პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტარების ჩხუბის დეტალები: "ბობოხიძე, მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა"
პარლამენტარების ჩხუბის დეტალები: "ბობოხიძე, მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა"

"ბო­ბო­ხი­ძე, შენ მაგ სი­ტყვებს არ გა­პა­ტი­ებ, ნა­ბიჭ­ვა­რი ეგა", - ეს რეპ­ლი­კა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან იზო­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან უმ­ცი­რე­სო­ბის მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა. პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. სხდო­მის წამ­ყვან­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ 5-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბაც გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­შიც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბიც ჩა­ერ­თნენ, სხდო­მის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და.

ინ­ცი­დენ­ტი იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ტი­ვამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის­თვის სა­პო­ლი­ციო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტატ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის და მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად, ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ უმ­ცი­რე­სო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­ზრახ შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს და ად­გი­ლი აქვს პი­არ­კამ­პა­ნი­ას, ზუს­ტად ისე, რო­გორც "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­პო­ექ­ტის გან­ხილ­ვე­ბის დროს მოხ­და.

ლე­ვან იზო­რი­ას ამ გა­ცხა­დე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი ად­გი­ლე­ბი­დან შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და რეპ­ლი­კე­ბით შეხ­ვდნენ და სა­ბო­ლო­ოდ, დე­ბა­ტე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და გა­წევ-გა­მო­წე­ვა­ში გა­და­ი­ზარ­და.

უმ­ცი­რე­სო­ბამ სხდო­მა და­ტო­ვა. მათი დარ­ბა­ზი­დან გას­ვლის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

"ის რაც მოხ­და დარ­ბაზ­ში არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. როცა მომხსე­ნე­ბე­ლი გა­მო­დის, თი­თო­ე­ულს უნდა ჰქონ­დეს შეგ­ნე­ბა და ზრდი­ლო­ბა, რომ წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი­თა და რეპ­ლი­კე­ბით არ მოხ­დეს გა­მომ­სვლე­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა. ის, რომ ქუდი და­ი­ხუ­რეს და დარ­ბა­ზი­დან გა­ვიდ­ნენ, იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ კა­ნო­ნი კი არ აინ­ტე­რე­სებთ, არა­მედ ის, რომ შექ­მნეს ინ­ცი­დენ­ტი, რომ შემ­დეგ იკეკ­ლუ­ცონ", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­ნე­ლი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მაგ სი­ტყვებს არ გა­პა­ტი­ებ, ნა­ბიჭ­ვა­რო" - ჩხუ­ბი პარ­ლა­მენ­ტში

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტარების ჩხუბის დეტალები: "ბობოხიძე, მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა"

პარლამენტარების ჩხუბის დეტალები: "ბობოხიძე, მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა"

"ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარი ეგა", - ეს რეპლიკა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტის ტრიბუნიდან უმცირესობის მისამართით გააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ 5-წუთიანი შესვენებაც გამოაცხადა, თუმცა დაპირისპირება, რომელშიც უმრავლესობის წევრი დეპუტატებიც ჩაერთნენ, სხდომის განახლების შემდეგაც გაგრძელდა.

ინციდენტი იმ საკანონმდებლო ინიციტივამ გამოიწვია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას ეხება. კერძოდ, პროექტთან დაკავშირებით დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ დასმული კითხვის და მის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ უმცირესობას საზოგადოება განზრახ შეცდომაში შეჰყავს და ადგილი აქვს პიარკამპანიას, ზუსტად ისე, როგორც "პოლიციის შესახებ" კანონპოექტის განხილვების დროს მოხდა.

ლევან იზორიას ამ გაცხადებას უმცირესობის წევრები ადგილებიდან შეძახილებითა და რეპლიკებით შეხვდნენ და საბოლოოდ, დებატები დაპირისპირებაში და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.

უმცირესობამ სხდომა დატოვა. მათი დარბაზიდან გასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა დავით საგანელიძემ.

"ის რაც მოხდა დარბაზში არის აბსოლუტურად მიუღებელი. როცა მომხსენებელი გამოდის, თითოეულს უნდა ჰქონდეს შეგნება და ზრდილობა, რომ წამოძახილებითა და რეპლიკებით არ მოხდეს გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა. ის, რომ ქუდი დაიხურეს და დარბაზიდან გავიდნენ, იმას კი არ ნიშნავს, რომ კანონი კი არ აინტერესებთ, არამედ ის, რომ შექმნეს ინციდენტი, რომ შემდეგ იკეკლუცონ", - განაცხადა საგანელიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მაგ სიტყვებს არ გაპატიებ, ნაბიჭვარო" - ჩხუბი პარლამენტში

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა