგირებენ. ბრიტანული ონლაინ-გაცნობის საიტების ადმინისტრაცია მამაკაცებს ურჩევს, ვიდრე პარტნიორს შეტყობინებას გაუგზავნის, მოსალოდნელი სიტუაციაც გააცნობიეროს.
ქალებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ:
1. სიტყვები, სადაც ასოები შეცდომითაა დაწერილი.
2. უცნაური შეკითხვები - როდესმე უკანონოდ მოქცეულხარ? ეხლა რას აკეთებ? რამე ნიჭი გაქვს? რაღაც მინდა გკითხო.
3. ზედმეტად გულახდილი კომპლიმენტი მის სექსუალურობასთან დაკავშირებით - თუ ქალი სექსუალურია, მან ეს ისედაც იცის და უამრავჯერ მოუწევდა ამის მოსმენა. თუმცა, ლამაზი, სექსუალური ქალის შემხედვარე გრძნობებს ზედმეტ თავისუფლებას ნუ მიანიჭებთ და თავი ხელში აიყვანეთ.
4. როდესაც შეხვედრას დაჟინებით მოითხოვთ - უფლება მომეცი, შენისთანა ლამაზ გოგოსთან ვისადილო; მოდი ბევრი დავლიოთ და სისულელეებზე ვილაპარაკოთ, ნუ ხარ მორცხვი, შანსი მომეცი და ასე შემდეგ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.