ამერიკის შტატ ფლორიდას მკვიდრი ლინდა დუჩარმი ჟანგიან ეშმაკის ბორბალს "გაჰყვა ცოლად", რომელსაც იგი ბრიუსს ეძახის.
ადრე ქალს, რომელსაც უსულო რკინის ობიექტებისადმი უცნაური გრძნობები აქვს, ხანგრძლივი "რომანი" ჰქონდა მატარებელსა და თვითმფრინავთან.
ლინდამ თვითმფრინავთან მიჯნურობის დროს მფრინავად მუშაობა დაიწყო, რომ "შეყვარებულთან" ახლოს ყოფილიყო. როდესაც გატაცებამ გადაუარა, ანალოგიური ურთიერთობა მატარებელთან გააბა. ამის გამო ლინდა გარკვეული პერიოდი გამცილებლად მუშაობდა.
ქალის უსულო საგნებისადმი დამოკიდებულების შესახებ რომ გაიგეს, ხელმძღვანელობამ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ლინდა დეპრესიაში იყო, სანამ მის ცხოვრებაში ეშმაკის ბორბალი Skydiver-ი არ გამოჩნდა, რომელსაც ლინდამ ბრიუსი დაარქვა.
ქალის თქმით, მას ბრიუსი 1982 წელს შეუყვარდა. შარშან კი Facebook-ის საშუალებით მღვდელი იპოვა, რომელმაც ბრიუსზე დააქორწინა.
ამჟამად, ჩამოწერილი ატრაქციონი ნაგავსაყრელზეა, მაგრამ ლინდა მას რეგულარულად სტუმრობს და საჭმელი მიაქვს. ქალის ბრიუსის რესტავრაციასა და ხელახლა ამუშავებაზე ოცნებობს. ჯერჯერობით კი ლინდა ეშმაკის ბორბლის ფრაგმენტს დაატარებს თან.
მომზადებულია NY Daily News-ის მიხედვით.