საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური უდანაშაულოდ ცნო

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და მათთან ერთად ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა ბრალდებულების: ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკის, კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძის, აშოტ მანუკიანისა და გიორგი ნემსიწვერიძის მიმართ. უწყების ინფორმაციით, სასამართლომ მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ყველა ბრალდებული ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. მხარეებს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში გადაეცემათ. ბრალდებულებს გირაოში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

"აღმკვეთი ღონისძიება ვიზეც იყო გამოყენებული, გაუქმდა. შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ გირაოს შემტან პირებს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ან დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, გასული წლის დეკემბერში 6 პირი დააკავეს, მათ შორის ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია.

განათლებისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე კახა დამენიასა და "თელასის" გენერალურ დირექტორ დევი კანდელაკს აღმკვეთ ღონისძიებად 30-30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზა გუტიძეს კი - 15-15 ათას ლარი. მათ გირაოს თანხის უზრუნველყოფა მოახდინეს და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ