საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა მანჯგალაძე - გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
მანანა მანჯგალაძე - გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე მე­დი­ა­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურს მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც მან­ჯგა­ლა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის რან­გში გა­მარ­თულ ბოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბედ­ნი­ე­რია, რომ ურ­თუ­ლე­სი 4 წლის და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ წლებ­მა ყო­ველ­გვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე გან­ვლო.

მან­ჯგა­ლა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და კო­ლე­გა ნა­თია ბან­ძე­ლა­ძეს, რომ­ლის მან­ქა­ნაც "ზოგ­ჯერ პრე­ზი­დენ­ტის ვერ­ტმფრენ­საც კი უს­წრებ­და".

რო­გორც მან­ჯგა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან.

"ძა­ლი­ან მინ­და, რომ ეს სა­სახ­ლე დარ­ჩეს ისევ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის სა­სახ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში, რათა ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ღირ­სე­უ­ლად დახ­ვდეს სა­პა­ტიო სტუმ­რებს, ყვე­ლა­ფერ იმის­თვის, რომ იმუ­შა­ოთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, ხალ­ხის­თვის და ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვე­ნი ქვეყ­ნის სახე. ეს არ იყო მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე და ნუ გა­ი­მე­ო­რებთ შეც­დო­მებს, რის­თვი­საც წი­ნა­მორ­ბედს აკ­რი­ტი­კებ­დით", - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

პრესს­პი­კერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსაც და აღ­ნიშ­ნა, რომ გან­ვლი­ლი წლე­ბი ეა­მა­ყე­ბა.

"შეც­დო­მე­ბის, სიჩ­ქა­რის და ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა ვთქვა არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ტყვე­ბი - ვა­მა­ყობ, რომ ვი­დე­ქი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის გვერ­დით, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ვთვლი, რომ დრო მას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს ის­ტო­რი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც ვთვლი, რომ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა, იფიქ­რო, რომ მი­შამ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე გელა ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩარ­კვი­ა­ნის შემ­დეგ მის­თვის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო. მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს და­ვით ტყე­შე­ლაშ­ვილს, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა მის შემ­ცვლელ­სა და მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს.

"მო­მა­ვალ პრესს­პი­კერს ხში­რად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს და მერ­წმუ­ნეთ, ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად მე გა­ვუ­გებ. ვუ­სურ­ვებ, ამ ტრი­ბუ­ნი­დან სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბე­ბი ეც­ნო­ბე­ბი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და რა­ზეც მე ვოც­ნე­ბობ­დი, მან წარ­მოთ­ქვას ამ მიკრო­ფონ­თან. წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩემს მო­მა­ვალ კო­ლე­გას, მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს და ჩემს ქვე­ყა­ნას", - აღ­ნიშ­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მანანა მანჯგალაძე - გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

მანანა მანჯგალაძე - გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მედიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მადლობას უხდის. როგორც მანჯგალაძემ პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ ურთულესი 4 წლის და პოლარიზებული ვითარების მიუხედავად, ამ წლებმა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე განვლო.

მანჯგალაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგა ნათია ბანძელაძეს, რომლის მანქანაც "ზოგჯერ პრეზიდენტის ვერტმფრენსაც კი უსწრებდა".

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაადამიანური რესურსების მქონე ადამიანები მუშაობენ, მათ შორის რამდენიმე - ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან.

"ძალიან მინდა, რომ ეს სასახლე დარჩეს ისევ ქვეყნის პირველი პირის სასახლედ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, შესაბამისად, ხალხის სამსახურში, რათა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად დახვდეს საპატიო სტუმრებს, ყველაფერ იმისთვის, რომ იმუშაოთ საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოთ თქვენი ქვეყნის სახე. ეს არ იყო მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და ნუ გაიმეორებთ შეცდომებს, რისთვისაც წინამორბედს აკრიტიკებდით", - განაცხადა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსაც და აღნიშნა, რომ განვლილი წლები ეამაყება.

"შეცდომების, სიჩქარის და ხარვეზების მიუხედავად,  უნდა ვთქვა არაპოპულარული სიტყვები - ვამაყობ, რომ ვიდექი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის გვერდით, რომელმაც ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობაში გადაიყვანა. ვთვლი, რომ დრო მას თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში, ისევე, როგორც ვთვლი, რომ გულუბრყვილობაა, იფიქრო, რომ მიშამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მანანა მანჯგალაძე გელა ჩარკვიანის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩარკვიანის შემდეგ მისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. მანანა მანჯგალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს დავით ტყეშელაშვილს, ასევე წარმატებები უსურვა მის შემცვლელსა და მომავალ პრეზიდენტს.

"მომავალ პრესსპიკერს ხშირად სახელმწიფოებრივად აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული განცხადებების გაკეთება მოუწევს და მერწმუნეთ, ამას ყველაზე მეტად მე გავუგებ. ვუსურვებ, ამ ტრიბუნიდან სასიხარულო ამბები ეცნობებინოს საზოგადოებისთვის და რაზეც მე ვოცნებობდი, მან წარმოთქვას ამ მიკროფონთან. წარმატებები ჩემს მომავალ კოლეგას, მომავალ  პრეზიდენტს და ჩემს ქვეყანას", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა