თენგიზ გუნავამ "ლაზიკის ღუზა" კაბინეტიდან სახლში წაიღო

თენგიზ გუნავამ "ლაზიკის ღუზა" კაბინეტიდან სახლში წაიღო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ თანამდებობა დატოვა. მან თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში რჩება.

გუნავამ კაბინეტიდან სახლში რამდენიმე პირადი ნივთი წაიღო, მათ შორის ლაზიკის მინიატურული ღუზა. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, "ღუზას" მომავალ პრეზიდენტის რწმუნებულს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ანაკლიაში პორტი აშენდება.

შეგახსენებთ, თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა. მანამდე ის შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, შემდეგ კი შსს-ს გენერალური ისპენქციის უფროსად მუშაობდა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა