პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლის და­არ­სე­ბას ეხე­ბა, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბამ" გა­ნა­ცხა­და, რომ აქვს სურ­ვი­ლი და უკვე შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბაც და­ი­წყეს, მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის და­სა­არ­სებ­ლად. "იდენ­ტო­ბა" ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა და სხვა სქე­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი და მათი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, იქ­მნე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა იმი­სა, რომ მათი "მზრუნ­ვე­ლო­ბის" ქვეშ მოქ­ცე­ულ არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან ცხოვ­რე­ბის ასე­თი წესი იქ­ნას წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი ან, რაც ბავ­შვთა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი - პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის - დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს. ეს კი მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­გორც ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის, ასე­ვე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ჩვენ სრუ­ლი­ად ვუ­ჭერთ მხარს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას და მიგვჩ­ნია, რომ მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და არა მხო­ლოდ "იდენ­ტო­ბის" შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და არ­ჩე­ვან­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე მეტ-ნაკ­ლე­ბად მოხ­სნი­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლის დაარსებას ეხება, განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. "იდენტობა" ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი "მზრუნველობის" ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული - პირადი ცხოვრების უფლების - დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ "იდენტობის" შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია