საქართველოს სამეფო ოჯახის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე უფლისწულ გიორგის ფოტო ვრცელდება, რომელზეც ახალშობილი დებთან ერთად არის გამოსახული.
"საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილიშვილები, სამეფო ოჯახის მესამე თაობა - ახალდაბადებული უფლისწული გიორგი თავისი დების, ბატონიშვილების - ირინე და მარიამ ბაგრატიონ-გრუზინსკების გარემოცვაში", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
ფოტოს ერთ-ერთი ინტერმეტ-მომხარებელი ასეთ კომენტარს უკეთებს: "რუსეთმა გააბაიბურა ბაგრატიონები და ქართველებმა ვერ დააფასეს თორე ეს ბიჭი უტახტოდ არ იქნებოდა".
კომენტარს გვერდის ადმინისტრატორი პასუხობს: "ბატონიშვილი ანასი.
ქართულ დინასტიურ სამართალში ისტორიულად არსებობდა და ეხლაც არსებობს "ზედსიძეობის" ტრადიცია, რომლის თანახმადაც, როდესაც ქალი იყო ტახტის მემკვიდრე, მაშინ მისი ქორწინებიდან შობილი შვილები აგრძელებდნენ დედის სამეფო გვარსა და ღირსებას. ასე იყო ლაშა-გიორგის IV, დავით VI ნარინის შემთხვევებში".
შეგახსენებთ, ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა. უფლისწული გიორგი 3 ნოემბერს სვეტიცხოველში მონათლეს.
იხილეთ ასევე: სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი მონათლეს
ფოტორეპორტაჟი უფლისწულ გიორგის ნათლობიდან