პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება უმცირესობის წევრებსა და შს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას შორის მოხდა.
დაპირისპირება იმ საკანონმდებლო ინიციტივამ გამოიწვია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებას ეხება. ჩიორა თაქთაქიშვილმა საკითხის ინიცირების გამო შსს და მისი წარმომადგენელი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირსპირება მოყვა.