პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით... უფრო ვიმცირებთ თავს"
"ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით... უფრო ვიმცირებთ თავს"

უკვე ცნო­ბი­ლია პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დამ­სწრე სტუმ­რე­ბის არას­რუ­ლი სია... ამ­ჯე­რად, პა­ტი­ვი დაგ­ვდო მხო­ლო ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა - და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტემ. 17 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში ასე­ვე ჩა­მოვ­ლენ: ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი. რუ­მი­ნე­თის, ყირ­გი­ზე­თის და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, თურ­ქე­თის შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრი. ყა­ხა­ზე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რი, თურ­ქმე­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, მოლ­დო­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ყა­ტა­რის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

ამ სიის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ესე­ნი ან გვა­შა­ყი­რე­ბენ, ან კი­დევ მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ერ­თოდ არა­ფერს წარ­მო­ვად­გენთ. რა თქმა უნდა, მე პი­რა­დად არ მქო­ნია ილუ­ზია, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ბა­რაკ ობა­მა ჩა­მობ­რძან­დე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტებ­საც მაგ­რად ვკი­დი­ვართ...

"ალი­ას" დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, სოსო ცინ­ცა­ძე ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო სოსო, ეს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ მე­ზობ­ლე­ბის­თვი­საც და ევ­რო­პის­თვი­საც "ჭ-კლა­სის" ლი­გა­ში ვთა­მა­შობთ?..

- რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნის­ტრე­ბის პირ­ველ მო­ად­გი­ლე­ებ­საც კი არ აგ­ზავ­ნი­ან, ასე რომ იყოს, სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­წერ­დნენ. ესე იგი გა­მო­დის, საქ­მე გვაქვს რი­გით მო­ად­გი­ლე­ებ­თან. სხვა­თა შო­რის, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ის­რა­ელ­ში, პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია, რო­გორც ასე­თი, სა­ერ­თოდ ნი­ვე­ლი­რე­ბუ­ლია, უარ­ყო­ფი­ლი. ჩვენ ინერ­ცი­ით მივ­დი­ვართ და გვინ­და მარ­გვე­ლაშ­ვილს ისე­თი­ვე პა­ტი­ვი მი­ა­გოს მსოფ­ლი­ომ, რო­გორც ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს. ჩემი აზ­რით, ეს ჩვენ­თვის უკვე მა­ხინ­ჯი ფორ­მაა, რად­გან თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს ჩვენ­თვის...

- აქ ხომ მხო­ლოდ პრე­ზი­დენტზე არ არის სა­უ­ბა­რი, ჩვენ ვმსჯე­ლობთ ქვეყ­ნის იმიჯ­ზე...

- ჩვენ გა­და­ვე­დით სა­პარ­ლა­მენ­ტო წყო­ბი­ლე­ბა­ზე და ინა­უ­გუ­რა­ცი­ას რომ ვმარ­თავთ, ამით უა­რესს ვა­კე­თებთ, უფრო ვიმ­ცი­რებთ თავს. პირ­ვე­ლი ფი­გუ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, ჩვენ მა­ინ­ცდა­მა­ინც გვინ­და, რომ პრან­ჭვა-გრე­ხით გა­და­ვი­დეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო წყო­ბი­ლე­ბა­ზე. მე არ მეს­მის, რა სა­ჭი­როა სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მიც. რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ­ნე­ბა მძი­მე ტექ­ნი­კა და ასე­ვე იქ­ნე­ბა ავი­ა­ცია, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ფული ღირს? შენც არ მი­თხრა, მაგრვე­ლაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბა ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლით მო­ი­პო­ვა და შე­სა­ბა­მი­სი პა­ტი­ვიც უნდა მი­ვა­გო­თო. ჩვენ რა, ახლა გვინ­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ვუქ­მნათ მსოფ­ლი­ო­ში იმი­ჯი და აქ ყვე­ლა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი?.. მე თუ მკი­თხავ, სა­ერ­თოდ არა­ვი­თა­რი ინა­უ­გუ­რა­ცია არ იყო სა­ჭი­რო. ერთი პა­ტა­რა მი­ღე­ბა უნდა მო­ე­წყოთ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. ახლა კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ­ნე­ბა სა­ზე­ი­მო კონ­ცერ­ტიც, მო­იწ­ვე­ვენ ვი­ღაც ძვი­რა­დღი­რე­ბულ დი­რი­ჟორს და გა­და­უხ­დი­ან დიდ ფულს. მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა არა მხო­ლოდ სუს­ტი პრე­ზი­დენ­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლა­დაც. მა­გა­ლი­თად, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე რომ გამ­ხდა­რი­ყო პრე­ზი­დენ­ტი, ის კონ­სტი­ტუ­ცი­ით კი იქ­ნე­ბო­და სუს­ტი, მაგ­რამ პი­როვ­ნუ­ლად იქ­ნე­ბო­და ძლი­ე­რი. ასე­ვე, ის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და ამ პოს­ტის ღირ­სე­ბას. ამ დღე­ბე­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ მო­ვის­მი­ნე, რო­მე­ლიც მან რუს ჟურ­ნა­ლისტს მის­ცა. კი მაგ­რამ, მას ხომ ჰქონ­და დრო, ცო­ტა­ო­დენ მა­ინც მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, უკვე ვი­ცით, რომ მან მრჩევ­ლე­ბიც გა­ი­ჩი­ნა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. სა­ერ­თოდ, ინ­ტერ­ვიუ იყო ძა­ლი­ან მცდა­რი და არა­რე­ა­ლის­ტუ­რი. აქე­დან, კრემლში შე­იძ­ლე­ბა და­ას­კვნან, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ, უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ტანს ოკუ­პა­ცი­ის სა­კითხს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს და ა.შ. ამას აუ­ცი­ლებ­ლად ასე გა­ი­გე­ბენ. მარ­თა­ლია, მაია ფან­ჯი­კი­ძე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მრჩევ­ლის, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის რჩე­ვებს სა­რე­თოდ არ გა­უ­წევს ან­გა­რიშს, მეტი საქ­მე არა აქვს, მაგ­რამ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ხომ მა­ინც პრე­ზი­დენ­ტად იწო­დე­ბა?.. რო­დე­საც რუ­სე­თი ღიად აცხა­დებს, რომ მას მხო­ლოდ ორი სა­კი­თხი აწუ­ხებს, - ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა და ტე­რო­რიზ­მი, ამ დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თუნ­დაც ფორ­მა­ლუ­რი, ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლი უნდა იყოს. კი ბა­ტო­ნო, ჩვენ ამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­საც გა­და­ვი­ტანთ, რო­გორ­მე გა­და­ვა­გო­რებთ, უა­რე­სე­ბიც აგ­ვი­ტა­ნია...

- მინ­და ერთი რამ გა­მოკ­ვე­თი­ლად ვთქვათ, - სტუმ­რე­ბის ხა­რის­ხი მი­ა­ნიშ­ნებს თუ არა იმა­ზე, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ არის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გო­რიც გვგო­ნია?

- მსოფ­ლიო პრობ­ლე­მებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი არა, სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე თუ აინ­ტე­რე­სებს ვინ­მეს, იმა­ზეც მად­ლო­ბა უნდა ვთქვათ. შენ რო­მელ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ, რე­ა­ლის­ტე­ბი ხომ უნდა ვი­ყოთ?.. დღეს უკვე ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს, რო­გორც მე ვარ და­ლაი ლამა.

- ეგ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სომ­ხე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მა­ინც ხომ უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ?

- ისი­ნი არ თვლი­ან თა­ვი­ან­თი დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სად მარ­გვე­ლაშ­ვილს. მეტი საქ­მე არა აქვს ახლა ალი­ევს, ჩა­მო­ვი­დეს და მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან სუ­რა­თი გა­და­ი­ღოს, ან რო­გორც თა­ნა­ტოლს, ისე და­უჯ­დეს და ელა­პა­რა­კოს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით რომ ჩა­ვი­დეს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მად­ლო­ბა უნდა თქვას, ალი­ევ­მა თუ მი­ი­ღო.

- მი­ღე­ბით კი მი­ი­ღებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა აე­რო­პორ­ტში არ დახ­ვდეს.

- რო­მელ აე­რო­პორტზე ლა­პა­რა­კობ, რას ამ­ბობ?!. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს, მაგ­რამ რაზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, ეგ კი­დევ მე­ო­რე სა­კი­თხია. იგი­ვე ალი­ე­ვი ყვე­ლა სა­კითხს გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ასე­ვე მო­იქ­ცე­ვა სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტიც, ჩვენ დღეს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი პო­ლი­ტი­კა გვაქვს. სა­ერ­თოდ არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში იმას, მა­გა­ლი­თად, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის. 13 ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნამ ხელი მო­ა­წე­რა უვი­ზო მი­მოს­ვლას სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან. რუ­სეთ­მა იგი­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი ბოს­ნია-ჰერ­ცო­გო­ვი­ნას­თან. ესე იგი ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა სა­დღაც გა­და­კარ­გულ­ში სა­ვიზ­რო რე­ჟიმს აუქ­მებს და თა­ვის მე­ზობ­ლებ­თან პი­რი­ქით იქ­ცე­ვა. აგერ, ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კია და გა­მარ­ტი­ვე­ბულ სა­ვი­ზო რე­ჟიმ­საც კი ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. შენ იცი, რომ უკვე მა­ფია გაჩ­ნდა ამ სფე­რო­ში?.. ძა­ლი­ან დიდი რი­გე­ბია რუ­სე­თის ვი­ზებ­ზე. იქ ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი დარ­ბი­ან, რა­ღა­ცებს ჩა­ლი­ჩო­ბენ და რიგ­ში რომ ჩაგ­წე­რონ, 100 ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დო. აი, დღეს ეს ხდე­ბა ჩვენ­თან რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, - ჩვენ დღეს ვართ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ხომ მთლად გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­სა­ტა­ნი, უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

- ბა­ტო­ნო სოსო, აქამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი თურ­ქებს აძ­ლევ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და თავს იმით იმარ­თლებ­და, რომ ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მერე, მგო­ნი, მზად იყო, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა ეს უფ­ლე­ბა. არა მგო­ნია, ეს იყოს მხო­ლოდ პი­ა­რის ნა­წი­ლი, აქ რა­ღაც დიდი ბო­რო­ტე­ბაა ჩა­დე­ნი­ლი.

- შენ რო­გორ გგო­ნია, ამე­რი­კე­ლე­ბი სუ­ლე­ლე­ბი არი­ან, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკი­დუ­რე­სად აქვთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია? ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა რომ მი­ი­ღო, ერ­თგვარ გოლ­გო­თა­ზე უნდა ახ­ვი­დე, არის რა­ღაც "გრინ კარ­ტა", მაგ­რამ სამ თა­ო­ბას ამოწ­მე­ბენ, რათა ვინ­მე ისე­თი არ შე­ი­პა­როს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ქვე­ყა­ნას. მა­გა­ლი­თად, ინ­გლის­ში 20 წელ­ზე მე­ტია, მოღ­ვა­წე­ობს ეგ­ვიპ­ტე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას მა­მამ­თი­ლი, მას ლონ­დონ­ში მა­ღა­ზი­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ქსე­ლი აქვს. ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯეტ­ში იხ­დის 50 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს, კაცი მი­ლი­არ­დე­რია, 20 წე­ლია, იხ­ვე­წე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ცი­თო და არ აძ­ლე­ვენ. ჩვენ­თან კი სა­ა­კაშ­ვილ­მა, კო­ლექ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სტა­ტუ­სი შე­მო­ი­ღო, შე­მო­დი­ან და შე­მო­დი­ან ეს შავი ადა­მი­ა­ნე­ბი, დგე­ბი­ან რიგ­ში და უპ­რობ­ლე­მოდ იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ეს ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხეა... ახლა გე­კი­თხე­ბი, - ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მზად არი­ან იმის­თვის, რომ ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში შე­ის­წავ­ლონ ყვე­ლა შე­მო­სუ­ლი? სა­ქარ­თვე­ლო უკვე ბა­ბი­ლო­ნის გო­დოლს და­ემ­სგავ­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, ყვე­ლა შე­მო­სულს პერ­სო­ნა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი­თო, მაგ­რამ ამის არ მჯე­რა, მი­თხრას სა­ა­კაშ­ვილ­მა, ვინ სწავ­ლობ­და ამ ყვე­ლა­ფერს?.. ერთ ღა­მე­ში გა­არ­კვი­ეს ყვე­ლა­ფე­რი?..

მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს შე­მო­დი­ან იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ტრა­გე­დი­ე­ბი დატ­რი­ალ­და, ეს არის ძი­რი­თა­დად არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო, მა­გათ არც ამე­რი­კა­ში იღე­ბენ და არც ევ­რო­პა­ში. ჩა­მო­დი­ან ჩი­ნე­თის იმ პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან, სა­დაც ახლა სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბია, იგი­ვე ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან, იქ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ასე­თი მა­სობ­რი­ვი გა­მო­ქა­ლა­ქე­ვე­ბა, უცხო­ე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რი. აქ მხო­ლოდ რუ­სეთ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ყვე­ლა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს. ალ­ბათ, გახ­სოვს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, როცა ის­რა­ე­ლი თა­ვის აგენ­ტუ­რას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ნერ­გავ­და. ამ ამ­ბავს დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. თუკი ის­რა­ე­ლი თა­ვის მამა-მარ­ჩე­ნალ ამე­რი­კას არ ინ­დობს, ჩვენ რა­ტომ დაგ­ვინ­დო­ბენ სხვა ქვეყ­ნე­ბი, თუ გინ­და უკ­რა­ი­ნა, სომ­ხე­თი, ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი?.. ეს პო­ლი­ტი­კაა, აქ მე­გობ­რო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია... სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შემ­დეგ ჩა­ი­ნერ­გე­ბა ასო­ბით კი არა, ათა­სო­ბით აგენ­ტი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა, მე არ ვიცი, დღეს რამ­დე­ნი ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სტა­ტუ­სით? ამის შე­სა­ხებ იფ­ნორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, თუ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც იგი­ვე კურ­სი გა­აგ­რძე­ლა, 10-15 წლის შემ­დეგ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირი უფრო მეტი იქ­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ვიდ­რე ჩემ­ნა­ი­რი და შენ­ნა­ი­რი.

- მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ნა­შა­ულს და­ნა­შა­ულ­ზე უმა­ტებს, ის ათა­ვი­სუფ­ლებს ცი­ხე­ე­ბი­დან მკვლე­ლებს, თაღ­ლი­თებს და "ნარ­კო­ბა­რი­გებს", ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას აძ­ლევს უცხო­ე­თი­დან შე­მოყ­რილ სა­ეჭ­ვო პი­რებს. არა­და, ამ ყვე­ლა­ფერს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა...

- სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს, ამის­თვის არის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტე­ბი მის და­ნა­შა­ულს უცებ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს პლი­ტი­კუ­რი ნება. მე პი­რა­დად, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პი­როვ­ნუ­ლად არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ისიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გა­რე­მოც­ვა ეყო­ლე­ბა პრე­ზი­დენტს. ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო ელჩი ია­პო­ნი­ა­ში, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ სან­დო და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. ვი­ნა­ი­დან შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც და დღე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გობ­რო­ბის პრინ­ცი­პით ინიშ­ნე­ბი­ან, ამი­ტომ ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის იმე­დი.

- თუკი გა­გი­ჟე­ბულ პრე­ზი­დენტს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ უწე­ვენ, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც იგი­ვეს გა­აგ­რძე­ლებს?

- გა­იხ­სე­ნეთ, ჩვენ გვპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია დამ­თავ­რდე­ბო­და 27 ოქ­ტომ­ბერს. მას შემ­დეგ თით­ქმის 20 დღე გა­ვი­და, რამე შე­იც­ვა­ლა?..

- მხო­ლოდ ის შე­იც­ვა­ლა, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გა...

- მერე რა შე­იც­ვლე­ბა?.. ცოტა ხან­ში ჩვე­ნი ახა­ლი პრო­კუ­რო­რიც და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ისევ ორ­ცე­ცხლშუა აღ­მოჩ­ნდე­ბა. ისევ წა­მო­ვა ცუ­დად შე­ნიღ­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბი ევ­რო­პი­დან, - ხელი არ ახ­ლოთ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს პი­რებ­სო. როცა ამე­რი­კე­ლე­ბი გთხო­ვენ, რომ არ გაგ­რძელ­დეს და­ჭე­რე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ახა­ლი მთავ­რო­ბა?.. ერთი მხრივ არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, პრე­სა, მე­ო­რე მხრივ, და­სავ­ლე­თი­დან მო­დის რჩე­ვე­ბი. მომ­კა­ლი და ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ძმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იქ­ნე­ბა იმ კურ­სი­სა, რო­მელ­საც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნა­უგ­რძნობ­და და ატა­რებ­და. რა გა­მო­დის, როცა სა­ა­კაშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­და, იმის კურსს არ ეთან­ხმე­ბო­და?... თუ არ ეთან­ხმე­ბო­და, რა­ტომ არ გა­დად­გა?.. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა ცხრა­ჯერ გა­და­ი­ღე­ბონ სა­ხე­ე­ბი... ასე­თი მიდ­გო­მე­ბით საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გა­კეთ­დე­ბა და მი­ვი­ღებთ კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს...

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით... უფრო ვიმცირებთ თავს"

"ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით... უფრო ვიმცირებთ თავს"

უკვე ცნობილია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების არასრული სია... ამჯერად, პატივი დაგვდო მხოლო ლიტვის პრეზიდენტმა - დალია გრიბაუსკაიტემ. 17 ნოემბერს თბილისში ასევე ჩამოვლენ: ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რუმინეთის, ყირგიზეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, თურქეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი. ყახაზეთის ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყატარის კულტურის მინისტრი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამ სიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესენი ან გვაშაყირებენ, ან კიდევ მსოფლიოსთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენთ. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ილუზია, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციაზე ბარაკ ობამა ჩამობრძანდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსაც მაგრად ვკიდივართ...

"ალიას" დიპლომატიური აკადემიის რექტორი, სოსო ცინცაძე ესაუბრა:

- ბატონო სოსო, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ მეზობლებისთვისაც და ევროპისთვისაც "ჭ-კლასის" ლიგაში ვთამაშობთ?..

- როგორც ჩანს, საქართველოში მინისტრების პირველ მოადგილეებსაც კი არ აგზავნიან, ასე რომ იყოს, სიაში აუცილებლად მიაწერდნენ. ესე იგი გამოდის, საქმე გვაქვს რიგით მოადგილეებთან. სხვათა შორის, იტალიაში, გერმანიასა და ისრაელში, პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ასეთი, საერთოდ ნიველირებულია, უარყოფილი. ჩვენ ინერციით მივდივართ და გვინდა მარგველაშვილს ისეთივე პატივი მიაგოს მსოფლიომ, როგორც ამერიკის პრეზიდენტს. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის უკვე მახინჯი ფორმაა, რადგან თავად პრეზიდენტი აღარაფერს ნიშნავს ჩვენთვის...

- აქ ხომ მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი, ჩვენ ვმსჯელობთ ქვეყნის იმიჯზე...

- ჩვენ გადავედით საპარლამენტო წყობილებაზე და ინაუგურაციას რომ ვმართავთ, ამით უარესს ვაკეთებთ, უფრო ვიმცირებთ თავს. პირველი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, ჩვენ მაინცდამაინც გვინდა, რომ პრანჭვა-გრეხით გადავიდეთ საპარლამენტო წყობილებაზე. მე არ მესმის, რა საჭიროა სამხედრო აღლუმიც. როგორც ამბობენ, იქნება მძიმე ტექნიკა და ასევე იქნება ავიაცია, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ფული ღირს? შენც არ მითხრა, მაგრველაშვილმა პრეზიდენტობა ხელჩართული ბრძოლით მოიპოვა და შესაბამისი პატივიც უნდა მივაგოთო. ჩვენ რა, ახლა გვინდა, რომ ხელოვნურად შევუქმნათ მსოფლიოში იმიჯი და აქ ყველა ქვეყნის პირველი პირები იყვნენ წარმოდგენილნი?.. მე თუ მკითხავ, საერთოდ არავითარი ინაუგურაცია არ იყო საჭირო. ერთი პატარა მიღება უნდა მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენციაში და საკმარისი იქნებოდა. ახლა კი, როგორც ამბობენ, იქნება საზეიმო კონცერტიც, მოიწვევენ ვიღაც ძვირადღირებულ დირიჟორს და გადაუხდიან დიდ ფულს. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ გვეყოლება არა მხოლოდ სუსტი პრეზიდენტი კონსტიტუციით, არამედ პიროვნულადაც. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, ის კონსტიტუციით კი იქნებოდა სუსტი, მაგრამ პიროვნულად იქნებოდა ძლიერი. ასევე, ის შეინარჩუნებდა ამ პოსტის ღირსებას. ამ დღებეში მარგველაშვილის ინტერვიუ მოვისმინე, რომელიც მან რუს ჟურნალისტს მისცა. კი მაგრამ, მას ხომ ჰქონდა დრო, ცოტაოდენ მაინც მომზადებულიყო, უკვე ვიცით, რომ მან მრჩევლებიც გაიჩინა საგარეო პოლიტიკაში. საერთოდ, ინტერვიუ იყო ძალიან მცდარი და არარეალისტური. აქედან, კრემლში შეიძლება დაასკვნან, რომ საქართველო საერთოდ, უკანა პლანზე გადაიტანს ოკუპაციის საკითხს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, ნატოში გაწევრიანების საკითხს და ა.შ. ამას აუცილებლად ასე გაიგებენ. მართალია, მაია ფანჯიკიძე მარგველაშვილის მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის რჩევებს სარეთოდ არ გაუწევს ანგარიშს, მეტი საქმე არა აქვს, მაგრამ მარგველაშვილი ხომ მაინც პრეზიდენტად იწოდება?.. როდესაც რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მას მხოლოდ ორი საკითხი აწუხებს, - ნატოს გაფართოება და ტერორიზმი, ამ დროს, საქართველოს ხელმძღვანელი, თუნდაც ფორმალური, ძალიან მოზომილი უნდა იყოს. კი ბატონო, ჩვენ ამ ინაუგურაციასაც გადავიტანთ, როგორმე გადავაგორებთ, უარესებიც აგვიტანია...

- მინდა ერთი რამ გამოკვეთილად ვთქვათ, - სტუმრების ხარისხი მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც გვგონია?

- მსოფლიო პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, დღეს საქართველო მნიშვნელოვანი კი არა, საშუალო დონეზე თუ აინტერესებს ვინმეს, იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. შენ რომელ მნიშვნელობაზე ლაპარაკობ, რეალისტები ხომ უნდა ვიყოთ?.. დღეს უკვე ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორც მე ვარ დალაი ლამა.

- ეგ გასაგებია, მაგრამ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მაინც ხომ უნდა ჩამოსულიყვნენ?

- ისინი არ თვლიან თავიანთი დონის პოლიტიკოსად მარგველაშვილს. მეტი საქმე არა აქვს ახლა ალიევს, ჩამოვიდეს და მარგველაშვილთან სურათი გადაიღოს, ან როგორც თანატოლს, ისე დაუჯდეს და ელაპარაკოს. მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით რომ ჩავიდეს აზერბაიჯანში, მადლობა უნდა თქვას, ალიევმა თუ მიიღო.

- მიღებით კი მიიღებს, მაგრამ შეიძლება აეროპორტში არ დახვდეს.

- რომელ აეროპორტზე ლაპარაკობ, რას ამბობ?!. შეიძლება მიიღოს, მაგრამ რაზე დაელაპარაკება, ეგ კიდევ მეორე საკითხია. იგივე ალიევი ყველა საკითხს გადაწყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე მოიქცევა სომხეთის პრეზიდენტიც, ჩვენ დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის კონტექსტიდან ამოგლეჯილი პოლიტიკა გვაქვს. საერთოდ არ ვითვალისწინებთ საგარეო პოლიტიკაში იმას, მაგალითად, რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის. 13 ნოემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა უვიზო მიმოსვლას სამხრეთ კორეასთან. რუსეთმა იგივე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან. ესე იგი ამხელა ქვეყანა სადღაც გადაკარგულში სავიზრო რეჟიმს აუქმებს და თავის მეზობლებთან პირიქით იქცევა. აგერ, ჩვენთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკია და გამარტივებულ სავიზო რეჟიმსაც კი ვერ მივაღწიეთ. შენ იცი, რომ უკვე მაფია გაჩნდა ამ სფეროში?.. ძალიან დიდი რიგებია რუსეთის ვიზებზე. იქ ქართველი ბიჭები დარბიან, რაღაცებს ჩალიჩობენ და რიგში რომ ჩაგწერონ, 100 ლარი უნდა გადაიხადო. აი, დღეს ეს ხდება ჩვენთან რუსეთთან ურთიერთობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ჩვენ დღეს ვართ კონტექსტიდან ამოგლეჯილები, მაგალითად, რასაც სააკაშვილი აკეთებს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს ხომ მთლად გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი, უნიკალური მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით.

- ბატონო სოსო, აქამდე სააკაშვილი თურქებს აძლევდა საქართველოს მოქალაქეობას და თავს იმით იმართლებდა, რომ ისინი ქართველები არიან, მაგრამ მერე, მგონი, მზად იყო, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის მიენიჭებინა ეს უფლება. არა მგონია, ეს იყოს მხოლოდ პიარის ნაწილი, აქ რაღაც დიდი ბოროტებაა ჩადენილი.

- შენ როგორ გგონია, ამერიკელები სულელები არიან, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით უკიდურესად აქვთ გართულებული სიტუაცია? ამერიკის მოქალაქეობა რომ მიიღო, ერთგვარ გოლგოთაზე უნდა ახვიდე, არის რაღაც "გრინ კარტა", მაგრამ სამ თაობას ამოწმებენ, რათა ვინმე ისეთი არ შეიპაროს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანას. მაგალითად, ინგლისში 20 წელზე მეტია, მოღვაწეობს ეგვიპტელი ბიზნესმენი, პრინცესა დაიანას მამამთილი, მას ლონდონში მაღაზიების ძალიან დიდი ქსელი აქვს. ყოველწლიურად ბიუჯეტში იხდის 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს, კაცი მილიარდერია, 20 წელია, იხვეწება მოქალაქეობა მომეცითო და არ აძლევენ. ჩვენთან კი სააკაშვილმა, კოლექტიური მოქალაქეობის სტატუსი შემოიღო, შემოდიან და შემოდიან ეს შავი ადამიანები, დგებიან რიგში და უპრობლემოდ იღებენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს ძალიან დიდი საფრთხეა... ახლა გეკითხები, - ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები მზად არიან იმისთვის, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შეისწავლონ ყველა შემოსული? საქართველო უკვე ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა, სააკაშვილი კი აცხადებს, ყველა შემოსულს პერსონალურად ვსწავლობდითო, მაგრამ ამის არ მჯერა, მითხრას სააკაშვილმა, ვინ სწავლობდა ამ ყველაფერს?.. ერთ ღამეში გაარკვიეს ყველაფერი?..

მოდით, ვაღიაროთ, საქართველოში დღეს შემოდიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ტრაგედიები დატრიალდა, ეს არის ძირითადად არაბული სამყარო, მაგათ არც ამერიკაში იღებენ და არც ევროპაში. ჩამოდიან ჩინეთის იმ პროვინციებიდან, სადაც ახლა სტიქიური უბედურებებია, იგივე ფილიპინებიდან, იქ მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი მასობრივი გამოქალაქევება, უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის არის ძალიან დიდი საჩუქარი. აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის საუბარი, ამ სიტუაციას ყველა სათავისოდ გამოიყენებს. ალბათ, გახსოვს რამდენიმე წლის წინათ ერთი გახმაურებული საქმე, როცა ისრაელი თავის აგენტურას ამერიკის შეერთებულ შტატებში ნერგავდა. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა. თუკი ისრაელი თავის მამა-მარჩენალ ამერიკას არ ინდობს, ჩვენ რატომ დაგვინდობენ სხვა ქვეყნები, თუ გინდა უკრაინა, სომხეთი, ან აზერბაიჯანი?.. ეს პოლიტიკაა, აქ მეგობრობა არაფერ შუაშია... საქართველოში ამის შემდეგ ჩაინერგება ასობით კი არა, ათასობით აგენტი, სააკაშვილის მოქმედება ძალიან სარისკოა, მე არ ვიცი, დღეს რამდენი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით? ამის შესახებ იფნორმაცია არ არსებობს, თუ ახალმა ხელისუფლებამაც იგივე კურსი გააგრძელა, 10-15 წლის შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი უფრო მეტი იქნება ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩემნაირი და შენნაირი.

- მოკლედ, სააკაშვილი დანაშაულს დანაშაულზე უმატებს, ის ათავისუფლებს ციხეებიდან მკვლელებს, თაღლითებს და "ნარკობარიგებს", ასევე მოქალაქეობას აძლევს უცხოეთიდან შემოყრილ საეჭვო პირებს. არადა, ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება...

- სააკაშვილის შეჩერების მექანიზმი არსებობს, ამისთვის არის საკონსტიტუციო სასამართლო. კვალიფიციური იურისტები მის დანაშაულს უცებ დაამტკიცებენ, მაგრამ არ არსებობს პლიტიკური ნება. მე პირადად, მარგველაშვილის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი ჩემთვის გაცილებით მეტია, ისიც ძალიან მაინტერესებს, როგორი გარემოცვა ეყოლება პრეზიდენტს. ვანო მაჭავარიანი სააკაშვილის დროს იყო ელჩი იაპონიაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანდო და ჭკვიანი ადამიანია. ვინაიდან შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და დღესაც თანამდებობებზე ადამიანები მეგობრობის პრინციპით ინიშნებიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს პროფესიონალიზმის იმედი.

- თუკი გაგიჟებულ პრეზიდენტს წინააღმდეგობას არ უწევენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ხელისუფლებაც იგივეს გააგრძელებს?

- გაიხსენეთ, ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ კოჰაბიტაცია დამთავრდებოდა 27 ოქტომბერს. მას შემდეგ თითქმის 20 დღე გავიდა, რამე შეიცვალა?..

- მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მთავარი პროკურორი გადადგა...

- მერე რა შეიცვლება?.. ცოტა ხანში ჩვენი ახალი პროკურორიც და ახალი ხელისუფლებაც, ისევ ორცეცხლშუა აღმოჩნდება. ისევ წამოვა ცუდად შენიღბული მესიჯები ევროპიდან, - ხელი არ ახლოთ ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებსო. როცა ამერიკელები გთხოვენ, რომ არ გაგრძელდეს დაჭერები, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ახალი მთავრობა?.. ერთი მხრივ არის საზოგადოებრივი აზრი, პრესა, მეორე მხრივ, დასავლეთიდან მოდის რჩევები. მომკალი და ვერ დავიჯერებ, რომ მიშა მაჭავარიანის ძმა მოწინააღმდეგე იქნება იმ კურსისა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში თანაუგრძნობდა და ატარებდა. რა გამოდის, როცა სააკაშვილთან მუშაობდა, იმის კურსს არ ეთანხმებოდა?... თუ არ ეთანხმებოდა, რატომ არ გადადგა?.. ხომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში ადამიანებმა ცხრაჯერ გადაიღებონ სახეები... ასეთი მიდგომებით საქმე ნამდვილად არ გაკეთდება და მივიღებთ კატასტროფულ შედეგებს...

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა