მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქურდეს დათო ქაცარავა და რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლა ყველაზე მეტად
სად გაქურდეს დათო ქაცარავა და რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლა ყველაზე მეტად

დათო ქა­ცა­რა­ვას აქვს კარ­გი უნა­რი, შე­ა­თავ­სოს სა­სარ­გებ­ლო სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან და შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ საქ­მი­ა­ნი კუ­თხით ეპა­ტი­ჟე­ბი­ან, ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს დროს, რომ ახა­ლი ქა­ლა­ქი მა­ინც და­ათ­ვა­ლი­ე­როს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი კან­ში ყოფ­ნი­სას გა­ქურ­დეს, წა­ი­ღეს ლეპ­ტო­პი, სა­დაც მისი ფო­ტო­ალ­ბო­მი იყო თავ­მოყ­რი­ლი, ამი­ტო­მაც ვერ მოგ­ვა­წო­და მოგ­ზა­უ­რო­ბის ფო­ტო­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი საფ­რან­გეთ­თან აკავ­ში­რებს, ყვე­ლა­ზე ბევრ კარგ მო­მენტს კი გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნას უკავ­ში­რებს. უფრო ვრცლად თა­ვად მო­გიყ­ვე­ბათ...

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სურ­ვე­ლია, რად­გან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას დაგ­რო­ვი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის აქ­ტივ­ში ით­ვლე­ბა. მე მიყ­ვარს ახალ-ახა­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა არა მხო­ლოდ მუ­ზე­უ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად. ლა­მა­ზი პე­ი­ზა­ჟი კარ­გია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა კი­დევ უკე­თე­სი. სამ­წუ­ხა­როა, რომ იშ­ვი­ა­თად გა­მომ­დის სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო­სა და სა­სარ­გებ­ლოს ერ­თმა­ნეთს ვუ­თავ­სებ, რად­გან ძი­რი­თა­დად საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი მაქვს და დას­ვე­ნე­ბა­სა და საქ­მის კე­თე­ბას ერ­თად ვა­ხერ­ხებ.

- პირ­ვე­ლად რო­დის გახ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ?

- 22 წლის გახ­ლდით, რო­დე­საც 1999 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე. ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში მი­მიწ­ვი­ეს, სა­დაც ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად კი­დევ სამი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და იქ ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან და­მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლოს გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოდ­გა. მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თურ­მე მიყ­ვარს ბო­დი­ა­ლი და ქა­ლაქ­ში შეგ­ნე­ბუ­ლად და­კარ­გვა, მა­გა­ლი­თად, ბერ­ლინ­ში. ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე ამ ქა­ლა­ქით, პირ­ვე­ლი ეფექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი იყო. მა­შინ გერ­მა­ნი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გახ­ლდათ, იყო ბევ­რი გაც­ვლა-გა­მოც­ვლა, აქე­დან ახალ­გაზ­რდე­ბი ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ სას­წავ­ლებ­ლად. მათ შო­რის მეც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვემ­ზა­დე­ბო­დი გერ­მა­ნი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად, ეს ენა საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­ცო­დი და არც ახლა ვუ­ჩი­ვი გერ­მა­ნუ­ლის ცოდ­ნას, სა­ბუ­თე­ბი შე­ვაგ­რო­ვე, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში უნდა მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი და... (იღი­მის). ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ზიგ­ზა­გი იყო, მაგ­რამ ჩვენს თე­მას არ ეხე­ბა. ისევ ბერ­ლინს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ახ­ლაც მახ­სოვს დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ომის შემ­დგომ შეგ­ნე­ბუ­ლად არ აღად­გი­ნეს. ის ახ­ლაც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­გორ­შიც მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ ბერ­ლი­ნის აღე­ბის დროს იყო. ბერ­ლი­ნი თა­ვი­სი ღა­მის ცხოვ­რე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მე ამი­სი მოყ­ვა­რუ­ლი არ გახ­ლა­ვართ და ამ მხრივ ამ ქა­ლაქ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბით და სტე­რე­ო­ტი­პია, თით­ქოს გერ­მა­ნე­ლე­ბი ცივი ხალ­ხია. პირ­ვე­ლი, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ვის­წავ­ლე, ის არის, რომ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მი­ხედ­ვით არა­ვინ უნდა შე­ა­ფა­სო.

- ევ­რო­პუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან სად ხართ კი­დევ ნამ­ყო­ფი?

- სტოკ­ჰოლმში, თუ არ ვცდე­ბი, 2003 წელს. იქაც სე­მი­ნა­რებ­ზე გახ­ლდით, ათ­დღი­ან პრო­ექ­ტზე. იქ შთამ­ბეჭ­და­ვი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ქა­ლა­ქის სტრუქ­ტუ­რაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. პირ­ველ დღეს იქაც და­ვი­კარ­გე, მე­ო­რე დღეს უკვე ავუ­ღე ალღო. სხვა­თა შო­რის, სტოკ­ჰოლმში მა­სობ­რი­ვად ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხალ­ხი ცხოვ­რობს, ქა­ლე­ბიც და კა­ცე­ბიც. სტან­დარ­ტუ­ლად ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან. ევ­რო­პა ზო­გა­დად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, ადა­მი­ა­ნებს ვაქ­ცევ გა­მორ­ჩე­ულ ყუ­რა­დღე­ბას.

- ამ მხრივ ვინ­მეს გა­უკ­ვირ­ვე­ბი­ხართ?

- და­მა­მახ­სოვ­რდა ისევ და ისევ გერ­მა­ნია. პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­მოდ­გნენ ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი. ვარ "ბა­ვა­რი­ის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. მოვ­ხვდი პაბ­ში, სა­დაც აჩ­ვე­ნებ­დნენ "ბა­ვა­რი­ი­სა" და "მან­ჩეს­ტე­რის" და­პი­რის­პი­რე­ბას. ბოლო წუთს წა­ა­გო ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა კლუბ­მა, რაც ჩემ­თვის ტრა­გე­დია იყო, მაგ­რამ უფრო მე­ტად გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ იქ მყოფ­თა ნა­წი­ლი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, "მან­ჩეს­ტერს" გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ამის გამო მათ შე­ვე­კა­მა­თე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი ბერ­ლი­ნის "ჰერ­ტას" ქო­მა­გე­ბი იყ­ვნენ და გერ­მა­ნი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად, ევ­რო­პა­ში, მი­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის რო­მე­ლი­მე გუნდს არ უქო­მა­გო, თუკი შე­ნი­ვე ქვეყ­ნის სხვა კლუბს გულ­შე­მატ­კივ­რობ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. არც ერთი ქარ­თვე­ლი არ უქო­მა­გებს უცხო­ურ კლუბს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ნე­ბის­მი­ერ გუნდთან ითა­მა­შებს. ჩვენს კა­მათს შე­ეს­წრნენ ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვერ­დით მა­გი­დას­თან ის­ხდნენ, ჩემი გი­ჟუ­რი ემო­ცია რომ და­ი­ნა­ხეს, გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. შენ ვინ ყო­ფილ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. გერ­მა­ნი­ა­ში ახ­ლაც მყავს მე­გობ­რე­ბი, ისე­ვე, რო­გორც პო­ლო­ნეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

სად გაქურდეს დათო ქაცარავა და რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლა ყველაზე მეტად

სად გაქურდეს დათო ქაცარავა და რომელი ქვეყნის ქალებით მოიხიბლა ყველაზე მეტად

დათო ქაცარავას აქვს კარგი უნარი, შეათავსოს სასარგებლო სასიამოვნოსთან და შესაბამისად, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანი კუთხით ეპატიჟებიან, ყოველთვის პოულობს დროს, რომ ახალი ქალაქი მაინც დაათვალიეროს. ჩვენი რესპონდენტი კანში ყოფნისას გაქურდეს, წაიღეს ლეპტოპი, სადაც მისი ფოტოალბომი იყო თავმოყრილი, ამიტომაც ვერ მოგვაწოდა მოგზაურობის ფოტოები და შესაბამისად, ყველაზე ცუდი მოგონებები საფრანგეთთან აკავშირებს, ყველაზე ბევრ კარგ მომენტს კი გერმანიაში ყოფნას უკავშირებს. უფრო ვრცლად თავად მოგიყვებათ...

- მოგზაურობა ალბათ ყველა ადამიანისთვის სასურველია, რადგან მოგზაურობისას დაგროვილი შთაბეჭდილებები რეალურად ცხოვრების აქტივში ითვლება. მე მიყვარს ახალ-ახალი ადგილების მონახულება არა მხოლოდ მუზეუმების სანახავად, არამედ, პირველ რიგში, ახალი ადამიანების გასაცნობად. ლამაზი პეიზაჟი კარგია, მაგრამ საინტერესო ადამიანების გაცნობა კიდევ უკეთესი. სამწუხაროა, რომ იშვიათად გამომდის საკუთარი სიამოვნებისთვის მოგზაურობა. სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებ, რადგან ძირითადად საქმიანი ვიზიტები მაქვს და დასვენებასა და საქმის კეთებას ერთად ვახერხებ.

- პირველად როდის გახვედით საქართველოს ფარგლებს გარეთ?

- 22 წლის გახლდით, როდესაც 1999 წელს გერმანიაში გავემგზავრე. ახალგაზრდულ ბანაკში მიმიწვიეს, სადაც ქართველებთან ერთად კიდევ სამი ქვეყნის ახალგაზრდები იმყოფებოდნენ და იქ ათი დღის განმავლობაში მათთან დამეგობრებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. ჩემთვის ეს პირველი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა გამოდგა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე მიყვარს ბოდიალი და ქალაქში შეგნებულად დაკარგვა, მაგალითად, ბერლინში. ძალიან მოვიხიბლე ამ ქალაქით, პირველი ეფექტი ძალიან კარგი იყო. მაშინ გერმანიასთან საქართველო ძალიან დაახლოებული გახლდათ, იყო ბევრი გაცვლა-გამოცვლა, აქედან ახალგაზრდები ხშირად მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად. მათ შორის მეც უნდა ვყოფილიყავი, ვემზადებოდი გერმანიაში წასასვლელად, ეს ენა საკმაოდ კარგად ვიცოდი და არც ახლა ვუჩივი გერმანულის ცოდნას, საბუთები შევაგროვე, მაგრამ იმ პერიოდში აღმოჩნდა, რომ კონსერვატორიაში უნდა მოვხვედრილიყავი და... (იღიმის). ეს ჩემი ცხოვრების პირველი ზიგზაგი იყო, მაგრამ ჩვენს თემას არ ეხება. ისევ ბერლინს რომ დავუბრუნდეთ, ახლაც მახსოვს დანგრეული ეკლესია, რომელიც ომის შემდგომ შეგნებულად არ აღადგინეს. ის ახლაც იმ მდგომარეობაშია, როგორშიც მოკავშირეების მიერ ბერლინის აღების დროს იყო. ბერლინი თავისი ღამის ცხოვრებითაა ცნობილი, მაგრამ მე ამისი მოყვარული არ გახლავართ და ამ მხრივ ამ ქალაქზე ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებით მოვიხიბლე ადამიანებით და სტერეოტიპია, თითქოს გერმანელები ცივი ხალხია. პირველი, რაც მოგზაურობიდან ვისწავლე, ის არის, რომ სტერეოტიპების მიხედვით არავინ უნდა შეაფასო.

- ევროპული ქალაქებიდან სად ხართ კიდევ ნამყოფი?

- სტოკჰოლმში, თუ არ ვცდები, 2003 წელს. იქაც სემინარებზე გახლდით, ათდღიან პროექტზე. იქ შთამბეჭდავი არქიტექტურა და ქალაქის სტრუქტურაა განსაკუთრებული. პირველ დღეს იქაც დავიკარგე, მეორე დღეს უკვე ავუღე ალღო. სხვათა შორის, სტოკჰოლმში მასობრივად ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ქალებიც და კაცებიც. სტანდარტულად ძალიან ლამაზები არიან. ევროპა ზოგადად ძალიან საინტერესოა, თუმცა, როგორც გითხარით, ადამიანებს ვაქცევ გამორჩეულ ყურადღებას.

- ამ მხრივ ვინმეს გაუკვირვებიხართ?

- დამამახსოვრდა ისევ და ისევ გერმანია. პროექტის ხელმძღვანელები გამოდგნენ ძალიან თბილები და ყურადღებიანები. ვარ ''ბავარიის'' გულშემატკივარი. მოვხვდი პაბში, სადაც აჩვენებდნენ ''ბავარიისა'' და ''მანჩესტერის'' დაპირისპირებას. ბოლო წუთს წააგო ჩემმა საყვარელმა კლუბმა, რაც ჩემთვის ტრაგედია იყო, მაგრამ უფრო მეტად გაოცებული ვიყავი, რომ იქ მყოფთა ნაწილი, გერმანელები, ''მანჩესტერს'' გულშემატკივრობდნენ. ამის გამო მათ შევეკამათე. აღმოჩნდა, რომ ისინი ბერლინის ''ჰერტას'' ქომაგები იყვნენ და გერმანიაში, ისევე, როგორც ზოგადად, ევროპაში, მიღებული ყოფილა, რომ საკუთარი ქვეყნის რომელიმე გუნდს არ უქომაგო, თუკი შენივე ქვეყნის სხვა კლუბს გულშემატკივრობ. საქართველოში ასეთი რამ წარმოუდგენელია. არც ერთი ქართველი არ უქომაგებს უცხოურ კლუბს, რომელიც ქართულ ნებისმიერ გუნდთან ითამაშებს. ჩვენს კამათს შეესწრნენ ჩვენი პროექტის ხელმძღვანელები, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ, ჩემი გიჟური ემოცია რომ დაინახეს, გაკვირვებას ვერ მალავდნენ. შენ ვინ ყოფილხარო, მეუბნებოდნენ. ძალიან დავმეგობრდით. გერმანიაში ახლაც მყავს მეგობრები, ისევე, როგორც პოლონეთში, უკრაინაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება