საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ მიღებაზე დასასწრებად მოსაწვევი მიუვიდა. მოსაწვევის ფოტო თაქთაქიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოს თან ერთვის თაქთაქიშვილის მინაწერი - "საქართველოს პრეზიდენტი გვეკაიფება".
შეგახსენებთ, ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.