მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს
 სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს

სვე­ტი­ცხო­ველ­ში უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი მო­ნათ­ლეს. უფ­ლის­წულს 4 ნათ­ლია ჰყავს - ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, მი­ხე­ილ ახვლე­დი­ა­ნი , და უფ­ლის­წუ­ლის ბი­ძე­ბი - გუ­რამ და ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი. ისი­ნი უფ­ლის­წუ­ლის მა­მის, და­ვი­თის ძმე­ბი არი­ან.

ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და სვე­ტი­ცხო­ველ­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პა­თო­კო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ აღას­რუ­ლა.

სვე­ტი­ცხო­ველ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გია დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც ილია მე­ო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. მათ შო­რის, იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი. ნათ­ლო­ბა­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი და უფ­ლის­წუ­ლის ნათ­ლია ლე­ვან ვა­სა­ძე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

უფ­ლის­წუ­ლის ნათ­ლო­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გა­სულ კვი­რას სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი - გი­ორ­გი 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს მად­რიდ­ში და­ი­ბა­და.

ანამ და და­ვით­მა 2009 წლის 8 თე­ბერ­ვალს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს

 სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს

სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი , და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია დილიდან მიმდინარეობდა, რომელიც ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის, იქ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ნათლობაზე ბიზნესმენი და უფლისწულის ნათლია ლევან ვასაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

უფლისწულის ნათლობის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასულ კვირას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია