40 წელს მიახლოებული ქალები საჯაროდ გაშიშვლებაზე თავს იკავებენ, მაგრამ ეს სუპერმოდელ კეიტ მოსს არ ეხება.
ვარსკვლავი მამაკაცების ჟურნალ "ფლეიბოის" მთავარი სახე გახდა და სექსუალურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ეს ფოტო ჟურნალის რედაქციამ ოფიციალურად არ გაავრცელა, ის პაპარაცებმა მოიპოვეს.
"ფლეიბოი" 60 წლის იუბილეს აღნიშნავს და რედაქციაში ფიქრობენ, რომ ჟურნალის გარეკანზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდელი უნდა დაიბეჭდოს. 90-იან წლებში მოღვაწე სუპერმოდელებს შორის მხოლოდ კეიტს გაუმართლა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.