მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით
რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით

Britannia Awards 2013-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ი­მარ­თა, კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა ჯორჯ კლუ­ნიმ ხუმ­რო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრა ბა­ლო­კი მის მი­მართ გულ­გრი­ლი არ არის. "მას შე­უძ­ლია რამ­დე­ნიც უნდა უარ­ყოს, მაგ­რამ ყო­ველ ღამე, და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის­თვის მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: "გა­მარ­ჯო­ბა ჯორჯ, რას საქ­მი­ა­ნობ?", - აღ­ნიშ­ნა 52 წლის მსა­ხი­ობ­მა, - ამის შემ­დეგ კი მას უბ­რა­ლოდ ერთ ბოთლ ტე­კი­ლას სა­ჩუქ­რად ვუგ­ზავ­ნი".

ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ბერ­ბი­ჭას ეს სი­ტყვე­ბი, რო­გორც ჩანს, ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი იყო სან­დრა ბა­ლო­კის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მან თოქ-შოუ Daybreak-ში გა­ა­კე­თა - რო­გორც სან­დრამ აღ­ნიშ­ნა, კლუ­ნის მი­მართ არა­ვი­თარ რო­მან­ტი­ულ გრძნო­ბებს არ გა­ნიც­დის. "ჩვენ იმ­დე­ნი ხა­ნია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, რომ სექ­სუ­ა­ლურ მი­ზი­დუ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჯორ­ჯი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ის მომ­ხიბ­ვლე­ლია, ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა სან­დრამ ტელე-შო­უ­ში.

ბა­ლო­კი და კლუ­ნი რომ ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან, საკ­ვირ­ვე­ლი სუ­ლაც არ არის - მსა­ხი­ო­ბე­ბი 20 წე­ლია მე­გობ­რო­ბენ. "გრა­ვი­ტა­ცი­ის" გა­და­ღე­ბებ­ზე ჯორ­ჯი ბა­ლო­კის სამი წლის ვაჟს, ლუის და­უ­მე­გობ­რდა. "ჩემი შვი­ლი ფიქ­რობს, რომ კლუ­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რი ტი­პია. ლუის ჯორჯს, ჩემ­სა და ალ­ფონ­სოს (ალ­ფონ­სო უა­რო­ნი - ფილმ "გრა­ვი­ტა­ცი­ის" რე­ჟი­სო­რი) შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რომ მო­უხ­დეს, ის და­უ­ფიქ­რებ­ლად ჯორჯს აირ­ჩევს!", - გა­ნა­ცხა­და კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა ტო­რონ­ტო­ში.

კლუ­ნის თქმით, სან­დრა ძა­ლი­ან კარ­გი დე­დაა. "ის ზრუ­ნავს ლუ­ი­ზე და კარგ დე­დო­ბას უწევს. მაგ­რამ ლუის კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც სჭირ­დე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, ერთი კვი­რის წინ აშშ-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტთა ვი­ნა­ო­ბა გახ­და ცნო­ბი­ლი. სან­დრა ბა­ლო­კი და ჯორჯ კლუ­ნი "გრა­ვი­ტა­ცი­ა­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბის­თვის "სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო დუ­ე­ტის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნეს. გარ­და ამი­სა, ბა­ლო­კი კი­დევ ოთხ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ა­სა­ხე­ლეს, მათ შო­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი კი­ნო­ში".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით

რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით

Britannia Awards 2013-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში გაიმართა, კინოვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ ხუმრობით განაცხადა, რომ სანდრა ბალოკი მის მიმართ გულგრილი არ არის. "მას შეუძლია რამდენიც უნდა უარყოს, მაგრამ ყოველ ღამე, დაახლოებით სამი საათისთვის მირეკავს და მეუბნება: "გამარჯობა ჯორჯ, რას საქმიანობ?", - აღნიშნა 52 წლის მსახიობმა, - ამის შემდეგ კი მას უბრალოდ ერთ ბოთლ ტეკილას საჩუქრად ვუგზავნი".

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭას ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ერთგვარი პასუხი იყო სანდრა ბალოკის განცხადებაზე, რომელიც მან თოქ-შოუ Daybreak-ში გააკეთა - როგორც სანდრამ აღნიშნა, კლუნის მიმართ არავითარ რომანტიულ გრძნობებს არ განიცდის. "ჩვენ იმდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, რომ სექსუალურ მიზიდულობაზე საუბარიც კი არ შეიძლება. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჯორჯი ძალიან, ძალიან ლამაზია. ის მომხიბვლელია, ჭკვიანი, ნიჭიერი და წარმატებული", - აღნიშნა სანდრამ ტელე-შოუში.

ბალოკი და კლუნი რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, საკვირველი სულაც არ არის - მსახიობები 20 წელია მეგობრობენ. "გრავიტაციის" გადაღებებზე ჯორჯი ბალოკის სამი წლის ვაჟს, ლუის დაუმეგობრდა. "ჩემი შვილი ფიქრობს, რომ კლუნი ძალიან მაგარი ტიპია. ლუის ჯორჯს, ჩემსა და ალფონსოს (ალფონსო უარონი - ფილმ "გრავიტაციის" რეჟისორი) შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუხდეს, ის დაუფიქრებლად ჯორჯს აირჩევს!", - განაცხადა კინოვარსკვლავმა ტორონტოში.

კლუნის თქმით, სანდრა ძალიან კარგი დედაა. "ის ზრუნავს ლუიზე და კარგ დედობას უწევს. მაგრამ ლუის კაცთან ურთიერთობაც სჭირდება".

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი. სანდრა ბალოკი და ჯორჯ კლუნი "გრავიტაციაში" განსახიერებული როლებისთვის "საუკეთესო სამსახიობო დუეტის" ნომინაციაში წარადგინეს. გარდა ამისა, ბალოკი კიდევ ოთხ ნომინაციაში დაასახელეს, მათ შორის კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი კინოში".

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება