პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)
 საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

სა­მე­ფო სახ­ლი ორ­დე­ნის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბას გა­ნაგ­რძობს. ამ­ჯე­რად, ლე­ვან ვა­სა­ძის შემ­დეგ, ამ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის რუსი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ალექ­სან­დრე სერ­გე­ე­ვი-ზარ­ნა­ძე გახ­და. ცე­რე­მო­ნია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­სა­ბა­მი­სი წო­დე­ბე­ბით მი­მარ­თავ­დნენ. ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის უფ­რო­სი, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი უძღვე­ბო­და. მას დამ­სწრე­ნი "თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბით" მი­მარ­თავ­დნენ.

"დიდი რა­ინ­დის ოფიც­რის წო­დე­ბა, მისი ყვე­ლა უფ­ლე­ბი­თა და პა­ტი­ვით, ქრის­ტეს შო­ბი­დან 2013 წლის 14 ნო­ემ­ბერს მი­ე­ნი­ჭე­ბა..." - ამ ტეს­ტით იწყებს რა­ინ­დის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი. რა­ინ­დის ტი­ტუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გრძელ­დე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლად შე­რა­ცხულ რა­ინდს, ის რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ვი­და. ის არის სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მზად არის, ქარ­თულ სა­მე­ფო გვარს ემ­სა­ხუ­როს და მათი უფ­ლე­ბე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და რუ­სეთ­ში რა­ინ­დუ­ლად და­იც­ვას.

ალექ­სან­დრე სერ­გე­ე­ვი-ზარ­ნა­ძეს სი­გელ­თან და რა­ინ­დის წო­დე­ბას­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დე­ტა­ლი - ყა­ბა­ლა­ხი გა­და­ე­ცა.

"მე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი ვარ და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ის­ტო­რი­ის აღ­ქმა, ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­დე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტით სა­მე­ფო კა­რის ვებგ­ვერ­დი ვი­პო­ვე, და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე შე­ვი­ტყვე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე და სურ­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტე, სა­მე­ფო კარს ვემ­სა­ხუ­რო", - ამ­ბობს ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის ახა­ლი რა­ინ­დი.

რას მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის დამ­ყა­რე­ბა, ამა­ზე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს; ეს სა­კი­თხი ბოლო დროს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის თე­მაც გახ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იდე­ას სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა­მენ, თუმ­ცა ამა­ვე კი­თხვა­ზე, სა­მე­ფო კა­რის უფ­რო­სის, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის პა­სუ­ხი ასე­თია: "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის დამ­ყა­რე­ბა სი­კე­თეს მო­უ­ტანს, სი­კე­თეს!"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­სა­მე თა­ო­ბა -

უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი დებ­თან ერ­თად

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

 საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

სამეფო სახლი ორდენის წოდების მინიჭებას განაგრძობს. ამჯერად, ლევან ვასაძის შემდეგ, ამ ტიტულის მფლობელი ქართული წარმომავლობის რუსი სასულიერო პირი, ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძე გახდა. ცერემონია შუა საუკუნეების წესების სრული დაცვით ჩატარდა, რომელში მონაწილე პირები ერთმანეთს შესაბამისი წოდებებით მიმართავდნენ. ცერემონიას საქართველოს სამეფო სახლის უფროსი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი უძღვებოდა. მას დამსწრენი "თქვენო უდიდებულესობით" მიმართავდნენ.

"დიდი რაინდის ოფიცრის წოდება, მისი ყველა უფლებითა და პატივით, ქრისტეს შობიდან 2013 წლის 14 ნოემბერს მიენიჭება..." - ამ ტესტით იწყებს რაინდის წოდების მინიჭებას ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. რაინდის ტიტულის მინიჭება ნახევარი საათი გრძელდება...

რაც შეეხება ახლად შერაცხულ რაინდს, ის რუსეთიდან ჩამოვიდა. ის არის სასულიერო პირი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს. "იმედთან" საუბარში ამბობს, რომ მზად არის, ქართულ სამეფო გვარს ემსახუროს და მათი უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში რაინდულად დაიცვას.

ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძეს სიგელთან და რაინდის წოდებასთან ერთად ქართული ნაციონალური სამოსის ერთ-ერთი მთავარი დეტალი - ყაბალახი გადაეცა.

"მე ნახევრად ქართველი ვარ და საქართველოს ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. ისტორიის აღქმა, ბაგრატიონთა საგვარეულოს კონტექსტიდან ამოგდებით, შეუძლებელია. როდესაც ინტერნეტით სამეფო კარის ვებგვერდი ვიპოვე, და ამ შესაძლებლობაზე შევიტყვე, ძალიან გამიხარდა. განაცხადი შევიტანე და სურვილი გამოვხატე, სამეფო კარს ვემსახურო", - ამბობს ქართული სამეფო სახლის ახალი რაინდი.

რას მოუტანს საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის დამყარება, ამაზე ქართულ საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები აქვს; ეს საკითხი ბოლო დროს ინტერნეტსივრცის აქტიური განხილვის თემაც გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტმომხმარებლები იდეას სრულიად არასერიოზულად აღიქვამენ, თუმცა ამავე კითხვაზე, სამეფო კარის უფროსის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის პასუხი ასეთია: "საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის დამყარება სიკეთეს მოუტანს, სიკეთეს!"

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართული სამეფო ოჯახის მესამე თაობა -

უფლისწული გიორგი დებთან ერთად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია