საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"
დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"

"ახა­ლი ხმის" ბოლო რინ­გის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლი: თით­ქოს მწვრთნე­ლე­ბი დათო ფორჩხი­ძეს თავს და­ესხნენ...ფაქ­ტია, რომ მუ­სი­კო­სი ამა თუ იმ მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხვდე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" დათო ფორჩხი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ახლა სა­დარ­ბა­ზო­ში არა­ვინ მიხ­ვდე­ბა, ტე­ლე­ფონ­ზე მუ­ქა­რის ზა­რებს არ ვი­ღებ, რაც სო­ცი­ლურ ქსელ­ში ჩემ გარ­შე­მო ხდე­ბა, ეგ არის, მაგ­რამ ისე­თი გეზი ავი­ღე, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციო.

- კი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლი, მა­ყუ­რე­ბელს მი­აჩ­ნია, რომ მწვრთნე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი შენ ხარ და კო­ლე­გე­ბი თავს გეს­ხმი­ან... ეს ამ­ბა­ვი ბოლო რინ­გის ეთერში გას­ვლას მოჰ­ყვა.. …

- ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჩემს რინგს აქვს ხოლ­მე... თუ ისი­ნი მლან­ძღა­ვენ და ხალ­ხი მი­ცავს, ეს ჩემ­თვის ცუდი სუ­ლაც არ არის. ისე, კი, ბევ­რს ვმუ­შა­ობ და ვწვა­ლობ, რაც ზო­გი­ერ­თის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, ის შე­დე­გი, რაც მაქვს, თა­ვი­სით მო­დის. ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას ჩემი ბავ­შვე­ბი იმი­ტომ იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ და­მი­ჯე­რეს, იმუ­შა­ვეს და მაგ­რად იმ­ღე­რეს…

- რას იტყვი შენი კონ­კურ­სან­ტე­ბის - დიმა კო­ბე­შა­ვი­ძი­სა და ლუკა ნო­ზა­ძის შე­სა­ხებ. თით­ქოს ნო­ზა­ძემ უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, ვიდ­რე - კო­ბე­შა­ვი­ძემ... შენ კი კო­ბე­შა­ვი­ძე და­ტო­ვე...

- რაც შე­ე­ხე­ბა დიმა კო­ბე­შა­ვი­ძეს და ლუკა ნო­ზა­ძეს, ლუკა დი­მას ჯობ­და (ლუკა ჩემი მა­გა­რი მე­გო­ბა­რია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მომ­წონს). ჰოდა, თუ ლუკა კარ­გი იყო, წა­ეყ­ვა­ნათ...

სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად ფორ­მატ­ში ცვლი­ლე­ბა ჩემ გამო მოხ­და.

- რას ცვლი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობ?

- "წარ­თმე­ვას" ვგუ­ლის­ხმობ, მა­ნამ­დე ეს ეპი­ზო­დი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო. მას მერე და­ი­წყო, რაც ჩემი გუნ­დი და­კომ­პლექტდა, რო­მელ­შიც ამ­დენ­მა უძ­ლი­ე­რეს­მა ბავ­შვმა მო­ი­ყა­რა თავი.

რო­დე­საც მათ­თან მუ­შო­ბა და­ვი­წყე, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა, ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, რად­გა­ნაც ამას ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და.

ხოლო შოთა ადა­მაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის რინ­გი ვფიქ­რობ, რომ "ოქ­როს ფონდშია" შე­სა­ტა­ნი. ეს არის ის, რის გა­მოც მე­მუქ­რე­ბი­ან, მლან­ძღა­ვენ, მაკ­რი­ტი­კე­ბენ... დიახ, ასე­თი მა­გა­რი ნო­მე­რი ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ ორი­გი­ნალს მარ­თლა სჯობ­და... გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ჩემი ძმა­კა­ცია, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ, გინ­და სტე­ფა­ნეს­თან იყოს და გინ­და - მა­ი­ას­თან.

- წელს პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მან­ძილ­ზე სულ რა­ღაც ამ­ბა­ვი გი­კავ­შირ­დე­ბა. რო­გორ ფიქ­რობ - რისი ბრა­ლია ეს?

- რა ვთქვა, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რომ ვარ? დიახ, ვარ მა­გა­რი. ეს აქამ­დეც და­ვამ­ტკი­ცე, რომ მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და შე­მიძ­ლია მისი კარ­გად კე­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ასე ჰგო­ნი­ათ, რომ მა­გა­რი შე­ნით ვერ იქ­ნე­ბი, თუ მა­გა­რი ხარ, ე.ი. ეს სა­დღაც "ჩა­ა­წყე", ან ფული გა­და­ი­ხა­დე ამა­ში, ან ვი­ღაც და­ა­შან­ტა­ჟე და სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღე... ჩემ შემ­თხვე­ვა­ში იმ დო­ნემ­დეც მივ­დი­ვართ, რომ თურ­მე ჰიპ­ნო­ზე­ბის კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია.

თუ ნი­ჭი­ე­რიც ვარ, ასე ვა­წყობ კი­დეც და ექ­სტრა­სენ­სუ­რი სე­ან­სებ­საც ვმარ­თავ, მა­შინ სულ ვე­ღარ მო­მი­გებს ვე­რა­ვინ...

- ექ­სტრა­სენ­სო­ბას ვინ გაბ­რა­ლებს?

- ამ­ბო­ბენ, სა­ი­დან მო­აქვთ ამ­დე­ნი ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი ამ­ბა­ვი, ასე­თი უსუ­სუ­რი, უხერ­ხემ­ლო ბრალ­დე­ბე­ბი, ვერ ვხვდე­ბი. ვინც მო­მე­წო­ნა, ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ბავ­შვზე და­ვა­ჭი­რე და ვინც მო­მე­წო­ნა, ვთქვი, ჩემს გუნდში მინ­და იყოს-მეთ­ქი. ერთი კონ­კურ­სან­ტი მყავს, მარი აკო­ბია, რო­მელ­საც დედა, მამა, ბიძა - ყვე­ლა­ნი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ფორჩხი­ძეს აღარ მო­ა­გე­ბი­ნე­ბე­ნო, თან, ბევ­რი ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე ეყო­ლე­ბა და მა­გას­თან არ წახ­ვი­დეო... რამ­დე­ნი­მე ჩემს ბავ­შვს ვუ­თხა­რი კი­დეც, - ჩემ­თან რომ წა­მოხ­ვი­დე, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბი-მეთ­ქი. მე­ო­რეს ვუ­თხა­რი, - რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­გი­წევს და იქ­ნებ და­ფიქ­რდე, გი­ღირს ჩემს გუნდში ყოფ­ნა-მეთ­ქი? მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი ჩემ­თან მა­ინც წა­მო­ვიდ­ნენ. ასე რომ, ზო­გი­ერ­თე­ბი და­ფიქ­რდნენ, რის გამო ხდე­ბა ეს. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ფა­რი­სე­ვე­ლი და მლიქ­ვნე­ლი (ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იმით ვა­გებ­დი, რომ სათ­ქმელს პირ­და­პირ ვამ­ბობ­დი). კონ­კურ­სან­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მარ­თლა შეც­დო­მა გვაქვს შენ­თან წა­მოს­ვლით დაშ­ვე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც სხვა მწვრთნე­ლე­ბის ბავ­შვებს არ აკ­რი­ტი­კე­ბო. მწვრთნე­ლე­ბი კი ჩემს ერთ კონ­კურ­სანტს ეუბ­ნე­ბი­ან, ცუ­დად იმ­ღე­რე და დათო ფორჩხი­ძეს ჰგავ­დიო, მე­ო­რეს, ეუბ­ნე­ბი­ან (ვინც კარ­გად იმ­ღე­რა) დათო აქ არა­ფერ შუ­ა­ში­აო. თით­ქოს დღე და ღამე არ მქონ­დეს მათ­თან მუ­შა­ო­ბით გას­წო­რე­ბუ­ლი: რას ლა­პა­რა­კობთ, თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის ფრა­ზა­სა და ამო­სუნ­თქვა­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ყო­ველ ბგე­რა­სა და ნოტ­ზე. მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლი ვარ ამ საქ­მე­ზე, სხვას ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ. მგო­ნი, მშობ­ლე­ბი არ უთ­მო­ბენ მათ იმ­დენ დროს, რამ­დე­ნიც მე და­ვუთ­მე. მათ ყვე­ლა­ნა­ირ ფორ­მა­ზე ვზრუ­ნავ. ვინ­მემ ხომ უნდა და­ა­ფა­სოს ეს? ბავ­შვე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, უსა­ფუძ­ვლო და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კის­გან დაგ­ვი­ცა­ვი, რად­გა­ნაც ვგრძნობთ, რომ პა­სუხს იმა­ზე გვა­გე­ბი­ნე­ბენ, რომ მწვრთნე­ლად შენ აგირ­ჩი­ე­თო. ვე­უბ­ნე­ბი, ვე­რა­ვის კრი­ტი­კას ვერ და­ვი­წყებ-მეთ­ქი...

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ნახ­ვა მა­ინც ჩემი კონ­კურ­სან­ტე­ბის ნომ­რებს აქვს. სტა­ტის­ტი­კა უტყუ­ა­რი რამ არის, მა­თე­მა­ტი­კა არ სცდე­ბა. ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში სა­უ­კე­თე­სო რინ­გი და ნომ­რე­ბი ჩემი იყო და კი­დევ იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ ვი­მუ­შა­ვე! ისიც ვიცი, რომ ამის გამო გამ­ლან­ძღა­ვენ, მაგ­რამ რა გა­ვა­კე­თო? ოღონდ, აღარ გამ­ლან­ძღონ და და­ვე­თან­ხმო იმას, რომ ბავ­შვებს უს­მე­ნოდ ვამ­ღე­რებ-მეთ­ქი? მარ­თლა ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე. ნო­მერს რაც უკეთ გა­ვა­კე­თებ, მე­ტად ვი­ლან­ძღე­ბი. არა­და, მხო­ლოდ ტაში და შე­ქე­ბა მინ­და. ის ბავ­შვე­ბი, ვინც ჩემ­თან არი­ან, სულ მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ. შოთა ადა­მაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ. არა­და, მათ­გან ორი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი დად­გა. სა­ი­დან? რო­გორ? "დათო არა­ფერ შუ­ა­შია", "და­თოს გა­უ­მარ­თლა", - ამ­ბო­ბენ. რო­მელ და­თოს გა­უ­მარ­თლა 20 წლის წინ მუ­სი­კის კე­თე­ბა რომ და­ი­წყო, იმ მუ­სი­კის, ახა­ლა რომ ნელ-ნელა ფეხს იკი­დებს? თუ ჯგუ­ფი "სახე" რომ შექ­მნა? რითი ვერ და­ვამ­ტკი­ცე, რომ არა­ვის "გა­ქა­ჩუ­ლი" არ ვარ და ჩე­მით, სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მოვ­დი­ვარ დღემ­დე. რითი და­ვამ­ტკი­ცო, რომ არ ვარ უნი­ჭო, ვარ მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, კე­თი­სინ­დი­სი­ე­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ჩემი საქ­მის მცოდ­ნე? ბოლო 13 წელი ხომ შე­ვეშ­ვი ამ ყვე­ლა­ფერს და ვი­ჯე­ქი კუ­ლი­სებ­ში, გა­ა­კე­თეს რამე? ხალ­ხს რამე ახა­ლი აჩ­ვე­ნეს? არა­ვის არ­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. მაგ­რამ არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებ. გა­ა­კე­თონ კარ­გი მუ­სი­კა და ტაშს და­ვუკ­რავ.

მოკ­ლედ, ჩემს ბავ­შვებ­თან ერ­თად ვრჩე­ბი, ვმუ­შა­ობ და სხვა მწვრთნე­ლებ­თა­ნაც გა­ვუშ­ვებ სუ­პერ ვარ­სკვლა­ვებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"

დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"

"ახალი ხმის" ბოლო რინგის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი ამბავია ატეხილი: თითქოს მწვრთნელები დათო ფორჩხიძეს თავს დაესხნენ...ფაქტია, რომ მუსიკოსი ამა თუ იმ მიზეზით ყურადღების ცენტრში ხვდება. "ამბები.გე" დათო ფორჩხიძეს დაუკავშირდა.

- ახლა სადარბაზოში არავინ მიხვდება, ტელეფონზე მუქარის ზარებს არ ვიღებ, რაც სოცილურ ქსელში ჩემ გარშემო ხდება, ეგ არის, მაგრამ ისეთი გეზი ავიღე, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო.

- კი, სოციალურ ქსელში დიდი ამბავია ატეხილი, მაყურებელს მიაჩნია, რომ მწვრთნელებს შორის ყველაზე შევიწროვებული შენ ხარ და კოლეგები თავს გესხმიან... ეს ამბავი ბოლო რინგის ეთერში გასვლას მოჰყვა.. …

- ყველაზე მეტი ნახვა და გამოხმაურება ჩემს რინგს აქვს ხოლმე... თუ ისინი მლანძღავენ და ხალხი მიცავს, ეს ჩემთვის ცუდი სულაც არ არის. ისე, კი, ბევრს ვმუშაობ და ვწვალობ, რაც ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია. რატომღაც ჰგონიათ, ის შედეგი, რაც მაქვს, თავისით მოდის. ხალხის მხარდაჭერას ჩემი ბავშვები იმიტომ იმსახურებენ, რომ დამიჯერეს, იმუშავეს და მაგრად იმღერეს…

- რას იტყვი შენი კონკურსანტების - დიმა კობეშავიძისა და ლუკა ნოზაძის შესახებ. თითქოს ნოზაძემ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე - კობეშავიძემ... შენ კი კობეშავიძე დატოვე...

- რაც შეეხება დიმა კობეშავიძეს და ლუკა ნოზაძეს, ლუკა დიმას ჯობდა (ლუკა ჩემი მაგარი მეგობარია და ძალიან მიყვარს და მომწონს). ჰოდა, თუ ლუკა კარგი იყო, წაეყვანათ...

საერთოდ, ზოგადად ფორმატში ცვლილება ჩემ გამო მოხდა.

- რას ცვლილებას გულისხმობ?

- "წართმევას" ვგულისხმობ, მანამდე ეს ეპიზოდი გათვალისწინებული არ იყო. მას მერე დაიწყო, რაც ჩემი გუნდი დაკომპლექტდა, რომელშიც ამდენმა უძლიერესმა ბავშვმა მოიყარა თავი.

როდესაც მათთან მუშობა დავიწყე, მიზნად დავისახე, რომ რაც შეიძლება, ძლიერი ბავშვები დარჩენილიყვნენ, რადგანაც ამას ყველა იმსახურებდა.

ხოლო შოთა ადამაშვილისა და გიორგი მახარაშვილის რინგი ვფიქრობ, რომ "ოქროს ფონდშია" შესატანი. ეს არის ის, რის გამოც მემუქრებიან, მლანძღავენ, მაკრიტიკებენ... დიახ, ასეთი მაგარი ნომერი ასეთ მაღალ დონეზე გავაკეთეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ ორიგინალს მართლა სჯობდა... გიორგი მახარაშვილი ჩემი ძმაკაცია, ჩემი საყვარელი მეგობარია, რომელსაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ, გინდა სტეფანესთან იყოს და გინდა - მაიასთან.

- წელს პროექტის მიმდინარეობის მანძილზე სულ რაღაც ამბავი გიკავშირდება. როგორ ფიქრობ - რისი ბრალია ეს?

- რა ვთქვა, ყველაზე მაგარი რომ ვარ? დიახ, ვარ მაგარი. ეს აქამდეც დავამტკიცე, რომ მიყვარს ჩემი საქმე და შემიძლია მისი კარგად კეთება.

საქართველოში კი ასე ჰგონიათ, რომ მაგარი შენით ვერ იქნები, თუ მაგარი ხარ, ე.ი. ეს სადღაც "ჩააწყე", ან ფული გადაიხადე ამაში, ან ვიღაც დააშანტაჟე და სანაცვლოდ მიიღე... ჩემ შემთხვევაში იმ დონემდეც მივდივართ, რომ თურმე ჰიპნოზების კეთებაც შემიძლია.

თუ ნიჭიერიც ვარ, ასე ვაწყობ კიდეც და ექსტრასენსური სეანსებსაც ვმართავ, მაშინ სულ ვეღარ მომიგებს ვერავინ...

- ექსტრასენსობას ვინ გაბრალებს?

- ამბობენ, საიდან მოაქვთ ამდენი ყურით მოთრეული ამბავი, ასეთი უსუსური, უხერხემლო ბრალდებები, ვერ ვხვდები. ვინც მომეწონა, ყველა ნიჭიერ ბავშვზე დავაჭირე და ვინც მომეწონა, ვთქვი, ჩემს გუნდში მინდა იყოს-მეთქი. ერთი კონკურსანტი მყავს, მარი აკობია, რომელსაც დედა, მამა, ბიძა - ყველანი ეუბნებოდნენ, ფორჩხიძეს აღარ მოაგებინებენო, თან, ბევრი ძლიერი მონაწილე ეყოლება და მაგასთან არ წახვიდეო... რამდენიმე ჩემს ბავშვს ვუთხარი კიდეც, - ჩემთან რომ წამოხვიდე, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები-მეთქი. მეორეს ვუთხარი, - რთული გზის გავლა მოგიწევს და იქნებ დაფიქრდე, გიღირს ჩემს გუნდში ყოფნა-მეთქი? მიუხედავად ამისა, ისინი ჩემთან მაინც წამოვიდნენ. ასე რომ, ზოგიერთები დაფიქრდნენ, რის გამო ხდება ეს. არასდროს ვყოფილვარ ფარისეველი და მლიქვნელი (ცხოვრებაში ყოველთვის იმით ვაგებდი, რომ სათქმელს პირდაპირ ვამბობდი). კონკურსანტები მეუბნებიან, მართლა შეცდომა გვაქვს შენთან წამოსვლით დაშვებული, რადგანაც სხვა მწვრთნელების ბავშვებს არ აკრიტიკებო. მწვრთნელები კი ჩემს ერთ კონკურსანტს ეუბნებიან, ცუდად იმღერე და დათო ფორჩხიძეს ჰგავდიო, მეორეს, ეუბნებიან (ვინც კარგად იმღერა) დათო აქ არაფერ შუაშიაო. თითქოს დღე და ღამე არ მქონდეს მათთან მუშაობით გასწორებული: რას ლაპარაკობთ, თითოეული მონაწილის ფრაზასა და ამოსუნთქვაზე ვარ პასუხისმგებელი, ყოველ ბგერასა და ნოტზე. მთლიანად გადართული ვარ ამ საქმეზე, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. მგონი, მშობლები არ უთმობენ მათ იმდენ დროს, რამდენიც მე დავუთმე. მათ ყველანაირ ფორმაზე ვზრუნავ. ვინმემ ხომ უნდა დააფასოს ეს? ბავშვები მეუბნებიან, უსაფუძვლო და არაობიექტური კრიტიკისგან დაგვიცავი, რადგანაც ვგრძნობთ, რომ პასუხს იმაზე გვაგებინებენ, რომ მწვრთნელად შენ აგირჩიეთო. ვეუბნები, ვერავის კრიტიკას ვერ დავიწყებ-მეთქი...

ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვა მაინც ჩემი კონკურსანტების ნომრებს აქვს. სტატისტიკა უტყუარი რამ არის, მათემატიკა არ სცდება. ყველა გადაცემაში საუკეთესო რინგი და ნომრები ჩემი იყო და კიდევ იქნება. იმიტომ, რომ ვიმუშავე! ისიც ვიცი, რომ ამის გამო გამლანძღავენ, მაგრამ რა გავაკეთო? ოღონდ, აღარ გამლანძღონ და დავეთანხმო იმას, რომ ბავშვებს უსმენოდ ვამღერებ-მეთქი? მართლა ძალიან დავიღალე. ნომერს რაც უკეთ გავაკეთებ, მეტად ვილანძღები. არადა, მხოლოდ ტაში და შექება მინდა. ის ბავშვები, ვინც ჩემთან არიან, სულ მიტოვებული იყვნენ. შოთა ადამაშვილი, გიორგი მახარაშვილი საერთოდ არც კი განიხილებოდნენ. არადა, მათგან ორი სუპერვარსკვლავი დადგა. საიდან? როგორ? "დათო არაფერ შუაშია", "დათოს გაუმართლა", - ამბობენ. რომელ დათოს გაუმართლა 20 წლის წინ მუსიკის კეთება რომ დაიწყო, იმ მუსიკის, ახალა რომ ნელ-ნელა ფეხს იკიდებს? თუ ჯგუფი "სახე" რომ შექმნა? რითი ვერ დავამტკიცე, რომ არავის "გაქაჩული" არ ვარ და ჩემით, საკუთარი მონაცემებით მოვდივარ დღემდე. რითი დავამტკიცო, რომ არ ვარ უნიჭო, ვარ მშრომელი, პატიოსანი, კეთისინდისიერი, პროფესიონალი, ჩემი საქმის მცოდნე? ბოლო 13 წელი ხომ შევეშვი ამ ყველაფერს და ვიჯექი კულისებში, გააკეთეს რამე? ხალხს რამე ახალი აჩვენეს? არავის არფერი გაუკეთებია. მაგრამ არავის ვაკრიტიკებ. გააკეთონ კარგი მუსიკა და ტაშს დავუკრავ.

მოკლედ, ჩემს ბავშვებთან ერთად ვრჩები, ვმუშაობ და სხვა მწვრთნელებთანაც გავუშვებ სუპერ ვარსკვლავებს.

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება