სკანდალურმა რუსმა ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამ, რომელიც ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის მეუღლეა, მძიმე ბავშვობის შესახებ გულახდილად ისაუბრა. ანფისას თქმით, მამის მხრიდან სიყვარული თითქმის არ უგრძვნია.
"ის არასდროს მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. ვუყურებ ზოგჯერ მშობლებს, როგორი ურთიერთობა აქვთ მამებს შვილებთან და ვხვდები, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. მე კი არ ვუყვარდი", - აღნიშნა ანფისამ.
ჩეხოვას თქმით, ეს მამის ყველაზე დიდ ნაკლად მიაჩნია. ტელეწამყვანი ყველაზე მეტად იმ ფაქტს განიცდიდა, რომ მამა ულამაზოდ მიიჩნევდა და ამ თემაზე ყურადღების გამახვილება მას ყოველ ჯერზე მოუშუშებელ იარას აყენებდა.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.