პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა პირველი მინისტრის ბიუსტი გახსნა
ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა პირველი მინისტრის ბიუსტი გახსნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შსს-ს შე­ნო­ბა­ში ნოე რა­მიშ­ვი­ლის ბი­უს­ტი გახ­სნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­უს­ტის ავ­ტო­რია მო­ქან­და­კე გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას ნოე რა­მიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ნოე რა­მიშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა პირ­ვე­ლი მი­ნის­ტრი იყო. ის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 1918 წელს და­ი­ნიშ­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი მას "რკი­ნის მი­ნისტრს" უწო­დებ­დნენ.

ბი­უს­ტის გახ­სნას­თან ერ­თად გა­ი­მარ­თა შსს-ს არ­ქი­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნის "მე-20 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრე­ბი" პრე­ზენ­ტა­ცია.

წიგ­ნის ავ­ტო­რებ­მა -შსს-ს არ­ქი­ვის დი­რექ­ტორ­მა ომარ თუ­შუ­რაშ­ვილ­მა და შსს-ს არ­ქი­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა ივა­ნე ჯა­ხუ­ამ წიგ­ნი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­დეს. მსგავ­სი ტი­პის ნაშ­რო­მი პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ცა.

წიგნ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შსს-ს, ყო­ფი­ლი უშიშ­რო­ე­ბი­სა და პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი, უკვე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა. მას­ში მოკ­ლედ არის ასა­ხუ­ლი თუ რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბა ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი.

ნაშ­რო­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს, რომ­ლე­ბიც ამ სტრუქ­ტუ­რებს 1918-2000 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

მკი­თხვე­ლი ასე­ვე გა­ეც­ნო­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის და სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის ში­ნა­გან საქ­მე­თა და უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა პირველი მინისტრის ბიუსტი გახსნა

ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა პირველი მინისტრის ბიუსტი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე. გახსნის ცერემონიას ნოე რამიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ნოე რამიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი იყო. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს მინისტრის თანამდებობაზე 1918 წელს დაინიშნა. თანამედროვეები მას "რკინის მინისტრს" უწოდებდნენ.

ბიუსტის გახსნასთან ერთად გაიმართა შსს-ს არქივის მიერ მომზადებული წიგნის "მე-20 საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები" პრეზენტაცია.

წიგნის ავტორებმა -შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა და შსს-ს არქივის თანამშრომელმა ივანე ჯახუამ წიგნი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადეს. მსგავსი ტიპის ნაშრომი პირველად გამოიცა.

წიგნში გამოყენებულია შსს-ს, ყოფილი უშიშროებისა და პარტიული ორგანოების საარქივო ფონდებში დაცული, უკვე გასაიდუმლოებული დოკუმენტური მასალა. მასში მოკლედ არის ასახული თუ როგორ ყალიბდებოდა და ვითარდება ქვეყნის სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოები.

ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების ბიოგრაფიებს, რომლებიც ამ სტრუქტურებს 1918-2000 წლებში ხელმძღვანელობდნენ.

მკითხველი ასევე გაეცნობა ამიერკავკასიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ