რკინიგზა ამ დროისთვის შეფერხებების გარეშე მუშაობს

რკინიგზა ამ დროისთვის შეფერხებების გარეშე მუშაობს

"საქართველოს რკინიგზა"  ამ დროისთვის  შეფერხებების  გარეშე მუშაობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ყველა სამგზავრო მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან დღეს გრაფიკის შესაბამისად გავიდა. ასევე, დაგეგმილ საათებში გამოემგზავრნენ დედაქალაქისკენ მატარებლები დასავლეთიდან.

"რკინიგზა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს. მოქალაქეებისა და ტვირთების გადაადგილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ერთ კონკრეტულ, დესტრუქციაზე ორიენტირებულ და მუქარის ტონით მოლაპარაკე ჯგუფს კი მოვუწოდებთ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

რკინიგზის თანამშრომლები დღეისთვის  გაფიცვას გეგმავენ. ისინი ადმინისტრაციას ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და დანამატების სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცემას სთხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია