პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება
ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი და პო­ე­ტი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი, მრა­ვა­ლი და­უ­ვი­წყა­რი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი, სა­კუ­თარ და სხვე­ბის ტექ­სტებ­ზე წერ­და მუ­სი­კას. იმ სიმ­ღე­რებს მა­სა­ვით ვე­რა­ვინ მღე­რო­და. გაბ­ზა­რუ­ლი ხმა, ყვე­ლა­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ტექ­ნი­კა ჰქონ­და და ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე ჰყავ­და. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი სო­ლო­კონ­ცერ­ტის დროს თა­ვა­დაც იმ­ღე­რა, მის­მა ვა­ჟიშ­ვი­ლებ­მაც და მოს­წავ­ლე­ებ­მაც. შე­ნო­ბას­თან მი­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი იდგა. იმ კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა თა­ვად ოთარ­საც გა­უ­ჭირ­და. არ უშ­ვებ­დნენ, ბი­ლე­თი არ გაქ­ვსო. დიდ­ხანს ამ­ტკი­ცებ­და, რომ ოთარ რა­მიშ­ვი­ლი იყო და თა­ვად უნდა ემ­ღე­რა. არ უჯე­რებ­დნენ, შენ რა უნდა იმ­ღე­რო, ძლივს ხლი­ჩი­ნე­ბო. ძლივს და­არ­წმუ­ნა, რომ სწო­რედ მის გამო იყო ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ უამ­რა­ვი ხალ­ხი შეკ­რე­ბი­ლი...

მა­ყუ­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი დიდი იყო, ამი­ტომ კონ­ცერ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ ოთარს უთ­ქვამს, ერთი კვი­რა ნამ­დვი­ლად გა­ვუძ­ლებ, მერე და­ვიღ­ლე­ბი და გუ­ლით ვე­ღარ ვიმ­ღე­რებ, უგუ­ლოდ სიმ­ღე­რა კი მე არ შე­მიძ­ლი­აო.... ალ­ბათ, იმი­ტომ და­იმ­სა­ხუ­რა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, რომ ოთარ რა­მიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გუ­ლით მღე­რო­და...

ბავ­შვო­ბა და გა­ტა­ცე­ბა

მამა, მი­ხე­ი­ლი, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი იყო. დედა - მა­რი­ა­მი, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და. და, ნელი, გერ­მა­ნუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­და. ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რო­და. სიმ­ღე­რის ნიჭი მა­მის­გან გა­მოჰ­ყვა, მას ტე­ნო­რი ჰქო­ნია და გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად რო­მან­სებს ას­რუ­ლებ­და.

"ან­კა­რა ხმა მქონ­და, მაგ­რამ... პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჩვენს სო­ფელ­ში, ზემო ფარ­ცხმა­ში ვი­ყა­ვი ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან. ძმა­კა­ცის ბა­ბუა ჭა­ჭის არაყს ხდი­და, პა­ტა­რა ბი­ჭებ­მა ცხე­ლი არა­ყი ვსვით. მარ­ტო ის მახ­სოვს, სველ ზეწ­რებ­ში რომ გაგ­ვახ­ვი­ეს, მერე გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და ჩემი ხმაც იმ დღემ შე­ი­წი­რა", - ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით იგო­ნებ­და ოთარ რა­მიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბის ერთ ეპი­ზოდს...

მუ­სი­კის შექ­მნა პირ­ვე­ლად საკ­მა­ოდ მცი­რე ასაკ­ში სცა­და. "ბულ­ბუ­ლის სტვე­ნა" , "მი­თხარ, რად ხარ მო­წყე­ნი­ლი" და სხვა შემ­დეგ­ში ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბიც 10 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იქ­მნე­ბო­და. თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი იყო და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრაც თა­ვად ის­წავ­ლა.

მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა გა­მო­იც­ვა­ლა, გაკ­ვე­თი­ლებს ხში­რად აც­დენ­და და ზო­ო­პარკში და­დი­ო­და. მისი დიდი გა­ტა­ცე­ბა თევ­ზა­ო­ბა გახ­ლდათ. სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქსოვ­და ბა­დე­ებს. ბა­დით თუ ან­კე­სით თევ­ზა­ობ­და ვე­რე­ზე, ხრამ­ზე, არაგვზე, კუს ტბა­ზე... ხში­რად ამ­ბობ­და, თევ­ზა­ო­ბა­ზე დიდი აზარ­ტი არ არ­სე­ბობ­სო. ერთხელ ალა­ზან­ზე ითევ­ზა­ვა და ბევ­რი ლოქო და­ი­ჭი­რა.

"ნა­დავ­ლი" მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­ა­წყო. სა­ჭეს რომ მი­უჯ­და, თავ­ზე მი­ლი­ცი­ე­ლი წა­მო­ად­გა და სა­ბარ­გუ­ლის გახ­სნა მოს­თხო­ვა. თევ­ზი რომ დახ­ვდა, და­ა­კა­ვეს და სიღ­ნაღ­ში კა­მე­რა­ში გა­მო­კე­ტეს. ცოტა ხან­ში კა­მე­რის კარი მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა შე­ა­ღო. მან ოთა­რი იცნო, მე­ტიც, მე­გობ­რე­ბი ყო­ფი­ლან. გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და ვინც და­ა­კა­ვა, იმას გას­ძა­ხა, ამა­ზე მეტი და­სა­ჭე­რი ვე­რა­ვინ ნა­ხეო? მალე მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა იქვე, ეზო­ში სუფ­რა გა­აშ­ლე­ვი­ნა და "დას­ჯი­ლი" მი­ლი­ცი­ო­ნე­რი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ფეხ­ზე დამ­დგა­რი უვ­სებ­და ჭი­ქას თევ­ზის და­ჭე­რის­თვის და­კა­ვე­ბულ კა­ნონ­დამ­რღვევს...

ვაკე და სა­ბურ­თა­ლო

თბი­ლის­ში, ვა­კე­ში ცხოვ­რობ­დნენ, კავ­სა­ძის ქუ­ჩა­ზე. ოთარ რა­მიშ­ვილს ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავ­და. იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მას­თა­ნაც და თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­შიც ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე კარ­გად, ალ­ბათ, მას მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­უღ­ლე, გულ­ნაზ კა­ცა­ძე იც­ნობ­და. მათ 44 წელი იცხოვ­რეს ერ­თად, აქე­დან 40 წელი - კავ­სა­ძე­ზე. როცა შე­უღლდნენ, მა­შინ ოთარს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან რვა წლის ზუ­რი­კო ჰყავ­და. მას და გულ­ნაზს კი­დევ ორი ბიჭი შე­ე­ძი­ნათ - მი­ში­კო და ლე­ვა­ნი.

სა­ბურ­თა­ლო­ზე რომ და­სახ­ლდნენ, ოთა­რი უკვე ავად­მყო­ფობ­და. იმ დროს მომ­ღერ­ლის გვერ­დით მე­უღ­ლე იდგა, ახლა კი ქალი მე­სა­მე წე­ლია მარ­ტოა. შინ რომ ვეწ­ვი­ეთ, ერთი ოთა­ხის კედ­ლე­ბი ოთარ რა­მიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბით, აფი­შე­ბი­თა და სი­გე­ლე­ბით დაგ­ვხვდა სავ­სე. დი­ა­სახ­ლი­სი იქვე ინა­ხავს ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა და წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც მისი მე­უღ­ლის ლექ­სე­ბით არის სავ­სე.

ოთარ რა­მიშ­ვილს ლექ­სე­ბის ხუთი კრე­ბუ­ლი ჰქონ­და გა­მო­ცე­მუ­ლი. გა­დავ­ფურ­ცლე და ყდის შიგ­ნი­თა მხა­რეს, გაკ­რუ­ლი ხე­ლით ნა­წერ წარ­წე­რებს წა­ვა­წყდი: "ოთარ რა­მიშ­ვილს, ოთარ რა­მიშ­ვი­ლის­გან" . მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, ყვე­ლა წიგნს მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს ჩუქ­ნი­და, თა­ვის­თვის კი აღარ რჩე­ბო­და. ბო­ლოს, სა­დღაც იშო­ვი­და ხოლ­მე ერთ ეგ­ზემპლარს და ამ­გვარ წარ­წე­რას უკე­თებ­და...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი, მრავალი დაუვიწყარი სიმღერის ავტორი, საკუთარ და სხვების ტექსტებზე წერდა მუსიკას. იმ სიმღერებს მასავით ვერავინ მღეროდა. გაბზარული ხმა, ყველასაგან განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა ჰქონდა და ყოველთვის უამრავი მოსწავლე ჰყავდა. ფილარმონიაში პირველი სოლოკონცერტის დროს თავადაც იმღერა, მისმა ვაჟიშვილებმაც და მოსწავლეებმაც. შენობასთან მილიციის კორდონი იდგა. იმ კონცერტზე მოხვედრა თავად ოთარსაც გაუჭირდა. არ უშვებდნენ, ბილეთი არ გაქვსო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ ოთარ რამიშვილი იყო და თავად უნდა ემღერა. არ უჯერებდნენ, შენ რა უნდა იმღერო, ძლივს ხლიჩინებო. ძლივს დაარწმუნა, რომ სწორედ მის გამო იყო ფილარმონიის წინ უამრავი ხალხი შეკრებილი...

მაყურებელთა ინტერესი დიდი იყო, ამიტომ კონცერტი რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო. მაშინ ოთარს უთქვამს, ერთი კვირა ნამდვილად გავუძლებ, მერე დავიღლები და გულით ვეღარ ვიმღერებ, უგულოდ სიმღერა კი მე არ შემიძლიაო.... ალბათ, იმიტომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, რომ ოთარ რამიშვილი ყოველთვის გულით მღეროდა...

ბავშვობა და გატაცება

მამა, მიხეილი, პროფესიით ეკონომისტი იყო. დედა - მარიამი, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. და, ნელი, გერმანული ენის სპეციალისტი გახდა. ოჯახში ყველა მღეროდა. სიმღერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა, მას ტენორი ჰქონია და განსაკუთრებით კარგად რომანსებს ასრულებდა.

''ანკარა ხმა მქონდა, მაგრამ... პატარა რომ ვიყავი, ჩვენს სოფელში, ზემო ფარცხმაში ვიყავი ბებია-ბაბუასთან. ძმაკაცის ბაბუა ჭაჭის არაყს ხდიდა, პატარა ბიჭებმა ცხელი არაყი ვსვით. მარტო ის მახსოვს, სველ ზეწრებში რომ გაგვახვიეს, მერე გონება დავკარგე და ჩემი ხმაც იმ დღემ შეიწირა'', - ნახევრად ხუმრობით იგონებდა ოთარ რამიშვილი ბავშვობის ერთ ეპიზოდს...

მუსიკის შექმნა პირველად საკმაოდ მცირე ასაკში სცადა. ''ბულბულის სტვენა'' , ''მითხარ, რად ხარ მოწყენილი'' და სხვა შემდეგში ცნობილი სიმღერებიც 10 წლიდან მოყოლებული იქმნებოდა. თვითნასწავლი მუსიკოსი იყო და გიტარაზე დაკვრაც თავად ისწავლა.

მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და ზოოპარკში დადიოდა. მისი დიდი გატაცება თევზაობა გახლდათ. საკუთარი ხელით ქსოვდა ბადეებს. ბადით თუ ანკესით თევზაობდა ვერეზე, ხრამზე, არაგვზე, კუს ტბაზე... ხშირად ამბობდა, თევზაობაზე დიდი აზარტი არ არსებობსო. ერთხელ ალაზანზე ითევზავა და ბევრი ლოქო დაიჭირა.

''ნადავლი'' მანქანის საბარგულში ჩააწყო. საჭეს რომ მიუჯდა, თავზე მილიციელი წამოადგა და საბარგულის გახსნა მოსთხოვა. თევზი რომ დახვდა, დააკავეს და სიღნაღში კამერაში გამოკეტეს. ცოტა ხანში კამერის კარი მილიციის უფროსმა შეაღო. მან ოთარი იცნო, მეტიც, მეგობრები ყოფილან. გაბრაზებულა და ვინც დააკავა, იმას გასძახა, ამაზე მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეო? მალე მილიციის უფროსმა იქვე, ეზოში სუფრა გააშლევინა და ''დასჯილი'' მილიციონერი რამდენიმე საათი ფეხზე დამდგარი უვსებდა ჭიქას თევზის დაჭერისთვის დაკავებულ კანონდამრღვევს...

ვაკე და საბურთალო

თბილისში, ვაკეში ცხოვრობდნენ, კავსაძის ქუჩაზე. ოთარ რამიშვილს ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. იკრიბებოდნენ მასთანაც და თავიანთ ოჯახებშიც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველაზე კარგად, ალბათ, მას მეგობრები, ოჯახის წევრები და მეუღლე, გულნაზ კაცაძე იცნობდა. მათ 44 წელი იცხოვრეს ერთად, აქედან 40 წელი - კავსაძეზე. როცა შეუღლდნენ, მაშინ ოთარს პირველი ქორწინებიდან რვა წლის ზურიკო ჰყავდა. მას და გულნაზს კიდევ ორი ბიჭი შეეძინათ - მიშიკო და ლევანი.

საბურთალოზე რომ დასახლდნენ, ოთარი უკვე ავადმყოფობდა. იმ დროს მომღერლის გვერდით მეუღლე იდგა, ახლა კი ქალი მესამე წელია მარტოა. შინ რომ ვეწვიეთ, ერთი ოთახის კედლები ოთარ რამიშვილის ფოტოებით, აფიშებითა და სიგელებით დაგვხვდა სავსე. დიასახლისი იქვე ინახავს ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს, რომლებიც მისი მეუღლის ლექსებით არის სავსე.

ოთარ რამიშვილს ლექსების ხუთი კრებული ჰქონდა გამოცემული. გადავფურცლე და ყდის შიგნითა მხარეს, გაკრული ხელით ნაწერ წარწერებს წავაწყდი: ''ოთარ რამიშვილს, ოთარ რამიშვილისგან'' . მიზეზი მარტივია, ყველა წიგნს მეგობრებსა და ახლობლებს ჩუქნიდა, თავისთვის კი აღარ რჩებოდა. ბოლოს, სადღაც იშოვიდა ხოლმე ერთ ეგზემპლარს და ამგვარ წარწერას უკეთებდა...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია