მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა
პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა

სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის პრო­დუქ­ცია ძვირ­დე­ბა. ფა­სე­ბის ზრდა რო­გორც იმ­პორ­ტულ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქტსაც შე­ე­ხო. სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 თეთ­რით გაძ­ვირ­და კარ­ტო­ფი­ლი, 3-4 თეთ­რით მო­ი­მა­ტა ქარ­ხნუ­ლი კვერ­ცხის ფას­მა, ხოლო სოფ­ლის კვერ­ცხის ფასი 50 თეთ­რამ­დე ავარ­და. 30-40 თეთ­რით გა­ი­ზარ­და შაქ­რის ფასი, 20 თეთ­რით გაძ­ვირ­და ზეთი. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ყუ­რძე­ნი 2 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი არ ღირს, ლო­ბი­ოს ფასი თით­ქმის 5 ლა­რამ­დეა, ხოლო 1 კგ ყველს 8-9 ლარს აფა­სე­ბენ.

2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის დონე 1,5% იყო, რაც 2011 წლის თე­ბერ­ვლის შემ­დეგ მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წლი­უ­რი ინფლა­ცია 0,2%-ის დო­ნე­ზეა. წელს სულ 2-ჯერ, ივ­ნის­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში აღი­ნიშ­ნა ინფლა­ცია, სხვა თვე­ე­ბი კი დეფ­ლა­ცი­უ­რი იყო. სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დონე 0,9%ია.

"საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, ოქ­ტომ­ბერ­ში, სექ­ტემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, სურ­სა­თი­სა და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის, ასე­ვე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი - წყლის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, აი­რის ჯგუ­ფებ­ზე.

გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი. სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტი 20-30 თეთ­რით გაძ­ვირ­და.

კვერ­ცხის გაძ­ვი­რე­ბა კი, ძი­რი­თა­დად, იმ­პორ­ტის შე­ჩე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რის შე­დე­გა­დაც პრო­დუქ­ტი 3-4 თეთ­რით უფრო ძვი­რი ღირს. სა­ვაჭ­რო ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი, მარ­კი­რე­ბუ­ლი კვერ­ცხის ფასი 32 თეთ­რს აჭარ­ბებს.

ზა­ფხულ­ში კვერ­ცხის ფასი სა­ცა­ლო ქსელ­ში 25-26 თეთ­რი იყო. სა­ვაჭ­რო სექ­ტორ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე მცი­რე დე­ფი­ცი­ტიც შე­იმ­ჩნე­ვა, რაც "პა­ტარ­ძე­უ­ლის" მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფაბ­რი­კის მფლო­ბელ ოთარ მუ­ჩი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაბ­რი­კებ­ში სუ­ლა­დო­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­სი­ვე თქმით, კვერ­ცხის იმ­პორ­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბი 100 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს ექ­სპერტ ზვი­ად კან­დე­ლა­კის გან­მარ­ტე­ბით, ფა­სებ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მზარ­დმა ექ­სპორ­ტმა და ლა­რის კურ­სის და­ცე­მამ მო­ახ­დი­ნა. იმ­პორ­ტუ­ლი ნა­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბის გავ­ლე­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა სე­ზონ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

"მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე შაქ­რის ფასი გა­ი­ზარ­და და ანა­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­აა აქაც. იმ­პორ­ტულ ნა­წარმ­ზე ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მით უმე­ტეს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ლა­რის კურ­სი დაბ­ლა წა­მო­ვი­და. ამა­ნაც, თა­ვის მხრივ, ფა­სებ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე.

ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია სე­ზო­ნიც, რო­დე­საც რიგი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი იკ­ლებს, ეს ფას­ზეც ადეკ­ვა­ტუ­რად აი­სა­ხე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­წარ­მის გაძ­ვი­რე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია, გაზ­რდი­ლი ექ­სპორ­ტი. მა­გა­ლი­თად, ყუ­რძენ­ზე, მწვა­ნილ­ზე, კარ­ტო­ფილ­ზე და პო­მი­დორ­ზე ფასი იმი­ტო­მაა მა­ღა­ლი, რომ შე­უ­ჩე­რებ­ლად გა­დის", - გან­მარ­ტავს კან­დე­ლა­კი.

ბაზ­რის მო­ვაჭ­რე­ე­ბის თქმით, სურ­სათ­ზე ფას­მა სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან იწყო ზრდა და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მათი ვა­რა­უ­დით, საკ­ვე­ბი მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ი­აფ­დე­ბა, პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დეს. ამ მხრივ კი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით წლის ბო­ლო­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე მარ­ცვლე­უ­ლით ვვაჭ­რობ. მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვეთ ისე, რომ სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა არ მოგ­ვიხ­დე­ნია, ამ მხრივ სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო. მარ­ცვლე­უ­ლი იაფი არ ღირ­და, მაგ­რამ მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლო. გაძ­ვი­რე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო, მცი­რე­დით გა­ვაძ­ვი­რეთ სი­მინ­დი - 1 ლარი ღირ­და და ახლა 1,80 ლა­რად ვყი­დით. ლო­ბიო თით­ქმის 5 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და, სექ­ტემ­ბრამ­დე 3,50-4 ლარი ღირ­და.

ცხა­დია, ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რაც გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც აი­სა­ხა. სა­ზამ­თროდ პრო­დუქ­ტის მო­მა­რა­გე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ახერ­ხებს, რად­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი პრო­დუქტს მი­ზე­რუ­ლი ოდე­ნო­ბით ყი­დუ­ლობს, ხალ­ხს ფული არა აქვს და უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა", - ამ­ბობს მზია ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, გლ­და­ნის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რის მო­ვაჭ­რე.

ამა­ვე ბაზ­რის კვერ­ცხის სექ­ცი­ის მო­ვაჭ­რის, ლა­რი­სა შა­ქა­რაშ­ვი­ლის თქმით, პრო­დუქ­ტი 26-დან 33 თეთ­რამ­დე გაძ­ვირ­და, ხოლო სოფ­ლის ნა­წარ­მი 50 თეთ­რი გახ­და.

"ზა­ფხულ­ში კვერ­ცხი 24-30 თეთ­რის ფარ­გლებ­ში იყი­დე­ბო­და, ხოლო სოფ­ლის კვერ­ცხი 35 თეთ­რად და უფრო ია­ფა­დაც იყო. სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო გაძ­ვი­რე­ბა, ერთხანს დე­ფი­ცი­ტიც გვქონ­და. ახლა ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და, ქარ­თუ­ლი კვერ­ცხი დახ­ლებ­ზე უხ­ვა­დაა, მთა­ვა­რია, მყიდ­ვე­ლი არ მოგ­ვაკ­ლდეს", - ამ­ბობს მო­ვაჭ­რე.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა

პროდუქტები, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული მკვეთრად გაძვირდა

სამომხმარებლო ბაზარზე ყოველდღიური მოთხოვნილების პროდუქცია ძვირდება. ფასების ზრდა როგორც იმპორტულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტსაც შეეხო. სექტემბრიდან მოყოლებული, დაახლოებით 20-30 თეთრით გაძვირდა კარტოფილი, 3-4 თეთრით მოიმატა ქარხნული კვერცხის ფასმა, ხოლო სოფლის კვერცხის ფასი 50 თეთრამდე ავარდა. 30-40 თეთრით გაიზარდა შაქრის ფასი, 20 თეთრით გაძვირდა ზეთი. სამომხმარებლო ბაზარზე ყურძენი 2 ლარზე ნაკლები არ ღირს, ლობიოს ფასი თითქმის 5 ლარამდეა, ხოლო 1 კგ ყველს 8-9 ლარს აფასებენ.

2013 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 1,5% იყო, რაც 2011 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

"საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,2%-ის დონეზეა. წელს სულ 2-ჯერ, ივნისსა და ოქტომბერში აღინიშნა ინფლაცია, სხვა თვეები კი დეფლაციური იყო. საშუალო წლიური ინფლაციის დონე 0,9%ია.

"საქსტატის" მონაცემებით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე, საცხოვრებელი - წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფებზე.

გაძვირებული პროდუქციის ჩამონათვალში შედის ყველა დასახელების თამბაქოს ნაწარმი. სექტემბრიდან მოყოლებული ყველა დასახელების სიგარეტი 20-30 თეთრით გაძვირდა.

კვერცხის გაძვირება კი, ძირითადად, იმპორტის შეჩერებამ გამოიწვია, რის შედეგადაც პროდუქტი 3-4 თეთრით უფრო ძვირი ღირს. სავაჭრო ქსელში ადგილობრივი, მარკირებული კვერცხის ფასი 32 თეთრს აჭარბებს.

ზაფხულში კვერცხის ფასი საცალო ქსელში 25-26 თეთრი იყო. სავაჭრო სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარზე მცირე დეფიციტიც შეიმჩნევა, რაც "პატარძეულის" მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელ ოთარ მუჩიაშვილის ინფორმაციით, ფაბრიკებში სულადობის განახევრებითაა გამოწვეული. მისივე თქმით, კვერცხის იმპორტის შეჩერების შემდეგ, კომპანიის გაყიდვები 100 პროცენტით გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტ ზვიად კანდელაკის განმარტებით, ფასებზე გარკვეული გავლენა მზარდმა ექსპორტმა და ლარის კურსის დაცემამ მოახდინა. იმპორტული ნაწარმის შემთხვევაში, საერთაშორისო ფასების გავლენაც შეიმჩნევა. ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გაძვირება სეზონმაც განაპირობა.

"მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ფასი გაიზარდა და ანალოგიური ტენდენციაა აქაც. იმპორტულ ნაწარმზე ფასების ცვლილება გლობალური ფაქტორითაა განპირობებული. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი დაბლა წამოვიდა. ამანაც, თავის მხრივ, ფასებზე გარკვეული გავლენა იქონია იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ერთ-ერთი ფაქტორია სეზონიც, როდესაც რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარაგი იკლებს, ეს ფასზეც ადეკვატურად აისახება. ადგილობრივი ნაწარმის გაძვირების მთავარი ფაქტორია, გაზრდილი ექსპორტი. მაგალითად, ყურძენზე, მწვანილზე, კარტოფილზე და პომიდორზე ფასი იმიტომაა მაღალი, რომ შეუჩერებლად გადის", - განმარტავს კანდელაკი.

ბაზრის მოვაჭრეების თქმით, სურსათზე ფასმა სექტემბრის ბოლოდან იწყო ზრდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მათი ვარაუდით, საკვები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაიაფდება, პირიქით, შესაძლოა, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდეს. ამ მხრივ კი ცვლილებები განსაკუთრებით წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.

"სამომხმარებლო ბაზარზე მარცვლეულით ვვაჭრობ. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავეთ ისე, რომ საფასო ცვლილება არ მოგვიხდენია, ამ მხრივ სტაბილური ვითარება იყო. მარცვლეული იაფი არ ღირდა, მაგრამ მომხმარებელი არ ყოფილა უკმაყოფილო. გაძვირება სექტემბრიდან დაიწყო, მცირედით გავაძვირეთ სიმინდი - 1 ლარი ღირდა და ახლა 1,80 ლარად ვყიდით. ლობიო თითქმის 5 ლარამდე გაძვირდა, სექტემბრამდე 3,50-4 ლარი ღირდა.

ცხადია, ხალხი უკმაყოფილოა, რაც გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახა. საზამთროდ პროდუქტის მომარაგებას აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს, რადგან მომხმარებელი პროდუქტს მიზერული ოდენობით ყიდულობს, ხალხს ფული არა აქვს და უმნიშვნელო საფასო ცვლილების მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა", - ამბობს მზია ყაველაშვილი, გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე.

ამავე ბაზრის კვერცხის სექციის მოვაჭრის, ლარისა შაქარაშვილის თქმით, პროდუქტი 26-დან 33 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო სოფლის ნაწარმი 50 თეთრი გახდა.

"ზაფხულში კვერცხი 24-30 თეთრის ფარგლებში იყიდებოდა, ხოლო სოფლის კვერცხი 35 თეთრად და უფრო იაფადაც იყო. სექტემბრიდან დაიწყო გაძვირება, ერთხანს დეფიციტიც გვქონდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა, ქართული კვერცხი დახლებზე უხვადაა, მთავარია, მყიდველი არ მოგვაკლდეს", - ამბობს მოვაჭრე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია