პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ოზურგეთში 24 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი
რა გახდა ოზურგეთში 24 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი, 24 წლის ნანა არო­ბე­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სახ­ლთან ახ­ლოს, ცა­ცხვის ხეზე თო­კით ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. საქ­მეს შსს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე გია არო­ბე­ლი­ძე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რობს. არო­ბე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­საც ახ­სე­ნებს.

"შვი­დი წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ და მე ნა­ნას­თვის ცუდი რამ არ შე­მიმ­ჩნე­ვია, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცოლ­ქმრო­ბა გვქონ­და. ბოლო დროს მთხო­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა მინ­დაო. ახა­ლი წლის­თვის მან­ქა­ნის ყიდ­ვას ვფიქ­რობ­დი და ამის გამო წა­ვე­დი 23 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ, რომ ეს თან­ხა გა­და­მე­ხა­და. იქ და­მი­რე­კა, ჩა­მო­დი, თეთ­რი ფე­რის ავ­ტო­მან­ქა­ნა დამ­დევ­სო. ჩა­მო­ვე­დი 4 ნო­ემ­ბერს, ღა­მით და ვი­ლა­პა­რა­კეთ. ნა­ნამ მი­თხრა, რომ მან­ქა­ნის პატ­რო­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თის ცენ­ტრში ხვდე­ბო­და მან­ქა­ნით და მერე მიყ­ვე­ბო­და, თურ­მე ქა­ლაქ­ში. ჩემი მე­უღ­ლე კა­ფე­შიც და­უ­პა­ტი­ჟია და წა­სუ­ლა შეხ­ვედ­რა­ზე რეს­ტო­რან "ფი­როს­მან­ში". რეს­ტო­რან­ში წას­ვლის მი­ზე­ზი რომ ვკი­თხე, მი­პა­სუ­ხა: ვი­ფიქ­რე, სი­ურპრიზს შენ მი­კე­თებ­დიო. პო­ლი­ცი­ელს უთ­ქვამს, რომ ნა­ნას გაც­ნო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბა უნ­დო­და. ნა­ნას კი უპა­სუ­ხია, რომ ქმარ-შვი­ლი ყავ­და და თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მიყ­ვა, ვუ­თხა­რი წა­ვალ და ვნა­ხავ მაგ ბიჭს-მეთ­ქი, არა, ხვალ ერ­თად წა­ვი­დეთ და ერ­თად გა­ვარ­კვი­ო­თო. შევ­თან­ხმდით, მე­ო­რე დი­ლით მის სა­ნა­ხა­ვად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. დი­ლით, როცა გა­მეღ­ვი­ძა, სა­წოლ­ში არ იყო. არ გამ­კვირ­ვე­ბია, რდგან ვი­ფიქ­რე, ადრე ადგა და ყა­ვას მი­ხარ­შავს-მეთ­ქი. მაგ­რამ სახ­ლში არ­სად იყო და მერე და­ვი­ნა­ხე მა­ღა­ლი ცა­ცხვის ხეზე, წი­თე­ლი "კურ­ტკით" იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე.

გია არო­ბე­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო მისი მე­უღ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. მე ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც იმა­ლე­ბა კი­დევ და მას ჩემ­თვის ბო­ლომ­დე არ უთ­ქვამს. ალ­ბათ, მისი სი­სუს­ტე. თუ რა­ი­მე და­მა­ლუ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს თუ ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც სა­ჭი­როა. და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას და მერე და­ვამ­ტკი­ცებ სი­მარ­თლეს" - აცხა­დებს არო­ბე­ლი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რა გახდა ოზურგეთში 24 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი

რა გახდა ოზურგეთში 24 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები, 24 წლის ნანა არობელიძე რამდენიმე დღის წინ, სახლთან ახლოს, ცაცხვის ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიების დასრულებამდე, გარდაცვლილის მეუღლე გია არობელიძე, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებულ მოვლენებზე "გურია ნიუსთან" საუბრობს. არობელიძე აღნიშნულ საქმეზე საუბრისას, ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომელსაც ახსენებს.

"შვიდი წელია ერთად ვცხოვრობთ და მე ნანასთვის ცუდი რამ არ შემიმჩნევია, თითით საჩვენებელი ცოლქმრობა გვქონდა.  ბოლო დროს მთხოვა, მართვის მოწმობის აღება მინდაო. ახალი წლისთვის მანქანის ყიდვას ვფიქრობდი და ამის გამო წავედი 23 ოქტომბერს თბილისში სამუშაოდ, რომ ეს თანხა გადამეხადა. იქ დამირეკა, ჩამოდი, თეთრი ფერის ავტომანქანა დამდევსო. ჩამოვედი 4 ნოემბერს, ღამით და ვილაპარაკეთ. ნანამ მითხრა, რომ მანქანის პატრონი პოლიციელი იყო, სოფელ მაკვანეთის ცენტრში ხვდებოდა მანქანით და მერე მიყვებოდა, თურმე ქალაქში. ჩემი მეუღლე კაფეშიც დაუპატიჟია და წასულა შეხვედრაზე რესტორან "ფიროსმანში". რესტორანში წასვლის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ვიფიქრე, სიურპრიზს შენ მიკეთებდიო. პოლიციელს უთქვამს, რომ ნანას გაცნობა და დაახლოება უნდოდა. ნანას კი უპასუხია, რომ ქმარ-შვილი ყავდა და თავი დაენებებინა. როცა ეს ყველაფერი მომიყვა, ვუთხარი წავალ და ვნახავ მაგ ბიჭს-მეთქი, არა, ხვალ ერთად წავიდეთ და ერთად გავარკვიოთო. შევთანხმდით, მეორე დილით მის სანახავად წავსულიყავით. დილით, როცა გამეღვიძა, საწოლში არ იყო. არ გამკვირვებია, რდგან ვიფიქრე, ადრე ადგა და ყავას მიხარშავს-მეთქი. მაგრამ სახლში არსად იყო და მერე დავინახე მაღალი ცაცხვის ხეზე, წითელი "კურტკით" იყო ჩამოკიდებული" - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

გია არობელიძე ვარაუდობს, რომ მხოლოდ პოლიციელი არ შეიძლება გამხდარიყო მისი მეუღლის თვითმკვლელობის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც იმალება კიდევ და მას ჩემთვის ბოლომდე არ უთქვამს. ალბათ, მისი სისუსტე. თუ რაიმე დამალულია, გამოძიება დაადგენს თუ ისე წარიმართება, როგორც საჭიროა. დაველოდები გამოძიებას, ექსპერტიზის დასკვნას და მერე დავამტკიცებ სიმართლეს" - აცხადებს არობელიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა