"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის შემადგენლობაში დღეს, 14 ნოემბერს სიახლეა: მაყურებელი წევრებს შორის "ეხო მასკვის" მთავარ რედაქტორს - ალექსეი ვენედიქტოვს იხილავს, რომელიც სხვებთან ერთად ქართველ ვარსკვლავებს შეაფასებს.
"ამბები.გე" პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხელმძღვანელს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა.
- როგორ დაითანხმე ვენედიქტოვი?
- ეს რთული არ ყოფილა, - როდესაც შევეხმიანე, ძალიან გაუხარდა, ჩვენი შოუ ნანახი ჰქონია, მოსწონს და სურვილიც აქვს, თავადაც მიიღოს მასში მონაწილეობა. ამიტომ მაშინვე დამთანხმდა, პროექტში ერთჯერადად ჩაერთოს.
- ისე, რუსეთიდან ასე აქტიურად რატომ ჩამოგყავთ ამდენი ადამიანი?
- ამჯერად ჩამომყავს პიროვნება, რომელმაც თავის ცხოვრება პუტინთან ბრძოლაში გაატარა. ჩვენ რუსებთან, როგორც ნაციასთან ხომ არ გვაქვს აგრესიული დამოკიდებულება? პირიქით, ბატონი ვენედიქტოვი აქტიური ოპოზიციონერია და სწორედ ის შეაფასებს ჩვენი ვარსკვალავების ცეკვას.
- როგორ ფიქრობ, მკაცრია?
- მგონია, რომ საინტერესო იქნება მისი როგორც შოუში მონაწილეობა, ასევე მისი შეფასება და პოზიცია...
ლალი ფაცია