სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტორეპორტაჟი უფლისწულ გიორგის ნათლობიდან
ფოტორეპორტაჟი უფლისწულ გიორგის ნათლობიდან

გუ­შინ სვე­ტი­ცხო­ველ­ში უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი მო­ნათ­ლეს. უფ­ლის­წულს 4 ნათ­ლია ჰყავს - ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, მი­ხე­ილ ახვლე­დი­ა­ნი და უფ­ლის­წუ­ლის ბი­ძე­ბი - გუ­რამ (უგო) და ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი. ისი­ნი უფ­ლის­წუ­ლის მა­მის, და­ვი­თის ძმე­ბი არი­ან.

ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და სვე­ტი­ცხო­ველ­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პა­თო­კო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ აღას­რუ­ლა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. მათ შო­რის, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი. ნათ­ლო­ბა­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლი - გი­ორ­გი 2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს მად­რიდ­ში და­ი­ბა­და.

ანამ და და­ვით­მა 2009 წლის 8 თე­ბერ­ვალს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი.

გთა­ვა­ზობთ ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ფო­ტო­რე­პორ­ტაჟს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ფოტორეპორტაჟი უფლისწულ გიორგის ნათლობიდან

ფოტორეპორტაჟი უფლისწულ გიორგის ნათლობიდან

გუშინ სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი და უფლისწულის ბიძები - გურამ (უგო) და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ნათლობაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.

გთავაზობთ ნათლობის ცერემონიის ფოტორეპორტაჟს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო