მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ
რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ

ბევ­რს სურს, სახ­ლში ჰყავ­დეს სხვა­დას­ხვა ჯი­შის კატა თუ ძაღ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. რა უნდა იცო­დეთ, თუ სახ­ლში ძაღ­ლის, ან კა­ტის ყო­ლას გა­და­წყვეტთ, თქვენს კი­თხვებს ექი­მი ვე­ტე­რი­ნა­რი, აკა­კი რუ­ა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

გი­ორ­გი ვენ­ჯე­ლაშ­ვი­ლი:

მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ში­შია თუ არა ძაღ­ლის სახ­ლში ყოლა, ანუ კორ­პუ­სის ბი­ნა­ში, რა საფრ­თხეს შე­ი­ცავს ძაღ­ლის ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა, თუნ­დაც ჯან­მრთე­ლი იყოს ძაღ­ლი?

-ჯან­მრთე­ლი ძაღ­ლის ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა სა­ში­ში არ არის. ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა მა­შინ არის სა­ში­ში, როცა ძაღლს ყავს პა­რა­ზი­ტე­ბი მუ­ცელ­ში. პა­რა­ზი­ტე­ბის კვერ­ცხე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა ბეწ­ვებ­ზე და იმ ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში რა თქმა უნდა სა­შიშ­რო­ე­ბა არის, მაგ­რამ თუ ძაღ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს აც­რე­ბი და მი­თუ­მე­ტეს მი­ცე­მუ­ლი აქვს ან­ტი­ჰერ­მე­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, იმ ძაღ­ლის ყოლა არა­ვი­თარ სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

მა­რი­კა ან­დღუ­ლა­ძე:

1) მინ­და პა­ტა­რა ძაღ­ლი ვი­ყო­ლიო სახ­ლში. მე­ში­ნია ტუ­ა­ლეტს რომ ვერ მი­ვაჩ­ვიო. ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში ვნა­ხე სპრეი, კონ­სულ­ტან­ტმა მი­თხრა: სპრე­ის და­ას­ხამ გარ­კვე­ულ ად­გი­ლას და იმ ად­გილს მი­ეჩ­ვე­ვა ლეკ­ვიო. მარ­თა­ლია თუ არა?

-ადა­მი­ა­ნი როცა და­ა­პი­რებს ძაღ­ლის აყ­ვა­ნას უნდა იყოს ყვე­ლა­ნა­ი­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ძაღლს ესა­ჭი­რო­ე­ბა დრო, ადა­მი­ანს კი სჭირ­დე­ბა ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რომ ძაღლს მო­უ­ა­როს. თუ ძაღ­ლი მო­იყ­ვა­ნა და მი­უშ­ვა თა­ვის ნე­ბა­ზე, რა თქმა უნდა, ის პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის თუნ­დაც ჰი­გი­ე­ნის თვალ­საზ­რი­სით. ლეკვს შე­უძ­ლია დაღ­რღნას ნივ­თე­ბი, უცხო სხე­უ­ლე­ბი გა­დაყ­ლა­პოს და დას­ვა­როს ოთახ­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი. სპრეი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან გა­მო­სა­დე­გია. რო­დე­საც ძაღ­ლი მო­საქ­მე­ბას აპი­რებს, ის ჯერ იმ ად­გილს პო­უ­ლობს, სა­დაც ადრე მო­ი­საქ­მა და იმ ად­გილს რო­დე­საც ან­ტი­პეს­პე­რან­ტი და­ე­მა­ტე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში აღარ დას­ვრის სხვა ად­გილს. სა­ერ­თოდ ლეკვს რო­დე­საც აჭ­მე­ვენ 10-15 წუთ­ში უნდა გა­ვი­დეს კუჭ­ში, პატ­რო­ნი კი ამის­თვის მზად უნდა იყოს. ძაღლს ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა.

2) კარ­ლი­კო­ვი პუ­დე­ლი პრობ­ლე­მუ­რი მო­სავ­ლე­ლი ხომ არ იქ­ნე­ბა?

-პუ­დე­ლი ერთ-ერთი იმ ძაღ­ლთა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლე­ბი არი­ან. მათ ბეწ­ვი არ სცვი­ვათ და არ იც­ვლი­ან. უბ­რა­ლოდ მათ ძა­ლი­ან გრძე­ლი ბეწ­ვი ეზ­რდე­ბათ და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გაკ­რეჭ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. პუ­დე­ლი თუ არ გა­იკ­რი­ჭა და და­ი­ვარ­ცხნა დრო­უ­ლად უჩ­ნდე­ბა ნა­ბა­დი­ვით ნა­თე­ლე­ბი და შემ­დეგ უკვე ძნე­ლია მოვ­ლა. კარ­ლი­კო­ვი პუ­დე­ლის მოვ­ლა არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს.

ნანა:

გარ­და ცო­ფი­სა, რა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს ადა­მი­ანს ძაღ­ლი­სა და კა­ტის­გან?

-ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბაა რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­და­ე­დოს. პირ­ვე­ლი რა თქმა უნდა არის ცოფი, ასე­ვე ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი, ბრუ­ცე­ლი­ო­ზი, ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზი, ასე­ვე მრა­ვა­ლი პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის­თვის თუ ში­ნა­ურ ცხო­ველს დრო­უ­ლად მი­ვუყ­ვანთ ვე­ტე­ქიმს და ჩა­ვუ­ტა­რებთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ძაღ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს. გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ში­შია მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც გრი­პი აქვს ვიდ­რე ძღლის სახ­ლში ყოლა.

სო­ფია:

რა და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გად­მოგ­ვე­დოს ოთა­ხის ფრინ­ვე­ლე­ბის­გან და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ვის და­ვიც­ვათ?

-არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნი რუ­სუ­ლად ორ­ნი­ტო­ზი, ეს არის ფრინ­ველ­თა და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ადა­მი­ან­ზე. ასე­ვე გა­დამ­დე­ბია ფრინ­ვე­ლის გრი­პი, რო­მელ­საც ქათ­მის გრიპს ეძა­ხი­ან. არის სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტე­ბი, მაგ­რამ რო­გორც წესი, სახ­ლში ყავთ ძი­რი­თა­დად თუ­თი­ყუ­შე­ბი, ია­დო­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა ისე­თი ფრინ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახ­შია გა­მოყ­ვა­ნი­ლი და რო­გორც წესი მათ­გან და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.მაგ­რამ რო­დე­საც ახა­ლი ფრინ­ვე­ლი ან ცხო­ვე­ლი მოგ­ყავთ სახ­ლში, თუ სხვა ცხო­ვე­ლე­ბიც გყავთ სახ­ლში, პირ­და­პირ ამათ­თან შეშ­ვე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბა ეს ცხო­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში იყოს და და­ა­ვა­დე­ბა რა­მო­დე­ნი­მე დღის ან კვი­რის შემ­დეგ გა­მო­აჩ­ნდეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვად­დე­ბი­ან სხვა ცხო­ვე­ლე­ბიც. ამი­ტომ თუ ახა­ლი ცხო­ვე­ლის მოყ­ვა­ნას აპი­რებთ სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­როს 2 კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი.

გი­ორ­გი:

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა?

-ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხში­რად გო­ნი­ათ, რომ თუ ერთხელ გა­უ­კე­თე­ბენ ვაქ­ცი­ნას, ძაღ­ლი ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა. ლეკ­ვი პირ­ველ წე­ლი­წა­დას იც­რე­ბა სამ­ჯერ ან ოთხჯერ, ორი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით. თუ ყვე­ლა სა­სურ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­და, მა­ინც არ არის ეს 100%-იანი გა­რან­ტია, იმი­ტომ რომ ცხო­ვე­ლი აც­რის დროს უნდა იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი, პა­რა­ზი­ტე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ პა­რა­ზი­ტე­ბი თუ ყავს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში ორ­გა­ნიზ­მი სუს­ტდე­ბა, ვაქ­ცი­ნა კი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად უკეთ­დე­ბა. იმუ­ნი­ტეტს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, თუ ორ­გა­ნიზ­მი და­სუს­ტე­ბუ­ლია და ენერ­გია აღარ ყოფ­ნის სა­მა­გი­სოდ. თუ ძაღლს კუჭი აქვს აშ­ლი­ლი, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, მო­წყე­ნი­ლია და გუ­ლის რევა აქვს, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა აც­რის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნა უნდა გა­უ­კეთ­დეს მხო­ლოდ ჯან­მრთელ ძაღლს და ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­რან­ტია 80- 85%. მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლი და­ა­ვად­დეს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად გა­და­ი­ტანს და­ა­ვა­დე­ბას.

თორ­ნი­კე:

რო­დი­დან არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ლეკ­ვის პირ­ვე­ლი ბა­ნა­ო­ბა, რა პე­რი­ო­დის ინ­ტერ­ვა­ლით უნდა ვა­ბა­ნა­ოთ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში?

-ლეკ­ვის პირ­ვე­ლი ბა­ნა­ო­ბა სა­სურ­ვე­ლია მე­ო­რედ აც­რის შემ­დგომ. პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა რომ კეთ­დე­ბა ორი კვი­რის შემ­დეგ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ მე­ო­რე და მხო­ლოდ მე­ო­რე ვაქ­ცი­ნი­დან 10 დღის შემ­დეგ შიძ­ლე­ბა ლეკ­ვის ბა­ნა­ო­ბა. მა­ინ­ცდა­მა­ინც არ არის სა­სურ­ვე­ლი ლეკ­ვის ბა­ნა­ო­ბა, ჯობს ძმ­რი­სა და წყლის ნა­ზავ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლით გა­იწ­მინ­დოს. ლეკვს თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია ძა­ლი­ან სუს­ტი აქვს სა­ნამ წა­მო­იზ­რდე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად გა­ცივ­დეს. რო­დე­საც უკვე გა­იზ­რდე­ბა, ბა­ნა­ო­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ თვე­ში ერთხელ, თუ უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა უკე­თე­სია.

ლანა:

რო­მელ სა­შუ­ა­ლე­ბას გვირ­ჩევთ ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ (დუს­ტი არ მოქ­მე­დებს)

-რწყი­ლე­ბი­სა და ტკი­პე­ბის წამ­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია შე­მო­სუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ რწყი­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ადა­ბტა­ცი­ას, ეჩ­ვე­ვი­ან ამ ნივ­თი­ე­რე­ბებს, თუ ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ამი­ტომ უნდა შიც­ვა­ლოს წამ­ლე­ბი. ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, ამი­ტომ ერთი თუ არ მოქ­მე­დებს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შევ­ცვა­ლოთ და სხვა წა­მა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იმოქ­მე­დებს.

გელა:

მო­ნა­დი­რე ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვებს ხომ ვერ მოგ­ცემთ?

-მო­ნა­დი­რე ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი აზ­რით კი­თხვის ავ­ტორს მო­ნა­დი­რე­ე­ბი უკე­თეს რჩე­ვებს მის­ცე­მენ. მაგ­რამ მე თუ მკი­თხავთ, მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი სა­თა­მა­შო არ არის და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლე­ბი არი­ან, ის თუ ოთხ კე­დელ­ში ჩა­კე­ტეთ, ენერ­გი­ას მავ­ნებ­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და­ხარ­ჯა­ვენ. თუ მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი გე­ყო­ლე­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ნა­დი­რე უნდა იყოთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ

რა უნდა იცოდეთ თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ

ბევრს სურს, სახლში ჰყავდეს სხვადასხვა ჯიშის კატა თუ ძაღლი, თუმცა ყველა ვერ აცნობიერებს, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ძაღლის, ან კატის ყოლას გადაწყვეტთ, თქვენს კითხვებს ექიმი ვეტერინარი, აკაკი რუაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

გიორგი ვენჯელაშვილი:

მაინტერესებს, საშიშია თუ არა ძაღლის სახლში ყოლა, ანუ კორპუსის ბინაში, რა საფრთხეს შეიცავს ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა, თუნდაც ჯანმრთელი იყოს ძაღლი?

-ჯანმრთელი ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა საშიში არ არის. ბეწვის გადაყლაპვა მაშინ არის საშიში, როცა ძაღლს ყავს პარაზიტები მუცელში. პარაზიტების კვერცხები ფიქსირდება ბეწვებზე და იმ ბეწვის გადაყლაპვის შემთხვევაში რა თქმა უნდა საშიშროება არის, მაგრამ თუ ძაღლი დამუშავებულია პროფილაქტიკურად, ჩატარებული აქვს აცრები და მითუმეტეს მიცემული აქვს ანტიჰერმეტული საშუალებები, იმ ძაღლის ყოლა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

მარიკა ანდღულაძე:

1) მინდა პატარა ძაღლი ვიყოლიო სახლში. მეშინია ტუალეტს რომ ვერ მივაჩვიო. ზოომაღაზიაში ვნახე სპრეი, კონსულტანტმა მითხრა: სპრეის დაასხამ გარკვეულ ადგილას და იმ ადგილს მიეჩვევა ლეკვიო. მართალია თუ არა?

-ადამიანი როცა დააპირებს ძაღლის აყვანას უნდა იყოს ყველანაირად მომზადებული. ძაღლს ესაჭიროება დრო, ადამიანს კი სჭირდება ბევრი თავისუფალი დრო, რომ ძაღლს მოუაროს. თუ ძაღლი მოიყვანა და მიუშვა თავის ნებაზე, რა თქმა უნდა, ის პრობლემებს შეუქმნის თუნდაც ჰიგიენის თვალსაზრისით. ლეკვს შეუძლია დაღრღნას ნივთები, უცხო სხეულები გადაყლაპოს და დასვაროს ოთახში სხვადასხვა ადგილები. სპრეი ხშირ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია. როდესაც ძაღლი მოსაქმებას აპირებს, ის ჯერ იმ ადგილს პოულობს, სადაც ადრე მოისაქმა და იმ ადგილს როდესაც ანტიპესპერანტი დაემატება, ამ შემთხვევაში აღარ დასვრის სხვა ადგილს. საერთოდ ლეკვს როდესაც აჭმევენ 10-15 წუთში უნდა გავიდეს კუჭში, პატრონი კი ამისთვის მზად უნდა იყოს. ძაღლს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

2) კარლიკოვი პუდელი პრობლემური მოსავლელი ხომ არ იქნება?

-პუდელი ერთ-ერთი იმ ძაღლთაგანია, რომლებიც ძალიან ადვილი მოსავლელები არიან. მათ ბეწვი არ სცვივათ და არ იცვლიან. უბრალოდ მათ ძალიან გრძელი ბეწვი ეზრდებათ და წელიწადში ორჯერ გაკრეჭვა ესაჭიროებათ. პუდელი თუ არ გაიკრიჭა და დაივარცხნა დროულად უჩნდება ნაბადივით ნათელები და შემდეგ უკვე ძნელია მოვლა. კარლიკოვი პუდელის მოვლა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს.

ნანა:

გარდა ცოფისა, რა შეიძლება გადაედოს ადამიანს ძაღლისა და კატისგან?

-ძალიან ბევრი დაავადებაა რომელიც ადამიანს შეიძლება შინაური ცხოველებისგან გადაედოს. პირველი რა თქმა უნდა არის ცოფი, ასევე ლეიშმანიოზი, ბრუცელიოზი, ტუბერკულიოზი, ასევე მრავალი პარაზიტული დაავადებები. ეს დაავადებები საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანისთვის თუ შინაურ ცხოველს დროულად მივუყვანთ ვეტექიმს და ჩავუტარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში ძაღლი საშიშროებას არ წარმოადგენს. გაცილებით უფრო საშიშია მეზობელი, რომელსაც გრიპი აქვს ვიდრე ძღლის სახლში ყოლა.

სოფია:

რა დაავადება შეიძლება გადმოგვედოს ოთახის ფრინველებისგან და როგორ შეიძლება თავის დავიცვათ?

-არსებობს ასეთი ტერმინი რუსულად ორნიტოზი, ეს არის ფრინველთა დაავადება, რომელებიც შეიძლება გადავიდეს ადამიანზე. ასევე გადამდებია ფრინველის გრიპი, რომელსაც ქათმის გრიპს ეძახიან. არის სხვადასხვა პარაზიტები, მაგრამ როგორც წესი, სახლში ყავთ ძირითადად თუთიყუშები, იადონები და სხვადასხვა ისეთი ფრინველები, რომლებიც ოჯახშია გამოყვანილი და როგორც წესი მათგან დაავადებების გადადება პრაქტიკულად შეუძლებელია.მაგრამ როდესაც ახალი ფრინველი ან ცხოველი მოგყავთ სახლში, თუ სხვა ცხოველებიც გყავთ სახლში, პირდაპირ ამათთან შეშვება არ არის სასურველი. იმიტომ რომ შეიძლება ეს ცხოველი დაავადების ინკუბაციის პერიოდში იყოს და დაავადება რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ გამოაჩნდეს. ამ შემთხვევაში დაავადდებიან სხვა ცხოველებიც. ამიტომ თუ ახალი ცხოველის მოყვანას აპირებთ სახლში აუცილებლად უნდა გაიაროს 2 კვირიანი კარანტინი.

გიორგი:

ვაქცინაციის პერიოდში რას უნდა მიექცეს ყურადღება?

-ვაქცინაციის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხშირად გონიათ, რომ თუ ერთხელ გაუკეთებენ ვაქცინას, ძაღლი ჯანმრთელი იქნება. ლეკვი პირველ წელიწადას იცრება სამჯერ ან ოთხჯერ, ორი კვირის ინტერვალით. თუ ყველა სასურველი ვაქცინაცია ჩატარდა, მაინც არ არის ეს 100%-იანი გარანტია, იმიტომ რომ ცხოველი აცრის დროს უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, პარაზიტებისგან განთავისუფლებული, იმიტომ რომ პარაზიტები თუ ყავს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ორგანიზმი სუსტდება, ვაქცინა კი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად უკეთდება. იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს, თუ ორგანიზმი დასუსტებულია და ენერგია აღარ ყოფნის სამაგისოდ. თუ ძაღლს კუჭი აქვს აშლილი, თუ ტემპერატურა აქვს, მოწყენილია და გულის რევა აქვს, ამ შემთხვევაში არ შეიძლება აცრის გაკეთება. ამიტომ, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს მხოლოდ ჯანმრთელ ძაღლს და ამ შემთხვევაში გარანტია 80- 85%. მაინც შეიძლება ცხოველი დაავადდეს, მაგრამ გაცილებით ადვილად გადაიტანს დაავადებას.

თორნიკე:

როდიდან არის რეკომენდებული ლეკვის პირველი ბანაობა, რა პერიოდის ინტერვალით უნდა ვაბანაოთ დროთა განმავლობაში?

-ლეკვის პირველი ბანაობა სასურველია მეორედ აცრის შემდგომ. პირველი ვაქცინა რომ კეთდება ორი კვირის შემდეგ უნდა გავიმეოროთ მეორე და მხოლოდ მეორე ვაქცინიდან 10 დღის შემდეგ შიძლება ლეკვის ბანაობა. მაინცდამაინც არ არის სასურველი ლეკვის ბანაობა, ჯობს ძმრისა და წყლის ნაზავში დასველებული ქსოვილით გაიწმინდოს. ლეკვს თერმორეგულაცია ძალიან სუსტი აქვს სანამ წამოიზრდება და შეიძლება ადვილად გაცივდეს. როდესაც უკვე გაიზრდება, ბანაობა რეკომენდირებულია მაქსიმუმ თვეში ერთხელ, თუ უფრო ნაკლები იქნება უკეთესია.

ლანა:

რომელ საშუალებას გვირჩევთ ტილების საწინააღმდეგოდ (დუსტი არ მოქმედებს)

-რწყილებისა და ტკიპების წამლები ძალიან ბევრია შემოსული. სამწუხაროდ რწყილები განიცდიან ადაბტაციას, ეჩვევიან ამ ნივთიერებებს, თუ ძალიან ხშირად ხდება ამ ნივთიერებების მოხმარება. ამიტომ უნდა შიცვალოს წამლები. ბევრი საშუალებებია, ამიტომ ერთი თუ არ მოქმედებს, აუცილებელია შევცვალოთ და სხვა წამალი აუცილებლად იმოქმედებს.

გელა:

მონადირე ძაღლებთან დაკავშირებით რჩევებს ხომ ვერ მოგცემთ?

-მონადირე ძაღლებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით კითხვის ავტორს მონადირეები უკეთეს რჩევებს მისცემენ. მაგრამ მე თუ მკითხავთ, მონადირე ძაღლი სათამაშო არ არის და მისი გამოყენება დეკორატიულად არ შეიძლება. მონადირე ძაღლები ძალიან ენერგიულები არიან, ის თუ ოთხ კედელში ჩაკეტეთ, ენერგიას მავნებლურ საქმიანობაზე დახარჯავენ. თუ მონადირე ძაღლი გეყოლებათ, აუცილებლად მონადირე უნდა იყოთ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"